პროექტები -2018-2019

საჩინოს N1 საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი:  „ ებრძოლე ბულინგს
ხელმძღვანელი: ფიქრია კვირიკაძე
2018-2019 სასწავლო წელი









 
1.პროექტის სახელწოდება:    „ ებრძოლე ბულინგს!

2.პროექტის ავტორი:  ფიქრია კვირიკაძე

3.მონაწილეები:  მე-7,მე-12კლასის მოსწავლეები

4.პრობლემის ანალიზი: სკოლაში ბულინგის შემთხვევების არსებობა,ტოლერანტული კუტურისა და ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტი.
5.პროექტის მიზანი: ბულინგის არსისა და პრევენციის გზების შესწავლა,ბულინგის გამომწვევი მიზეზების  გააზრება,ტოლერანტული კულტურის განვითარება.

6.პროექტის ამოცანები:
1.      პროექტის დაგეგმვა,
2.      მონიტორინგის ჯგუფის შექმნა,
3.       ბულინგის არსის, მიზეზების და პრევენციის გზების შესწავლა. 
4.      ბულინგის შემთხვევების გამოვლენა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება,ბულინგის აღმოსაფხვრელი ღონისძიებების ჩატარება.
5.      პროექტის შეჯამება         
   
7.განხორციელების ვადები: 16 სექტემბერი-14 ოქტომბერი
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში ამაღლდება ტოლერანტული კულტურა,გამოვლინდება ბულინგის შემთხვევები და სხვადასხვა ღონისძიებებით მინიმუმამდე დაიყვანება ან საერთოდ აღმოიფხვრება ბულინგის შემთხვევები.


9.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:
ამოცანა1-2
.მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების                     იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
.მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
                    (20-27 სექტემბერი)
ამოცანა 3 ა) მასწავლებლების მონაწილეობა ტრენინგებში (28-29 სექტემბერი)
                  ბ) სამუშაო შეხვედრები კლასის დამრიგებლებთან.   (1-3 ოქტომბერი)
                  გ) კლასის საათი „რა არის ბულინგი და როგორ ვებრძოლოთ ბულინგს“              
                                                                                  ( 4 ოქტომბერი )
ამოცანა 4. ა) მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვა და შდეგების განხილვა (7-8   
                        ოქტომბერი)
                    ბ) ფილმების ჩვენება ბულინგზე, ბავშვთა უფლებებზე  (10 ოქტომბერი)                     გ) დისკუსია „ როგორ ავიცილოთ თავიდან ბულინგის შემთხვევები“ (12 ოქტომბერი)
                  
ამოცანა 5. პროექტის შეჯამება -შეფასება ,განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია
                          (14 ოქტომბერი)



11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები: მოსწავლეთა, მასწავლებელთა უკუკავშირები,პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
13.რისკები და ხარვეზები: ტოლერანტული კულტურის დაბალი დონე, დროის დეფიციტი
14.პროექტის მდგრადობა: მოსწავლეები გაიაზრებენ და თანატოლებს გაუზიარებენ ბულინგის არსს, უფროს კლასელები,დამრიგებლები, მასწავლებლები მეტ ყურადღებას გამოიჩენენ საკითხისადმი.


                                                 პროექტის განხორციელების რეფლექსია
 მიმდინარე წლის სექტემბერ- ოქტომბრის თვეში განვახორციელე სოციალური პროექტი „ებრძოლე ბულინგს“.
 მიზანი: ბულინგის არსისა და პრევენციის გზების შესწავლა,ბულინგის გამომწვევი მიზეზების  გააზრება,ტოლერანტული კულტურის განვითარება.
ბულინგი თანამედროვე საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და ბულინგის შემთხვევების გამოვლენა და აღმოფხვრა სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სტრატეგიას უნდა წარმოადგენდეს.ჩემი პროექტის მიზნადაც ბულინგის არსის გააზრება და ბულინგის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა გავხადე, ვფიქრობ მიზანს მივაღწიე შესაბამისი აქტივობების განხორციელებით.
 პირველ ეტაპზე მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით დავგეგმეთ პროექტი, გეგმა გავაცანით სკოლის ხელმძღვანელობას და ავირჩიეთ მონიტორინგის ჯგუფი.ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამიად და ყოველი აქტივობის შემდეგ ხდებოდა შეხვედრები მონიტორინგის ჯგუფთან.
მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა აქტივობის შესრულებაში, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფილმის ჩვენებამ და დისკუსიამ.
 პროექტის მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა ბულინგისა და მისი სახეების შესახებ, სხვადსახვა ქტივობებმა ხელი შეუწყო მათში ტოლერანტული კულტურის ამაღლებას. განუვითარდთ სოციალური უნარები, შეიძლებოდა კიდევ მეტი აუდიო ვიდეო მასალის ჩვენება, მეტი სიხშირით დისკუსიების ჩატარება და აუცილებლად მიმაჩნია სკოლაში ფსიქოლოგის მოწვევა და შეხვედრა ბავშვებთან.


На данном изображении может находиться: экран и в помещенииНа данном изображении может находиться: 12 человек, в том числе Nino Pipia, люди улыбаются, люди сидят и в помещении






На данном изображении может находиться: 10 человек, люди сидят и обувьНа данном изображении может находиться: 1 человек, стоит и в помещении










                                       საჩინოს N1 საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი:  „ მუზეუმების კვალდაკვალ“
ხელმძღვანელი: ფიქრია კვირიკაძე
2018-2019 სასწავლო წელი








 
1.პროექტის სახელწოდება:    „ მუზეუმების კვალდაკვალ“

2.პროექტის ავტორი:  ფიქრია კვირიკაძე

3.მონაწილეები:  მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეები

4.პრობლემის ანალიზი: მოსწავლეები ან არ ფლობენ ან აქვთ მწირი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და რაიონის ცნობილი ადამიანების შესახებ.
5.პროექტის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების
შესწავლა,ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების მოძიება.სოციალური უნარების განვითარება.

6.პროექტის ამოცანები:
1.      პროექტის დაგეგმვა,
2.      მონიტორინგის ჯგუფის შექმნა,
3.       ვიზიტი მუზეუმებში             
4.       ინფორმაციის მოძიება ცნობილ ადამიანებზე
5.      პროექტის შედეგების პრეზენტაცია  
                                    

7.განხორციელების ვადები: 1-20 დეკემბერი
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ესტუმრებიან მუნიციპალიტეტის მუზეუმებს,სპეციალისტების,უხუცესების, ცნობილი ადამიანების ახლობლებისა და ინტერნეტ გვერდების საშუალებით შეისწავლიან ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს.მოახდენენ პრეზენტაციებს სკოლასა და თემში, განათავსებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამოჩენილი ადამიანების პოპულარიზაციას.

9.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:

ამოცანა1-2

.მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების                     იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
.მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
                    (1-7 დეკემბერი)

10.ამოცანა 3-4 ა) მუზეუმებში ვიზიტი
1.ჩქვალერი - ეგნატე ფიფიას სახლ-მუზეუმი
2.ნაკიფუ- ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი
3.წალენჯიხა- ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი
4.მედანი- კალისტრატე სალიას სახლ-მუზეუმი
 5.ობუჯი- ლეი ქიაჩელის სახლ-მუზეუმი
 6.საჩინო- კლიმენტი შელიას  სახლში და ახლობლებთან ვიზიტი (7-14 დეკემბერი)

მუზეუმებში ვიზიტის პარალელურად მოძიებული და შესწავლილი იქნება დამატებითი ინფორმაცია გამოჩენილ ადამიანებზე სხვადასხვა წყაროების გამოყენებით.
ბ) მოძიებული ინფორმაციისა და ფოტო მასალის პრეზენტაცია (17-18 დეკემბერი)
ამოცანა 5. პროექტის შეჯამება -შეფასება ,განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია
                          ( 19-20 დეკემბერი )



11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები: მოსწავლეთა უკუკავშირები,პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
13.რისკები და ხარვეზები: უამინდობა, ინფორმაციის სიმწირე
14.პროექტის მდგრადობა: შესწავლილ იქნება რაიონის გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალები,მუზეუმებში დაცული ინფორმაცია,,შეიქმნება სტენდები, პრეზენტაციები, რომლითაც ისარგებლებენ სკოლის დანარჩენი მოსწავლეებიც.

                                    რეფლექსია  პროექტის განხორციელებაზე
 მოსწავლის ინტელექტუალურ  პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია  ის საფუძვლიანად იცნობდეს მშობლიურ კუთხეს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და ამ კუთხის ცნობილ პიროვნებებს,  ესმიზანი  და მოსწავლეებში სოცილური უნარ-ჩვევების განვითარება დაედო საფუძვლად  2018 წლის დეკემბრის თვეში მე-7-მე-11 კლასელების მონაწილეობით განხორციელებულ  პროექტს  „მუზეუმების კვალდაკვალ“.
 დავგეგმე მიზნის შესაბამისი აქტივობები,პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები. დაგეგმილ ვადებში ვესტუმრეთ მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებს, მუზეუმების თანამშრომლების დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს მათთვის აქამდე უცნობი დეტალები, პარალელურად ცნობის ადამიანებზე ინფორმაციას იძიებდნენ ინტერნეტისა და სხვა წყაროების (ცნობილი პიროვნებების ახლობლები, მეზობლები).
 ჩქვალერში  ცნობილი მედიკოსის ეგნატე ფიფიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საინტერესოდ ისაუბრა ჩქვალერის მკვიდრმა , პედაგოგმა  როენა ფიფიამ, ნაკიფუში ცნობილი  აგრონომ ტარას კარაცხელიას ბიოგრაფია  გაგვაცნო  ვაჟა კვარაცხელიამ, ობუჯში ლეო ქიაჩელზე გვესაუბრა ბატონი თეიმურაზ მესხია.წალენჯიხის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელმა ოლეგ სალიამ დეტალურად გაგვაცნო წალენჯიხის ყოფითი კულტურა. გრანელის პოეზიას და ცხოვრებას მოსწავლეები გაეცნენ გრანელის სახლ-მუზეუმში. თანასოფლელ კლიმენტი შელიაზე საინტერესოდ გვესაუბრა მისი ნათესავი ქალბატონი ზაირა შელია.
  მოზიებული მასალა პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს სკოლასი სხვადასხვა სახით, შთაბეჭდილებები გაუზიარეს თანატოლებსა და მასწავლებლებს.
 მოსწავლეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ რესპოდენტებთან ურთიერთობის დროს. პროექტის მეშვეობით მოსწავლეებმაშეიძინეს ცოდნა თანარაიონელებზე, განუვითარდათ სოციალური უნარ-ჩვევები, ვფიქრობ მსგავსი პროექტები მოსწავლეებს აღუძრავს ინტერესს და განუვითარებს კვლევა- ძიების უნარ-ჩვევებსაც.


წალენჯიხის ეთნოგრაფიული მუზეუმი







ლეო ქიაჩელი

ობუჯი
                                             ტერენტი გრანელი


 










ეგნატე ფიფიფა






На данном изображении может находиться: 3 человека, в том числе Jilda Morgoshia и Pikria Kvirikadze, люди стоят, трава и на улице










На данном изображении может находиться: один или несколько человек и на улице
На данном изображении может находиться: текстНа данном изображении может находиться: 5 человек, люди стоят, обувь и в помещении









საჩინოს N1 საჯარო სკოლა
სასწავლო პროექტი:  „ ჩვენ ვსწავლობთ ისტორიას
ხელმძღვანელი: ფიქრია კვირიკაძე
2018-2019 სასწავლო წელი









 
1.პროექტის სახელწოდება:    „ ჩვენ ვსწავლობთ ისტორიას“

2.პროექტის ავტორი:  ფიქრია კვირიკაძე

3.მონაწილეები:  მე-7 -მე-11 კლასის მოსწავლეები

4.პრობლემის ანალიზი: მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ ქვემო ქართლის ღირსშესანიშნაობებს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსებულ ისტორიულ მასალას.
5.პროექტის მიზანი: საქართველოს ისტორიის  კონკრეტული საკითხების (დმანისელი ადამიანი, მტკვარ-არაქსის, თრიალეთის, კოლხური კულტურა,ბოლნისის სიონის წარწერა,სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა)შესწავლა და განმტკიცება სხვადასხვა წყაროების გამოყენებით.

6.პროექტის ამოცანები:
1.      პროექტის დაგეგმვა,
2.      მონიტორინგის ჯგუფის შექმნა,
3.      შესასწავლი საკითხების ირგვლივ ინფორმაციის მოძიება, ადგილზე შესწავლა,დახარისხება, წარმოდგენა.
4.      პროექტის შეჯამება .
7.განხორციელების ვადები: 15 ოქტომბერ- 10 ნოემბერი
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ, დაახარისხებენ, სხვადასხვა სახით წარმოადგენენ ინფორმაციას  ისტორიულ საკითხებზე,შეისწალიან საკითხს პრაქტიკულ მაგლთებზე.გაიმდიდრებენ ცოდნას საქართველოს ისტორიულ წარსულზე, განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი.




9.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:
ამოცანა1-2
.მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების                     იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
.მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
                    (15-20 ოქტომბერი)
ამოცანა 3.   ა) ინფორმაციის მოძიება ინტერნეტისა და სხვა ისტორიული წყაროების 
                         საშუალებით,სხვადასხვა სახით წარმოდგენა  წრის მეცადინეობაზე. (20-30            
                                       ოქტომბერი)
                      ბ) ექსკურსიის მოწყობა მარშრუტით „დმანისი, ბოლნისი,თბილისი-   
                           საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ (3-4 ნოემბერი)
                       გ) სტენდების , პრეზენტაციების შექმნა,ინფორმაციის განთავსება სოციალურ    
                            ქსელში. (5-8 ნოემბერი)
ამოცანა 4.    პროექტის შედეგების შეჯამება: ღია გაკვეთილების ჩატარება შესწავლილ საკითხებზე, მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსების გამოყენებით. მოსწავლეთა ანკეტური  გამოკითხვა,დისკუსია- რა მომცა ექსკურსიამ. (8-10 ნოემბერი)
                  


11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები: მოსწავლეთა,  უკუკავშირები,პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
14.პროექტის მდგრადობა: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, პრეზენტაციები გამოყენებულ იქნება, როგორც რესურსი.



                   რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
  საქართველოს ისტორიის საკითხების საფუძვლიან შესწავლას ესგ  მხოლოდ მე-9 კლასში ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს ისტორიის შესწავლის სურვილს მოსწავლეები გამოთქვამენ უფრო დაბალ კლასებშიც. საქართველოს ყველა კუთხეს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს და ამჯერად არჩევანი ქვემო ქართლზე შევაჩერეთ, ვინაიდან აუცილებლად მივიჩნიე მოსწავლეები გაცნობოდნენ პირველი ევროპელი ადამიანების სამოსახლოს დმანისში, უძველეს ქართულ წარწერას ბოლნისში, სულხან საბას სახლ-მუზეუმს ტანძიაში  და ბოლოს ეროვნული მუზეუმის საგანძურს თბილისში.
განვახორციელეთ გეგმაში მითითებული აქტივობები, რითაც მიზანს მივაღწიე,პროექტის დაგეგმვასა და ამოცანების განხორციელებაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, მათ მოიძიეს და შეისწავლეს შესასწავლი მხარის ღირსშესანიშნაობების ისტორია და ინფორმაცია  წარმოადგინეს სხვადასხვა სახით. განსაკუთრებით საინტერესო იყო ექსკურსია ზემოთ დასახელებული ობიექტების მოსანახულებლად, ნასწავლი საკითხის განმტკიცებას ხელი შეუწყო ობიექტების რეალურად ნახვამ.
      განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ჩართულობის მაღალი დონე პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ დამჭირვებია, ვფიქრობ შექმნილი მასალის გაკვეთილზე გამოყენება აამაღლებს მოტივაციას და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლეებისათვის სასწალო პროცესს.
 მომავალში დავგეგმავ ექსკურსიებს სხვადასხვა კუთხეებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის საკითხების სიღრმისეულ შესწავლას.









საჩინოს N1 საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი:  „ ჩვენი სოფელი“
ხელმძღვანელი: ფიქრია კვირიკაძე
2018-2019 სასწავლო წელი















 
1.პროექტის სახელწოდება:    „ ჩვენი სოფელი“

2.პროექტის ავტორი:  ფიქრია კვირიკაძე

3.მონაწილეები:  მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეები

4.პრობლემის ანალიზი: მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას სოფლის ღირსშესანიშნაობებზე, სოფლის მოსახლეობა პასიურ როლს თამაშობს სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
5.პროექტის მიზანი: სოფლის ღირსშესანიშნაობების ისტორიის შესწავლა,თემის წევრების ჩართულობის გაზრდა სოფლის ცხოვრებაში.ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.

6.პროექტის ამოცანები:
1.      პროექტის დაგეგმვა,
2.      მონიტორინგის ჯგუფის შექმნა,
       3.სოფლის ღირსშესანიშნაობების მონახულება,               
            დასუფთავება,ინფორმაციის მოძიება.
                                 4.მდინარის ნაპირების,გზის და მთლიანად სოფლის ტერიტორიის    
                                     დასუფთავება ნარჩენებისაგან.
                                  5.პროექტის შედეგების პრეზენტაცია

7.განხორციელების ვადები: 11-30 ნოემბერი
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სოფლის უხუცესების, მასწავლებლების, ინტერნეტისა და სხვა წყაროების დახმარებით შეისწავლიან სოფლის კულტურული ობიექტების მათთვის უცნობ დეტალებს და გააცნობენ უმცროს თაობას, სოფლის მოსახლეობა ჩაერთვება სოფლის მიდამოების დასუფთავებაში, რაც დადებითად აისახება სოფლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

9.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:
ამოცანა1-2
.მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების                     იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
.მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
                    (11-12 ნოემბერი)
10.ამოცანა 3-4 ა)მოსწავლეების და მოხალისე მასწავლებლებისა და თემის წევრების დაყოფა ჯგუფებად
ბ) ვადების მიხედვით სოფლის ტერიტორიების  დანაწილება და დასუფთავება:
·         ნაგურუს უბანი- 13 ნოემბერი
·         კუხეშის  უბანი - 14 ნოემბერი
·         სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია- 15 ნოემბერი

·        
სოფლის ცენტრი და დანარჩენი ტერიტორია -  16 ნოემბერი 
) უხუცესებთან, ისტორიკოსებთან,ფილოლოგებთან სტუმრობა სოფლის ძეგლების მონახულება, ისტორიის მოძიება და ინფორმაციის გადაცემა სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.- 17-20 ნოემბერი
·         სამი ეკლესია - ნაგურუ, კუხეში,საჩინო
·         სოფლის თავზე აღმართული ჯვარი
·         „ოქაჯე ღალი“, „ლიფონის წყარო“, „ნიჟარების უბანი“.

ამოცანა 5 ..მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება სოციალური ქსელის                
                       მეშვეობით.(21-25- ნოემბერი)
                .ბუკლეტების დამზადება და გავრცელება(26-27 ნოემბერი)
                 გ. პროექტის პრეზენტაცია, სკოლაში- შეჯამება  (28-30 ნოემბერი)


11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები: მოსწავლეთა, მშობელთა, თემის წარმომადგენელთა უკუკავშირები,პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
13რისკები და ხარვეზები: უამინდობა, ინფორმაციის სიმწირე
პროექტის მდგრადობა: დაინერგება პერიოდულად სოფლის დასუფთავება,შეიქმნება სტენდები, პრეზენტაციები, რისი საშუალებითც მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის კულტურულ ობიექტებს. ყოველი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისათვის.



                            რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
ერთ-ერთ კლასში კლასის საათის ჩატარებისას გაირკვა, რომ მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას სოფლის ღირსშესანიშნაობებზე,აქვე გულისტკივილი გამოთქვეს დაბინძურებულ მდინარის ნაპირების გამო.
დაიბადა პროექტის განხორციელების იდეა, რომლის მიზანიც იქნებოდა სოფლის ღირსშესანიშნაობების ისტორიის შესწავლა,თემის წევრების ჩართულობის გაზრდა სოფლის ცხოვრებაში.ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.
 მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე გეგმა და დავსახეთ სათანადო ამოცანები, შესაბამისად მიზნის მისაღწევი აქტივობები, გავაცანით გეგმა სკოლის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას, მოვიწვიეთ თემის წარმომადგენლები. ცამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები, რომელთაც უბნენის მიხედვით დაასუფთავეს მოსახლეობასთან ერთად სოფლის ტერიტორიები. გავაკარით პლაკატები მოწოდებით: „ნუ დააბინძურებთ“, „საჩინო შენია საჩინოელო“ და ა.შ, მოსწავლეები ესტუმრნენ სოფლის უხუცესებს, ფილოლოგებს ისტორიკოსებს და ძეისწავლეს სოფლის კულტურულ ძეგლებზე არსებული მასალა,
შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებმა გაუზიარეს სხვებსაც, გამოუშვეს სტენდები, ინფორმაცია და ფოტო მასალა განათავსეს სოციალურ ქსელში, რითაც მოხდა ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების და საკუთარი სოფლის ისტორიის ცოდნის უცილებლობის პოპულარიზაცია. მიზანს მივაღწიე,ვფიქრობ აღნისნული აქტივობები განვახორციელო მომავალსიც რატა მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ პრობლემა და გამოუმუშავდეთ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვვევები.




На данном изображении может находиться: 5 человек, в том числе Pikria Kvirikadze, люди улыбаются, люди стоят, дерево, на улице и природа



























Комментариев нет:

Отправить комментарий