ვახტანგ მეექვსე და სულხან-საბა


საჩინოს N1 საჯარო სკოლა
ინტეგრირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: ვახტანგ მე-6 და სულხან საბა
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: მე-9
მოსწავლეთა რაოდენობა - 8
ინტეგრირებული საგნები: ისტორია,ქართული
მიზანი : მოსწავლეებმა შეძლონ მსჯელობა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე მე-18 საუკუნის პირველ მეოთხედში, ვახტანგ მეექვსისა და სულხან- საბას მოღვაწეობის ანალიზი, ექსკურსიის დროს შეძენილი ცოდნის გამოყენება გაკვეთილზე.
ე.ს.გ ისტ. IX.5  მოსწავლეს შეუძლიაგაანალიზოს საშინაო და საგარეო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
ქართ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სხვადასხვა საკითხებზე სხვადსხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტის  გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მისაღწევი შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებე
·          ქართული სახელმწიფოს დახასიათებას მე-17 საუკუნის  პირველ მეოთხედში
·         მსჯელობას სულხან- საბას როლზე ქართულ ლიტერატურასა და პოლიტიკაში
·         ვახტანგ-მეექვსის კულტურული და პოლიტიკური მოღვაწეობის ანალიზს
·         ორბელიანის სახლ-მუზეუმისა  და სამოსახლოს დათვალიერების შედეგად შეძენილ ცოდნისა და შთაბეჭდილებების გადმოცემას.
მასწავლებელი: ფიქრია კვირიკაძე








N

 აქტივობა

გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმები

რესურსები

დრო
1.



მისალმება,თემისა და მიზნის, შეფასების რუბრიკის გაცნობა.


საუბრისა და დემონსტრირების  მეთოდი.

საერთო საკლასო


ფლიფჩარტი,
რუბრიკა


2წთ.




2.




მუხრან მაჭავარიანის ლექსი
„საბას“ კითხულობს მოსწავლე.(ლექსი ყველამ იცის)


მხატვრული კითხვა



ინდივიდუალური



ლექსი





2 წთ


3.


პერსონაჟის რუკა ლექსის მიხედვით
„სულხან -საბა“


გონებრივი იერიში

მთელი კლასი

სქემა, მარკერი


3 წთ


4.
რა გვახსოვს მუზეუმიდან?
თითო წინადადება, ჩამოვწეროთ დაფაზე
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დაფა,ცარცი
5 წთ
5.


მინი -ლექცია „ქართლი მე-18 ს-ის პირველ მეოთხედში“


თხრობა


მთელი კლასი



3 წთ



6.






ტექსტზე მუშაობა „ვახტანგ მე-6“
ამოწერეთ აბზაცის ძირითადი სათქმელი, დავწეროთ მუზეუმიდან მოტანილი წინადადებების გვერდით





ინფორმაციის დახარისხება -წარმოდგენა, ძირითადი სათქმელის გამოყოფა



ჯგუფური

ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელი





10 წთ.






7.






კითხვა - პასუხი თემის ირგვლივ
1.ვახტანგ მე-6 ის ეპოქის მიმოხილვა.
2. კულტურული მოღვაწეობა
3.რა ფაქტორმა განაპირობა სულხან-საბას მოგზაურობა
ევროპაში
4. რამ აიძულა მეფე თავისი ამალით რუსეთს გამგზავრებულიყო?






კითხვა-პასუხი, მსჯელობა.




მთელი კლასი






6 წთ


8.
პრობლემის ანალიზი. მოიყვანეთ არგუმენტები ვახტანგის რუსეთში წასვლის დადებითად და უარყოფითად შესაფასებლად
დისკუსია
მთელი კლასი
ფლიფჩარტი, მაკერი
10 წთ
9.
შეჯამება, შეფასება
განმსაზღვრელი შეფასება საკლასო აქტიურობაში, განმავითარებელი გზადაგზა





რაფთ
მთელი კლასი
სქემა
4 წთ
შეფასების რუბრიკა

ქულა/აქტივობა
5-6
7-8
9- 10

ჩართულობა
აქტიურობს ზოგი საკითხის განხილვისას
პასუხობს ყველა კითხვას
აქტიურობს ნებისმიერი საკითხის განხილვისას

პრეზენტაცია
უჭირს დროის დაცვა
ამზადებს საკითხს’ფლობს აუდიტორიას,იცავს დროის ლიმიტს.
მოიძიებს და ახარისხებს ინფორმაციას,წარმოადგენს პროექტის პრეზენტაციას ხარვეზების გარეშე.

მსჯელობა,დასკვნის გამოტანა
მსჯელობს, მაგრამ უჭირს დასკვნების გამოტანა
მსჯელობს,აკეთებს დასკვნებს.
განსაზღვრავს კვლევის საგანს, გამოაქვს არგუმენტირებული დასკვნა.


სხვადასხვა წყაროებზე მუშაობა
მუშაობს რომელიმე ერთი ტიპის წყაროზე.
იძიებს ინფორმაციას ყველა სახის წყაროდან.
შეუძლია ყველა სახის წყაროზე მუშაობა.ინფორმაციის
დახარისხება და საპრეზენტაციოდ მისი გამოყენება.

დისკუსია
ხშირად არღვევს დისკუსიის წესებს,უჭირს არგუმენტების მოყვანა.
ზოგჯერ ერევა სხვის საუბარში,ზოგი არგუმენტი სადავოა.
ყურადღებით უსმენს,მკაფიოდ მეტყველებს,ეფექტურად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციებს,მოყავს დამაჯერებელი არგუმენტები.





Комментариев нет:

Отправить комментарий