დამრიგებლის ათი მცნება
დამრიგებელი
- მოსწავლის უახლოესი მრჩეველი და მეგობარია
- უსაზღვროდ უყვარს ბავშვები და დიდ დროს ატარებს მათთან
- მუდმივად ზრუნავს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე
- თვალყურს ადევნებს მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს
- ცდილობს არასდროს გამოეპაროს ცვლილება მოზარდის ხასიათში
- ეხმარება ნებისმიერი წინაარმდეგობის დაძლევაში
- მუდმივად ახლის ძიებაშია
- ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტელექტუალური და სოციალური უნარების განვითარებას
- ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურობას
- გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას მოუსმინოს მოზარდს
- ცდილობს დაეხმაროს ნებისმიერი მოვლენის სწორად შეფასებაში.
P.S.ჩემი აზრით ამ მოთხოვნების მინიმუმს ნებისმიერი დამრიგებელი უნდა აკმაყოფილებდეს.
"მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი მასწავლებელი, ვისაც არასდროს არ ავიწყდება, რომ ოდესღაც თვითონაც იყო ბავშვი!"
საჩინოს N1 საჯარო სკოლის VII კლასის სადამრიგებლო პროგრამა დამრიგებელი:ფ.კვირიკაძე
2024-25 სასწავლო წელი
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს: · სოციალურ-პიროვნული განვითარების ხელშეწყობა · ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს ჩამოყალიბება · პოზიტიური ურთიერთობა მოსწავლეებთან · თანამშრომლობა, გულახდილობა · ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან · მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში
ამონარიდი ორგანული კანონიდან
1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი, რომელიც უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს
2. დამრიგებლის მუშაობის მიზანია , დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში,პიროვნული, ზნეობრივი,გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში.დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებშიჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ეხმარებოდეს მათ ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გააზრებაში.
ჩემი მიდგომები:
· საჭიროების შემთხვევაში დავგეგმო გეგმით გაუთვალისწინებელი ღონისძიებები. · მაქსიმალურად ახლოს ვიყო მოსწავლეებთან, რათა ნებისმიერ საკითხსა და პრობლემაზე ისაუბრონ ჩემთან გულახდილად · პრიორიტეტად გავხადო თანამედროვე უნარ-ჩვევების სწავლება · ხელი შევუწყო ადამიანური ღირებულებების მატარებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში · დავეხმრო აკადემიური დონის ამაღლებაში · ვიყო „კრიტიკული მეგობარი“ ავუმაღლო მედიაწიგნიერების დონე.
კლასის საათი თემაზე: ემიგრანტი მშობლები და მათი შვილები .
დისკუსიის მსვლელობისას მოსწავლეები სკაიპით ესაუბრნენ ემიგრაციაში მყოფ ქართველ დედას ლელა კიკილაშვილს.ღონისძიება ემოციურად დატვირთული იყო....
მრგვალ მაგიდასთან ფინჯან ყავაზე:
თითო საყვარელი ლექსი ან ჩანახატი...
ჩვენ ვზრუნავთ გარემოს სისუფთავეზე
Комментариев нет:
Отправить комментарий