პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
       არის თუ არა დისკუსია  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების
                                 ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი
                                    საჩინოს N1 საჯარო სკოლა
                                    ავტორები: ნატო შეროზია
                                                        ფიქრია კვირიკაძე



                                                 2017 წელი
              





სარჩევი
შესავალი
თავი I.  საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1.საკვლევი თემის შერჩევა
1.2.დისკუსიის ჩატარებასთან დაკავშირებული სირთულეები
1.3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი
1.4.კვლევის მიზანი
1.5.კვლევის ამოცანა
თავი II .ლიტერატურის მიმოხილვა
თავი  III. მეთოდოლოგია
3.1. სამიზნე ჯგუფი
3.2. მონაცემების შეგროვება
3.3.კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები
3.4. კვლევის ვადები
თავი IV. კვლევის შედეგები
4.1. პირველადი მონაცემების შედეგები
4.2. ფოკუს ჯგუფების მონაცემთა ანალიზი
თავი  V . ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
5.1. პირველი ინტერვენციის მიზანი და შედეგი
5.2. მეორე ინტერვენციის  მიზანი და შედეგი
თავი VI. მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
6.1.მიგნებები
6.2. რეკომენდაციები
6.3. ნაკლოვანებები
დასკვნა
ბიბლიოგრაფია
დანართები
შესავალი:
 სწავლა-სწავლების პროცესში ესგ-ის სტანდარტების შესაბამისი მიზნების მისაღწევად უმთავრესი ბერკეტია მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია,ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი მეთოდების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.
 წინამდებარე ნაშრომში განხილულია პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ დისკუსიის მეთოდი მოსწავლეებში აღძრავს მაღალ მოტივაციას. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  ჩავატარეთ საჩინოს N 1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა -ფიქრია კვირიკაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა- ნატო შეროზიამ.კვლევა მიმდინარეობდა საბაზო  და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან.კვლევა გამომდინარეობს ჩვენი საჭიროებიდან, გავარკვიოთ მოგვცემს თუ არა სასურველ შედეგს (მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება) დისკუსიის მეთოდის ხშირი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
თავი 1-ლი: საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1.       საკვლევი თემის შერჩევა:
   მოსწავლეების საბაზო საფეხურზე გადასვლის შემდგომ,მასწავლებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ  მოსწავლეთა მოტივაცია  და შესაბამისად შეფასებაც დაბალია. დავსახეთ სხვადასხვა ღონისძიებები  ერთობლივად: გავიარეთ კონსულტაციები მშობლებთან,წავახალისეთ მოსწავლეები,გამოვიყენეთ სხვადასხვა სასწავლო მეთოდები:როლური თამაშები,სოციალური და სასწავლო პროექტები, დისკუსია.         
     ქართულისა და ისტორიის ინტეგრირებულ გაკვეთილზე ,,საქართველოს ორიენტაციის საკითხი და ბედი ქართლისა“ სასწავლო მეთოდად გამოვიყენეთ დისკუსია,მოსწავლეები დაიყვნენ ორ ჯგუფად: პრორუსული ორიენტაციის მოომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.დისკუსიისას თითოეულმა მხარემ წარმოადგინა მეტად საინტერესო მოსაზრებები და არგუმენტები.მიუხედავად დისკუსიისათვის საჭირო უნარების დეფიციტისა,გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და დაინტერესება.გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა: არის თუ არა დისკუსია მოსწავლეთა მოტივატორი.მიზნად დავისახეთ ფოკუსჯგუფებზე დაკვირვებით და მონაცემთა ანალიზის შეჯამებით დაგვედო დასკნა, რამდენად უწყობს ხელს დისკუსიის მეთოდის გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას სასწავლო პროცესში,როგორც საბაზო,ისე საშუალო საფეხურზე.საბაზო საფეხურზე დაკვირვებას აწარმოებდა ისტორიის მასწავლებელი ფიქრია კვირიკაძე,ხოლო საშუალო საფეხურზე-ქართულის მასწავლებელი ნატო შეროზია.
1.2.დისკუსიის ჩატარებასთან დაკავშირებული სირთულეები:
 მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საუბრისას გამოიკვეთა სხვადსხვა სახის სირთულეები, მათ შორის: 
·         დისკუსიის უნარ-ჩვევების დეფიციტი
                                                                1
·         სადისკუსიო თემის სწორად შერჩევა. სადისკუსიო სივრცის მოწყობა
·         დისკუსიისთვის საკმარისი დროის გამოყოფა
1.3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
  როგორც   მასწავლებლებმა აღნიშნეს,  დისკუსიის ჩატარება რთულ ეტაპებს მოიცავს, როგორიცაა: თემის სწორად განსაზღვრა, სივრცის მომზადება, დამატებითი მასალის მოძიება,ამასთან ერთად მოსწავლეები არ ფლობენ დისკუსიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
 სავარაუდო ძირითადი მიზეზი:
     მასწავლებლები არ ან ვერ აცნობიერებენ ,რომ დისკუსია არის მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი.
1.4.კვლევის მიზანი
   კვლევის მიზანია ჯგუფმა დეტალურად შეისწავლოს იყენებენ თუ არა მასწავლებლები  დისკუსიის მეთოდს და რა სიხშირით. ერთობლივად შემუშავდეს და დაიგეგმოს ურთიერთდასწრების გაკვეთილები სხვადასხვა   კლასებში ისტორიასა და ქართულში დისკუსიის მეთოდის გამოყენებით.
  დაკვირვების წარმოება მოტივაციის დონის ცვლილებაზე ჩვეულებრივ და დისკუსიის მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილებზე- დისკუსიის მეთოდის ეფექტურობის დასამტკიცებლად.
1.5 კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ საკვლევ კითხვებს:
            1.რამდენად ხშირად იყენებენ მასწავლებლები ამ მეთოდს გაკვეთილებზე?    2.ამჩნევენ თუ არა მოსწავლეთა მეტ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, ამ    
                მეთოდის გამოყენებისას.
             3.   მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს ეს მეთოდი 
             4. აისახება თუ არა მოსწავლეთა შედეგებზე ამ მეთოდების ეფექტურობა.
თავი მე-2
2.1. ლიტერატურის მიმოხილვა
  დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.საკლასო დისკუსიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, ხელს უწყობს მათი სოციალური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას. ამაღლებს მოტივაციას. დისკუსიისათვის მზადება მოსწავლეში აღძრავს ინტერესს
                                                                              2
 აუდიტორიის წინაშე წარდგეს შესაბამისად მომზადებული მყარი არგუმენტებით.
 „სასწავლო დისკუსია ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს შესასწავლი საკითხი, ჩამოაყალიბოს განსხვავებული მოსაზრებები, იმსჯელოს ყველა შესაძლო ვარიანტზე,   ჩამოაყალიბოს განსხვავებული მოსაზრებები. მას უვითარდება კამათის, საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი“  (ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში -2016- დისკუსიის ტექნიკა- ნინო ლომიძე გვ-156).
   დ .უზნაძის „განწყობის თეორიის“ თანახმად, მასწავლებელს  და მოსწავლეს ყოველ ახალ აქტივობაში ჩართვისათვის სჭირდება სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც აამოქმედებს მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს.
   მასწავლებელმა მოსწავლეს სამოქმედოდ განწყობილ ძალებზე გათვლილი აქტივობები უნდა მიაწოდოს. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ინტელექტუალური მოთხოვნილება ცოდნის წყურვილში გადაეზარდოს.
განწყობის თეორია არსებითად ქცევის ახსნითი მოდელია, როგორიც მოტივია, ისეთია ქცევაც, მოტივი განსაზღვრავს ქცევის ფსიქოლოგიურ შინაარსს. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა , პიროვნების მთელი ძალების გახსნა.(ნ.იმედაძე, განვითარებისა და სწავლების თეორიები, დამხმარე სახელმძღვანელო N1, გვ 68-69. 2011)
 ჩვენს შემთხვევაში, სწორედ სხვადასხვა სასწავლო თემების სწავლებისას წამოჭრილი სადისკუსიო საკითხები ქმნის განწყობას მოსწავლეთა სათანადო ძალების ასამოქმედებლად, მოსწავლეს უჩნდება მოტივი  შეიძინოს მეტი ცოდნა, რაც დისკუსიაში აქტიური მონაწილეობაში აისახება, ეს არის მისი ქცევა ამ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით.
 დისკუსიას საუკეთესო სტრატეგიად მიიჩნევს მასწავლებელთა უმრავლესობა, ეს ის მეთოდია, რომელიც სწავლა -სწავლების პროცესში ნაკლებად ჩართულ მოსწავლესაც აღუძრავს გარკვეულ მოტივაციას.
 „ მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა  წააგავს იმ ხიდს, რომელიც მოზარდებმა უნდა გადონ ცოდნიდან რეალურ ცხოვრებისეულ ქცევებამდე. ამ ხიდის თითოეული ფიცარი არის სასიცოცხლო უნარ - ჩვევა, სწავლება არ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოამარაგოს მოზარდები კარგი ცოდნით, არამედ აღჭურვოს ისინი სასარგებლო უნარ - ჩვევებით, რომელიც დაეხმარება მათ უკეთ გამოიყენონ ეს ინფორმაცია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისათვის.
  მიმაჩნია ,რომ სკოლიდან გამოსულ მოზარდს უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის არგუმენტირებულად, ლოგიკურად, თანამიმდევრულად ჩამოყალიბება და სხვისთვის გაზიარება. მასწავლებლის მიერ სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენების მთავარი მიზანი საკლასო ოთახში აზროვნების კულტურის შექმნა და საკლასო ოთახის გარეთაც მისი განვრცობაა. ე.ი. სკოლამ მოზარდი  მოაზროვნე პიროვნებად უნდა ჩამოაყალიბოს. ნებისმიერი მასწავლებლის პრობლემაა ის,რომ  საგაკვეთილო პროცესის დროს კამათსა და
                                                                                3
დებატებში მხოლოდ მცირე ნაწილი ებმება ხოლმე, კლასის უმრავლესობა პასიურია, ელოდება როდის შეეკითხებიან, არ უყვარს ინიციატივების გამოჩენა.“(მზია ვაშალომიძე  mziavaSalomidze-intel.blogspot.com)
 სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების ჩამოსაყალიბებლად და გასავითარებლად, პასიური მოსწავლეების გასააქტიურებლად ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს დისკუსია.
 დისკუსიის რამდენიმე ფორმიდან საგაკვეთილო ფორმატს ყველაზე კარგად მიესადაგება
 1.მრგვალი მაგიდა
 2.ჯვარედინი დისკუსია
3.ესტაფეტა.
1-ლი ემსახურება აქტუალური საკითხის განხილვას. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, ვარაუდებს, ყველა მონაწილე თანაბარი უფლებით სარგებლობს. მასწავლებე-

                                                      
ლი რიგითი მონაწილეა. მერხები განლაგდება წრიულად.
მე-2  შემთხვევაში მასწავლებელი ამზადებს კითხვას (თეზისს) ,რომელიც არაერთგვაროვან პასუხს მოითხოვს, მოსწავლეთა წყვილებიდან ზოგი ეთანხმება, ზოგი არა, ამზადებენ სათანადო არგუმენტებს.
მე-3 იმართება ვრცელი თემის შესწავლისას, მოსწავლეები სიღრმისეულად ეცნობიან განსხვავებულ შეხედულებებს.
(დისკუსიის ტექნიკა- ნინო ლომიძე.ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში-გვ 157-158)
ნებისმიერი სადისკუსიო მეთოდის გამოყენებისას საჭიროა რამდენიმე პირობის დაცვა:
1.მონაწილეთა წინასწარი და საფუძვლიანი მომზადება დისკუსიისათვის, როგორც
                                                                               4
შინაარსობრივი, ისე ფორმალური თვალსაზრისით. შინაარსობრივი მომზადება გულისხმობს
სადისკუსიო თემის შესახებ აუცილებელი ცოდნის დაგროვებას, ფორმალური კი - ამ ცოდნის გამოხატვის ფორმის შერჩევას. საკითხის ცოდნის გარეშე დისკუსია ხდება უსაგნო, უშინაარსო, ზედაპირული, ხოლო აზრის მწყობრად გამოხატვის უნარის გარეშე, ბუნდოვანი და შეიძლება წინააღმდეგობრივიც.
2.კეთილგანწყობილი და ღია გარემო კომუნიკაციური ურთიერთობებისთვის. მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ვინმე დასცინებს მას განსხვავებული აზრის გამოთქმისათვის. არც ის არის რეკომენდებული, რომ მასწავლებელმა ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია სადისკუსიო საკითხის მიმართ. ის აფასებს გამოთქმული თვალსაზრისების დამადასტურებელი არგუმენტების საფუძვლიანობას და არა თვალსაზრისებს. მასწავლებლის მიერ დისკუსიის დროს გამოთქმული რომელიმე მოსაზრების აშკარა მხარდაჭერამ შეიძლება შემდგომ დისკუსიაში მონაწილეობის ინტერესი დაუკარგოს იმ მხარეს, რომლის შეხედულებაც არ დაემთხვა პედაგოგისას.
3.დისკუსიის მონაწილეთა მზაობა მოისმინონ და პატივი სცენ განსხვავებულ პოზიციას, თვალსაზრისს. ამის დარეგულირება მასწავლებელს შეუძლია დისკუსიის წინასწარ შემუშავებული წესებით.
4.დისკუსიის ყველა მონაწილისათვის აზრის გამოთქმის უფლებისა და საშუალების მიცემა. ხშირად დისკუსიის ზოგიერთი მონაწილე იჭერს დომინანტურ პოზიციას და სხვებს აზრის გამოთქმის საშუალება აღარ ეძლევათ. ეს განსაკუთრებით მოქმედებს გაუბედავ მოსწავლეებზე. ამგვარი ვითარების თავიდან აცილება მასწავლებელს შეუძლია მონაწილეთა გამოსვლების რეგლამენტირებით. მაგალითად, აზრის გამოთქმისათვის ფიქსირებული დროის განსაზღვრა ან დამატებითი კომენტარის გაკეთებისათვის საშუალების მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა მონაწილე გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
5.სადისკუსიო საკითხის სწორად შერჩევა. სადისკუსიოდ უნდა შეირჩეს ისეთი საკითხი, რომლის ირგვლივაც განსხვავებული თვალსაზრისები შეიძლება არსებობდეს ან დაისვას ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრის ალტერნატიული გზები არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში დისკუსია შემეცნებით ინტერესს დაუკარგავს მოსწავლეებს.
დისკუსიის უმთავრესი ფუნქცია შემეცნებითი ინტერესის სტიმულირებაა, მაგრამ ამასთან ერთად მას აქვს სასწავლო, განმავითარებელი, აღმზრდელობითი და საკორექციო ფუნქციაც. ეს არის მართული შემეცნებითი კამათი, რომლის შედეგიც შეიძლება არ იყოს ამა თუ იმ თვალსაზრისის ჭეშმარიტებისა თუ სამართლიანობის დადგენა, მაგრამ თავად კამათი ყოველთვის ზრდის ინტერესს საკითხის, პრობლემის მიმართ, სადისკუსიო საკითხში უფრო კარგად გარკვევის სურვილს. დისკუსია მოსწავლეს ეხმარება ცოდნის განმტკიცებაში, სისტემატიზაციასა და ორგანიზებაში. მასწავლებელი, თავის მხრივ, იღებს სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად საფუძვლიანია მოსწავლეთა ცოდნა საკითხის შესახებ, მას ეძლევა შესაძლებლობა დაუკვირდეს თითოეული მოსწავლის თავისებურებებს:
                                                                                5

აზროვნების წესს, ხასიათს, ტემპერამენტს, მეხსიერებას, ემოციების მართვის უნარს და სხვ.
როგორც ზემოთ ითქვა, დისკუსიის ბევრი სახეობა არსებობს. ამჯერად წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
1.როლური დისკუსია
იმის მიხედვით, რა მასალაა შერჩეული სადისკუსიოდ და რა მიზანს ვუსახავთ დისკუსიის მონაწილეებს, შეიძლება შემდეგი როლების შერჩევა და განაწილება:
წამყვანი - ეკისრება დისკუსიის ორგანიზებისა და წარმართვის ფუნქცია. ის წინასწარ შეისწავლის აუდიტორიის ინტერესებსა და შესაძლებლობებს, განსაზღვრავს სადისკუსიო/პრობლემური საკითხის არეალს, რომ დისკუსიამ არ შეიცვალოს მი-
მართულება, აკონტროლებს მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას. ამასთან, ის ნეიტრალურია, არა აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რომელიმე თვალსაზრისის მხარდაჭერით.
ოპონენტი - ეძებს მოსაზრებებში სუსტ წერილებს და სთავაზობს თანაკლასელებს რჩევებს.
ლოგიკოსი - ავლენს მონაწილეთა მსჯელობებში წინააღმდეგობრიობებსა და ლოგიკურ შეცდომებს.
ფსიქოლოგი - პასუხისმგებელია თბილი და კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნებაზე.
ექსპერტი - აფასებს დისკუსიის პროდუქტიულობას, თითოეული მონაწილის წვლილს დისკუსიაში.
2.აკვარიუმი - მოსწავლეები სხედან წრიულად მერხებთან, საუბრობენ თანმიმდევრულად ისე, როგორც სხედან.მონაწილეები წარმოადგენენ სააინტერესო ფაქტებს, იმსჯელებენ მათთვის მისაღებ და მიუღებელ ფაქტებზე. იცავენ დროის ლიმიტს.

                                         
3.დებატები-იკვეთება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია. მონაწილეები იყოფიან მომხრეებად და მოწინააღმდეგებად.რიგრიგობით ჯვარედინად ეძლევათ აზრის გამოთქმის
                                                                     6
საშუალება.

                       
(სადისკუსიო მეთოდები . 2014 ავტორი: მაია ინასარიძე)
თავი მე-3. მეთოდოლოგია
3.1. სამიზნე ჯგუფი:
საბაზო  და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.
კვლევაში გამოყენებული იქნება შერჩევის ორი ტიპი:
 სრული შერჩევა - საკვლევი პრობლემის  შესასწავლად დაიგეგმა  გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებით. კითხვარი განკუთვნილია პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის.
მიზნობრივი შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენეთ ფოკუს-ჯგუფის დროს, რომელიც განხორციელდა ქართულის,ისტორიისა და უცხო ენების გაკვეთილებზე.
3.2. მონაცემების შეგროვება:
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი  მეთოდების გამოყენებით:
გამოკითხვა – აღნიშნულ მეთოდს მივმართეთ, რათა პასუხი მიგვეღო მნიშვნელოვან
                           კითხვაზე, არის თუ არა დისკუსია მოსწავლეთა მოტივატორი?
ფოკუს ჯგუფი – ფოკუს ჯგუფი შედგებოდა საკვლვევი ჯგუფის წევრებისაგან ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლებისაგან,ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო დაგვედგინა რა ხელისშემშლელ პირობებს აწყდებოდნენ მასწავლებლები დისკუსიის ჩასატარებლად.  
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე. -ვაკვირდებით გარკვეულ კლასს
7
განსაზღვრულ გაკვეთილზე.
3.3.კვლევის მონაწილე მხარეები და მათი   პასუხისმგებლობები:
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები:
          საკვლევი ჯგუფის წევრების შერჩევა
          კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება (ანკეტირება, ფოკუსჯგუფი)
            ანკეტირება (ნ.შეროზია)
             ფოკუსჯგუფის დაგეგმვა (ფ.კვირიკაძე)
          ანკეტირების პირველადი შედეგების ანალიზი( ერთობლივად)
           დისკუსიების დაგეგმვა (ერთობლივად)
          დიაგრამები ( ფ.კვირიკაძე)
·         მეორადი შედეგების ანალიზი (ნ.შეროზია)
·         კოლეგებისთვის გაზიარება  (ერთობლივად)

3.4. კვლევის   ვადები

აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
სექტემბერ
ოქტომბერ
ნოემბერი
პრობლემის იდენტიფიცირება
X







კვლევის სავარაუდო გეგმის შედგენა
X







კონსულტაციები სკოლის დირექტორთან

X






კვლევის ჯგუფის შექმნა
X







კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები
X
X
X
X
X
X
X
X
პირველადი მონაცემების შეგროვება

X






პირველადი მონაცემების ანალიზი

X






ფოკუს ჯგუფისა და კვლევის მონაწილეებთან კითხვარის შედგენა/დამუშავება

X




X

ანკეტების შედგენა, დამუშავება

X




X


მეორადი მონაცემების შეგროვება






X

მეორადი შედეგების ანალიზი







X
სავარაუო ინტერვენციების განხილვა


X





ინტერვენციის განხორციელება  


X
X
X
X
X

ინტერვენციის შედეგების ანალიზი







X
პრეზენტაცია საკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა







X
                                                                                   8
თავი  მე-4. კვლევის შედეგები
4.1.   პირველადი მონაცემების შედეგები:
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება:ანკეტირებისას გამოიკვეთა,რომ მასწავლებელთა მხოლოდ 10% იყენებს დისკუსიის მეთოდს, 50 % ზე მეტი არ იყენებს, ხოლო 40%  ზოგჯერ იყენებს დისკუსიას.
                                                    
(ანკეტა  N1. დანართი 1)
   ანკეტა მოსწავლეებისათვის- მოსწავლეთა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ მეხუთედი ღებულობს მონაწილეობას დისკუსიაში,დაახლოებით მესამედი ზოგჯერ, ხოლო თითქმის ნახევარი არ მონაწილეობს დისკუსიაში.
                                                                        9
(დანართი N2)
4.2 ფოკუს–ჯგუფების მონაცემთა ანალიზი
   პრობლემის შესწავლის მიზნით, კვლევის ერთ-ერთ მეთოდად გამოვიყენეთ ფოკუს–ჯგუფის მონაცემების ანალიზი, კერძოდ: მიზნობრივი შერჩევით შევადგინეთ ათი პედაგოგისგან შემდგარი ჯგუფი. მიზნობრივი შერჩევა გულისხმობდა  განსხვავებული საგნებისა და კლასების პედაგოგთა მოწვევას. წინასწარ შემუშავებული კითხვების საშუალებით წარვმართეთ შეხვედრა.
   კითხვაზე- რომელ მეთოდებს იყენებენ უფრო ხშირად საგაკვეთილო პროცესში,დაასახელეს: კითხვა-პასუხი,გონებრივი იერიში,მინი ლექცია,დამოუკიდებელი მუშაობა.
მორიგ    კითხვაზე- როგორ ფიქრობთ, ეფექტურია თუ არა დისკუსიის მეთოდის ხშირი გამოყენება, პასუხი არაერთგვაროვანი იყო: ტექნიკური საგნის მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ საგნების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შეუძლებელია დისკუსიის ხშირად ჩატარება, ხოლო ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლები  მიიჩნევდნენ, რომ მეთოდი ეფექტურია, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ,ან, არ იყენებენ გაკვეთილებზე. მიზეზებს შორის ძირითადად დასახელდა თემის შერჩევის სირთულე, სივრცის მოწყობა და დისკუსიის უნარების ნაკლებობა.
 დისკუსიის ეფექტურობის დასადგენად დაკვირვება ვაწარმოეთ კიდევ ერთ ფოკუს ჯგუფზე. გადავწყვიტეთ ერთ-ერთ კლასში ჩაგვეტარებინა ურთიერთდასწრების გაკვეთილები დისკუსიის მეთოდის გამოყენებით და ამ მეთოდის გარეშე. დისკუსიის მეთოდის გამოყენებისას აშკარად გამოიკვეთა მოსწავლეთა მეტი ჩართულობა და აქტიურობა. მოსწავლეები ცდილობდნენ საკუთარი აზრის უპირატესობის დამტკიცებას სხვადასხვა არგუმენტების მოყვანით.

           მასწავლებლების ფოუსჯგუფის მონაცემთა ანალიზი
              
                                                                10
    მოსწავლეთა ფოკუსჯგუფის მონაცემთა ანალიზი:

       თავი V.ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები

5.1. 1-ლი ინტერვენციის მიზანი და შედეგი


            ინტერვენციის საწყის ეტაპს წარმოადგენდა სამუშაო შეხვედრები სკოლის პედაგოგებთან,  რომლის ორგანიზებაც სკოლის დირექტორმა უზრუნველყო. შეხვედრები მიზნად ისახავდა დისკუსიის მეთოდის უპირატესობის ჩვენებას სხვა მეთოდებთან შედარებით მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
       1-ლი შეხვედრა:  წარმოვადგინეთ პრეზენტაცია პოვერ პოინტით: რა არის დისკუსია? პრეზენტაციის შემდეგ პედაგოგებს შევთავაზეთ მომდევნო დღისათვის ჩაგვეტარებინა დისკუსია თემაზე: „როგორ უნდა ეცვას მასწავლებელს“. ვთხოვეთ საკუთარი   აზრის დასასაბუთებლად წარმოედგინათ სათანადო არგუმენტები . 
მე-2  შეხვედრა: ჩავატარეთ დისკუსია, მასწავლებლები დაიყვნენ ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ მასწავლებლის ჩაცმის სტილი არ უნდა იზღუდებოდეს,
                                                                       11
მეორე ნაწილი ამტკიცებდა, რომ  შეზუდვები არა, მაგრამ გარკვეული ჩარჩოები უნდა არსებობდეს. გამოიკვეთა მასწავლებელთა აქტიურობა.
შეჯამებისას მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ საინტერესო ღონისძიება გამოვიდა, თითოეული მათგანი დიდი მონდომებით მოემზადა სადისკუსიოდ, მოიძია ინფორმაცია რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ და უცხოურ სკოლებში და ყველა ცდილობდა საკუთარი მოსაზრების გამართლებას მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით.
 გამოითქვა ვარაუდი, რომ დისკუსიამ თუ კი მასწავლებლებში ასეთი ინტერესი გამოიწვია, უფრო მეტ სტიმულს მისცემს მოსწავლეებს. ყველა ადამიანს მოსწონს ,როცა სათანადოდ მომზადებული წარსდგება აუდიტორიის წინაშე და ყურადღებით უსმენენ.
 აქედან გამომდინარე შევთავაზეთ მასწავლებლებს დაგვეგეგმა და ჩაგვეტარებინა დისკუსიები სხვადასხვა საგნებსა და კლასებში.
მე-3 შეხვედრაზე მასწავლებლებმა წარმოადგინეს სავარაუდო სადისკუსიო თემები და შევადგინეთ გრაფიკი: (დანართი 3.)
5.2.  მე-2  ინტერვენციის მიზანი და შედეგი          
მეორე ინტერვენციად გამოვიყენეთ დისკუსიებზე დაკვირვება, რომლის მიზანი იყო დაგვედგინა არის თუ არა დისკუსია მოსწავლეთა მოტივატორი? ყოველთვიურად ვატარებდით ორ დისკუსიას, ვავსებდით შეფასებისა და თვითშეფასების ცხრილებს საბოლოო მონაცემების შესაგროვებლად. დაკვირვებაში მონაწილეობდნენ ქართულის, მათემატიკის, ისტორიის ფიზიკისა და უცხო ენის მასწავლებლები. დაკვირვება გაგრძელდა ხუთი თვე. მასწავლებლები ვესწრებოდით დისკუსიებს და დისკუსიის შემდგომ შეხვედრაზე ვაანალიზებდით შედეგებს. ხუთთვიანმა დაკვირვებამ შემდეგი სურათი მოგვცა:      დაკვირვებაში მონაწილე ყველა პედაგოგმა ერთხმად  აღნიშნა, რომ  გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაცილებით უკეთესად მომზადებულები მოდიოდნენ მოსწავლეები დისკუსიაზე, ვიდრე სხვა გაკვეთილებზე. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან მოსწონდათ ეს სასწავლო მეთოდი, დისკუსიებზე საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იყენებდნენ
                                                                             12
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებს, მოსწონდათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და დიდი ინტერესით უსმენდნენ სხვებსაც.  განუვითარდათ სადისკუსიო უნარები, რამაც საბოლოოდ სოციალური უნარების განმტკიცებასაც შეუწყო ხელი.
ედაგოგთა ჯგუფი ვაკეთებთ დასკვნას, რომ დისკუსია დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე და სასწავლო პროცესიც შესაბამისად უფრო საინტერესო ხდება.
 ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მოვახდინეთ, ანკეტირებების საფუძველზე (დანართი 4, დანართი 5.)მიღებული მეორადი მონაცემების ანალიზი და გავაცანით კოლეგებს.    მეორადი გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება:
კითხვაზე- „აისახა თუ არა თქვენი დისკუსიებში მონაწილეობა ყოველდღიურ შეფასებებზე-90 %- მა გასცა დადებითი პასუხი, იგივე რაოდენობის მოსწავლეებს სურთ  დისკუსიების მეტი სიხშირით ჩატარება.
 
კითხვაზე-შეიმჩნეოდა თუ არა მოტივაციის ზრდა კვლევის პერიოდში და რა იყო მიზეზი,უმეტესობამ აღნიშნა,რომ მოტივაციის ზრდა აშკარად შესამჩნევი იყო და მიზეზად დისკუსიისადმი ინტერესი და ამ  მეთოდის ხშირი გამოყენება დაასახელა.
                 
              
                                                                              13
თავი მე-6
მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
ინტერვენციების განხორციელების შედეგად  შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
  1. მოსწავლეებისა და მასწავლებლების უმრავლესობას მოსწონს დისკუსიის მეთოდი, რასაც არ ეთანხმებოდნენ კვლევის დაწყებამდე. მასწავლებლები არ ელოდნენ დისკუსიების ხშირი ჩატარებით მოტივაციის ასეთ ამაღლებას.
  2. დისკუსიის სხვადასხვა მეთოდიდან ყველაზე მეტად გაამართლა ფორმამ „მრგვალი მაგიდა“. 
  3. მასწავლებლების 80 % აღნიშნავს,რომ სწორად დაგეგმილი დისკუსია აშკარად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
  4. მოსწავლეთა უმრავლესობამ აღნიშნა,რომ დისკუსიებისათვის მზადებისას
მნისვნელოვნად აიმაღლა ინტელექტუალური დონე.გაიღრმავეს ცოდნა
                                                              14
სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციებით, დახვეწეს დისკუსიაში მონაწილეობის ხელოვნება.
  1. გააქტიურდნენ პასიური მოსწავლეებიც.
6.2  რეკომენდაციები
კვლევის პროცესში გამოიკვეთა  შემდეგი  :
  • მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, როგორც კი თემა მისცემს მასწავლებელს საშუალებას აუცილებელია დისკუსიის ჩატარება
  •  დისკუსიები უნდა დაიგეგმოს მოსწავლეთა ასაკობრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები
  • სასურველია დისკუსიის ფორმის შერჩევა შევათანხმოთ მოსწავლეებთან.
  • მასწავლებელი უნდა მოემზადოს სათანადოდ
  • მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა წაახალისოს, რათა თამამად გამოთქვან აზრი
  • უზრუნველვყოთ პასიური და სსსმ მოსწავლის ჩართვა დისკუსიებში შესაძლებლობებთან თანხვედრაში
6.3 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ჯგუფის შერჩევა - კვლევის ჯგუფის წევრები შეირჩა საკვლევი პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე. ხშირად დასმული კითხვა- „რატომ არის მოსწავლეტა მოტივაცია დაბალი?“ ყველა მასწავლებელს აწუხებდა, მაგრამ დისკუსიასთან დაკავშირებით ზოგიერთი მასწავლებელი არ დაეთანხმა კვლევის არსს.
მონაცემთა შეგროვება - კვლევის პროცესში, ფოკუს ჯგუფის გამოყენება შეიძლებოდა მშობლებთანაც, დაკვირვება შვილებზე, რამდენად იყო მისი შვილი დაინტერესებული დისკუსიით.გარდა ამისა სასურველი იყო მეტი დისკუსიის ჩატარება,რის შედეგადაც უფრო ზუსტ მონაცემებს მივიღებდით.
ცვლილებების განხორციელებისათვის არახელსაყრელი პერიოდი
                                                        15
პრაქტიკული კვლევის ცვლილებების ნაწილი სკოლაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებს დაემთხვა,როგორც წესი,დაგეგმილი იყო სხავდსხვა აქტივობები, შესაბამისად სკოლის პედაგოგებიც სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. გარდა ამისა, ინტერვენციაში ჩართული რამდენიმე მასწავლებელი ტრენინგებში მონაწილეობდა,  რაც  ართულებდა მათთან შეხვედრების ორგანიზებას.
დასკვნა
სკოლაში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა ახდენს თუ რა დისკუსია გავლენას მოსწავლეთა  მოტივაციაზე.კვლევის ფარგლებში შეიქმნა კვლევის ჯგუფი, რომელიც საჩინოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებისგან შედგებოდა. კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად სკოლაში განხორციელდა ორი ტიპის ინტერვენცია: კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც პედაგოგებს გავაცანით.  პედაგოგებმა  ხაზი გაუსვეს კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციების  შედეგებს და გაითვალისწინეს რეკომენდაციები. მათი უმრავლესობის სურვილია,დისკუსია მეტი სიხშირით დაინერგოს სამუშაო პრაქტიკაში, რადგან ეს მეთოდი აშკარად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე,განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საგნებში, რაც აისახა ყოველდღიურ შეფასებებზე, ამასთან ერთად მოსწავლეების სურვილია შენარჩუნდეს კვლევის პერიოდში დაგეგმილი დისკუსიების სიხშირე მომავალ სასწავლო წელსაც, რაც ვფიქრობთ მუდმივად  დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.
               
                                                                     16
ბიბლიოგრაფია
1)       ლომიძე ნინო - დისკუსიის ტექნიკა
2)      უზნაძე დიმიტრი - განწყობის თეორია
3)      იმედაძე ნინო- განვითარებისა და სწავლის თეორიები
4)      ინასარიძე მზია - სადისკუსიო მეთოდები
5)      ვაშალომიძე მზია - დისკუსია სკოლაში
 
  საიტები:
1.www.mastsavlebeli.ge
2. Google.ge
3. WWW.tpdc.ge
                                                                            





                                                        




                                                                             17
                                                    დანართი N1
                                 ანკეტა მასწავლებლებისათვის N1
1.რამდენად ხშირად იყენებთ დისკუსიის მეთოდს გაკვეთილზე?

კი-როგორი ფორმით

არა-განმარტეთ მიზეზი

2.მიგაჩნიათ  თუ არა აუცილებლად ამ მეთოდის პრაქტიკაში ხშირი გამოყენება?

3.რა სახის ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ამ მიმართულებით?










                                                                                 18
                                      დანართი N2  
               ანკეტა მოსწავლეებისათვის N1

                       1.იცნობთ თუ არა დისკუსიის მეთოდს?
                     
                        2.მიგიღია თუ არა მონაწილეობა დისკუსიაში?
                     
                        3.იცნობ თუ არა დისკუსიის წესებს?
                      
                        4.მოგწონთ თუ არა ეს მეთოდი?











                                                                           19
                                                    დანართი N3                                     
                                            დისკუსიების განრიგი

N
თემა
საგანი
კლასი
მასწავლებელი
თარიღი
1.
„ლეკვი ლომისა სწორია“- მითი თუ რეალობა
ისტორია
მე-11
ფ.კვირიკაძე
აპრილი
2.
დენი-მტერი თუ მეგობარი
ფიზიკა
მე-9
ლ.ზანთარაია
აპრილი
3.
Интернет за или против
რუსული
მე-10
დ.ზარქუა
მაისი
4.
გზა ხსნისა

ქართული
მე-11
ნ.შეროზია
მაისი
5.
ამოცანის ამოხსნის ხერხების შეფასება

მათემატიკა
მე-8
ი.მუსელიანი
ივნისი
6.
სიყვარული და მოვალეობა წარსულში და დღეს
ისტორია
მე-10
ფ.კვირიკაძე
ივნისი
7.
დიდი ჰესები-საზიანო, თუ სასარგებლო
ფიზიკა
მე-11
ლ.ზანთარაია
სექტემბერი
8.
Спартанское воспитание.
      
რუსული
მე-12
დ.ზარქუა
სექტემბერი
9.
მადლი და უმადურობა
ქართული
მე-7
ნ. შეროზია
ოქტომბერი
10.
.ქართული ტრადიციები
ისტორია
მე-12
ფ.კვირიკაძე
ოქტომბერი

                                                                         20


                                                                               დანართი N4
                                                         ანკეტა მასწავლებლებისათვის N2


1.შეამჩნიეთ თუ არა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება სასწავლო მეთოდად დისკუსიის გამოყენებისას?





2.თქვენი აზრით რამ გამოიწვია მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა?





3.დისკუსიის რომელ სახე მიგაჩნიათ უფრო ეფექტურად?





4. აპირებთ თუ არა ამ მეთოდის ხშირ გამოყენებას მომავალში?

                                                                       21



                                                ანკეტა მოსწავლეებისთვის N5

1.       მოახდინეთ თუ არა თქვენი თავის რეალიზება დისკუსიის მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილებზე?






2.       შეუწყო თუ არა ხელი დისკუსიამ თქვენი ლოგიკური მსჯელობისა და სოციალური უნარების განვითარებას?





3.       აისახა თუ არა დისკუსიებში თქვენი აქტიურობა ყოველდღიურ შეფასებაზე?







4.       ისურვებდით თუ არა მეტი სიხშირით ჩატარებულიყო ამ სასწავლო მეთოდის გამოყენებით გაკვეთილები?

                                                                        22
               რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე

  თანამედროვე პედაგოგიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამა თუ იმ საკითხის თუ გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარებას და მათგან მიღებული უკუკავშირის განხილვას, ამიტომაც  კვლევის „არის თუ არა დისკუსია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საშუალება“- პარალელურად ვახდენდით კვლევის შედეგების კოლეგებისთვის გაზიარებას, ვიღებდით უკუკავშირს და ვითვალისწინებდით პედაგოგების რჩევებს. შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა სკოლის დირექტორი და მოადგილე.
    პირველ შეხვედრაზე კოლეგებს გავაცანით კვლევის მოკლე მონახაზი: საკვლევი საკითხი და ძირითადი საკვლევი კითხვები, კვლევის  სავარაუდო მეთოდები და მოსალოდნელი შედეგები, გამოვთქვით მათი თანადგომის იმედი და ვთხოვეთ კრიტიკული უკუკავშირების მოცემა გაზიარების ყოველ ეტაპზე.
  კოლეგებმა  უკუკავშირისას აღნიშნეს, რომ დაინტერესდებოდნენ კვლევის მიმდინარეობის ეტაპებით, ინტერესით დაელოდებოდნენ კვლევის შედეგებს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ეჭვს გამოთქვამდა  მოსწავლეთა მოტივაციის მკვეთრ ამაღლებაზე კვლევის დასრულების შემდგომ.
    მეორე შეხვედრაზე პოვერ პოინტის პრეზენტაციით წარმოვადგინეთ ანკეტების შაბლონები, ანკეტური გამოკითხვის პირველადი შედეგები, და კოლეგებს გავაცანით
სავარაუდო ინტერვენციები, გავაცანით გრაფიკი და ვკითხეთ რჩევა. ამ ეტაპზეც კოლეგები დაინტერესდნენ განსახორციელებელი ინტერვენციებით და მზადყოფნა გამოთქვეს  მათი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიეღოთ ღონისძიებების ჩატარებაში , მაგ: დისკუსიებზე დასწრება , უკუკავშირის მიცემა და სხვ.
     მესამე და შემაჯამებელ შეხვედრაზე  კოლეგებს გავაცანით ინტერვენციების შემდგომ მიღებული მონაცემების პროცენტული მაჩვენებლები,სადაც აშკარად ჩანდა ინტერვენციამდე არსებული მოტივაციის ამაღლება, რისი მიზეზიც დაგეგმილი დისკუსიების ჩატარება იყო.
     თავიანთ უკუკავშირებში თითქმის ყველა კოლეგამ გაიაზრა შედეგები,ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ თვითონაც ესწრებოდა დისკუსიებს და ამჩნევდა მოსწავლეთა აქტიურობას, კოლეგები უკუკავშირით დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ დისკუსიის მეთოდი მართლაც არის მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
       კვლევის შედეგების კოლეგების უფრო ფართო წრისათვის გაზიარების მიზნით მონაწილეობა მივიღეთ პედაგოგთა რაიონულ კონფერენციაში  „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში“ მომხსენებლად და დამსწრე კოლეგებს გავაცანით კვლევის მოკლე მონახაზი და შედეგები. საკითხის განხილვა საინტერესო ფორმატში წარიმართა, კოლეგების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან  გამომდინარე ისინიც დანერგავდნენ ამ მეთოდის ხშირ გამოყენებას თავიანთ პრაქტიკაში.
       ამრიგად, კვლევის წარმოების პროცესის პარალელურად კოლეგებთან შეხვედრა და მათთვის შედეგების გაზიარება და უკუკავშირების განხილვა საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი კოლეგებისთვისაც.


1 комментарий:

  1. ყურადღება:

    ეძებთ უძრავი ფინანსური სესხის კომპანიას, რომელიც მოგცემთ სესხს 50,000 ევროდან 50,000,000 ევრომდე (ბიზნესის ან კომპანიის სესხისთვის, პირადი სესხის, სახლის სესხების, მანქანის სესხის, სესხის კონსოლიდაციის სესხების, სარისკო კაპიტალის, ჯანმრთელობის დაცვის სესხის და ა.შ.) ან უარი გითხრეს ბანკის ან ფინანსური ინსტიტუტის სესხზე ერთი ან სხვა მიზეზის გამო? შეიტანეთ განცხადება და მიიღეთ რეალური ფინანსური სესხი, დამუშავებული და დამტკიცებული 3 დღის განმავლობაში. NOMARK სესხის ფირმა. ჩვენ ვართ "საერთაშორისო დონეზე აკრედიტირებული სესხის გამსესხებელი", რომელიც რეალურ ფინანსურ სესხებს აძლევს ფიზიკურ და კომპანიებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით 2% თქვენი მოქმედი პირადობის მოწმობით ან თქვენი ქვეყნის საერთაშორისო პასპორტი გადამოწმების მიზნით. ჩვენი სესხის დაფარვა იწყება თქვენი სესხის მიღებიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ, ხოლო დაფარვის ხანგრძლივობაა 3-დან 35 წლამდე. ჩვენს კომპანიას ასევე სჭირდება ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში.

    NOMARK სესხის ფირმა.
    ელ.ფოსტა: nomarkloanfirm@hotmail.com
    მისტერ ნომარკ ვესლი

    ОтветитьУдалить