სამოდელო გაკვეთილი - მედიაწიგნიერება


საჩინოს N1 საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილი ისტორიაში (მედია წიგნიერება)
გაკვეთილის თემა: ნაპოლეონის ომები
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა - 10
მასწავლებელი: ფიქრია კვირიკაძე
მიზანი :
ა) ისტორია :მოსწავლემ შეძლოს  ნაპოლეონის ეპოქასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი. მიერ წარმოებული ომების მიზეზებზე, განვითარებასა და შედეგებზე მსჯელობა.
ბ)მედია წიგნიერება: მოსწავლემ შეძლოს ტრადიციულ ტექსტთან ერთად სხვადასხვა სახის ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებების აღქმა,გააზრება და ინერპრეტაცია.
ე.ს.გ. ისტ VIII.1 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ეპოქებთან
  ისტ VIII.2  მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტის მიზეზები, განვითარება და შედეგები.
მისაღწევი შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:
·          ნაპოლეონის ეპოქის დახასიათებას, ფაქტებისა  და მოვლენების ანალიზს,  ტრადიციულ ტექსტთან ერთად სხვადასხვა მულტიმედია ტექსტებითა და ვიზუალური საშუალებების დახმარებით.
·         მსჯელობას ნაპოლეონის  ომების მიზეზებსა და შედეგებზე,როგორც სახელმძღვანელოს ტექსტის ასევე ფილმისა და სხვა დამატებითი ვიზუალური წყაროების გამოყენებით.





N

 აქტივობა

გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმები

რესურსები

დრო
1.





2.







3.







4.





5.










6.











7.




8.





10.










მისალმება,თემისა შეფასების რუბრიკის გაცნობა, მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბება.

წინარე ცოდნის გააქტიურება
რა ვიცით ნაპოლეონზე?
კითხვების ყუთიდან მოსწავლეები იღებენ კითხვებს და პასუხობენ ნუმერაციის მიხედვით.


ფილმის ჩვენება.
პარალელურად საჭირო ინფორმაციის ამოკრება





მსჯელობა ფილმის ირგვლივ
„რა გაიგეთ ახალი ნაპოლეონზე?



ნაპოლეონი კანონმდებელი -წერილობითი წყაროს გარჩევა, მოსწავლეები აანალიზებენ რომელი მუხლი მოსწონთ უფრო და რომელი ნაკლებად ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსიდან.



ვიზუალური წყაროებზე მუშაობა. (ტრაფალგარის ბრძოლა, აუსტერლიცის ბრძოლა, კარიკატურა „ხალხთა ბრძოლა“, ბოროდინოს ბრძოლა და ნაპოლეონის გადასახლება და სხვა)
კითხვებზე პასუხის გაცემა



ნამუშევრების პრეზენტაცია




შეჯამება შეფასება
„წერილი ნაპოლეონს“




შეფასება -განმსაზღვრელი საკლასო აქტიურობის რუბრიკა.
განმავითარებელი შეფასება
გზადაგზა.
საუბრისა და დემონსტრირების  მეთოდი.











კითხვა-პასუხი









ინფორმაციის წარმოდგენა მულტი მედია ტექსტის სასუალებით






ინფორმაციის დახარისხება




წერილობითი წყაროს
ანალიზი








ვიზუალური წყაროს ანალიზი






ინფორმაციის წარმოდგენა























რაფთი







საუბარი

საერთო საკლასო













საერთო საკლასო











მთელი კლსი









მთელი კლასი




მთელი კლასი









წყვილებში





წყვილი





ინდივიდუალური
















მთელი კლასი





ინდივიდუალური

ფლიფჩარტი,
რუბრიკა




კითხვები







ფილმი ნაპოლეონზეhttps://www.youtube.com/watch?v=7f-R1HcUbOY



ეკრანი, დაფა, ცარცი




ამონარიდი ნაპოლეონის კოდექსიდან








ფოტოები ნაპოლეონის ეპოქიდან



პასუხების ფურცელი









რაფთის სქემა






რუბრიკა
2 წთ.





6 წთ







8 წთ.







5 წთ





5 წთ










6 წთ











6 წთ




4 წთ





3 წთ











საკლასო აქტიურობის რუბრიკა
N
შეფასება
1-3
5-7
8-10
1
კითხვა-პასუხი                   
უმეტეს კითხვებზე ვერ გასცემს ადექვატურ პასუხს.
პასუხობს თითქმის ყველა კითხვას მცირე ხარვეზებით
ყველა კითხვაზე აქვს შესაბამისი სწორი პასუხი
2
ტექსტის ანალიზი             
ტექსტის დამუშავებისას უჭირს მთავარი სათქმელის გამოყოფა
ტექსტის ანალიზისას საჭიროებს  დახმარებას
სრულად აანალიზებს ტექსტს,შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციის
3
მოსმენა, სხვისი აზრის გათვალისწინება,არგუმენტირებული მსჯელობა
უჭირს მოსმენა, არ აინტერესებს, ვერ მსჯელობს ფილმის ირგვლივ
უსმენს სხვებს,მსჯელობს ფილმის ირგვლივ.
უსმენს სხვებს, ფილმის ირგვლივ თავისუფლად გამოთქვამს მოსაზრებებს, მსჯელობს არგუმენტირებულად.
4
ვიზუალური წყაროს ანალიზი
ვერ პასუხობს კითხვებს წყაროს ირგვლივ
პასუხობს კითხვებს წყაროს ირგვლივ და წარუდგენს მსმენელს.
პასუხობს ყველა კითხვას წყაროსთან დაკავშირებით და წარმოადგენს ნათლად და გასაგებად



საჩინოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ფიქრია კვირიკაძის მიერ 2019  წლის 19 დეკემბერს მე-8 კლასში ჩატარებული სამოდელო (მედია წიგნიერება) გაკვეთილის  „ნაპოლეონის ომები“ რეფლექსია.
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?


თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს ტრადიციულ ტექსტთან ერთად სხვადასხვა სახის ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებების აღქმა,გააზრება და ინერპრეტაცია.აღნიშნული რესურსებით ინფორმაციის აღქმა, გაგება და გაანალიზება მოსწავლეებში ხელს უწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას.აღნიშნულიდან გამოდინარე გადავწყვიტე მე-8  კლასში ჩამეტარებინა გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული გაკვეთილი „ნაპოლეონის ომები“. 

რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმამოსწავლეებმა?


კოლეგებისთვის გაკვეთილი საინტერესო გამოდგა იმდენად , რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ ისინიც იყენებდნენ ფილმებს გაკვეთილზე , ნაკლებ დროს უთმობდნენ ფილმში მოცემული ინფორმაციის შედარებას სხვა წყაროებში
მოცემულ ინფორმაციასთან,ხოლო მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის ანალიზისა  და სინთეზის უნარი.

იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

მიზანი მიღწეულ იქნა:მოსწავლეებმა  შეძლეს  ნაპოლეონის ეპოქასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი.მის მიერ წარმოებული
ომების მიზეზებზე, განვითარებასა და შედეგებზე მსჯელობა.
ტრადიციულ ტექსტთან ერთად სხვადასხვა სახის ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებების აღქმა,გააზრება და ინერპრეტაცია.

რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?




კოლეგები დაგეგმავენ მსგავსი ტიპის გაკვეთილებს სხვადასხვა


კლასში სხვადასხვა თემაზე და გაიმდიდრებენ პედაგოგიურ


პრაქტიკას, ამასთან ერთად მოსწავლეებს შესთავაზებენ

განსხვავებული ტიპის საინტერესო გაკვეთილს, რაც შეეხება ჩემს

პრაქტიკას ანალოგიური ტიპის გაკვეთილების დავგეგმავ კიდევ

უფრო საინტერესო ფორმატში.




სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეები განვითარდება, რომელი პრობლემები დაიძლევა?



მოსწავლეებს  ხშირად უჭირთ ერთსა და იმავე საკითხზე წარმოდგენილი
სხადასხვა  წყაროს მიხედვით ინფორმაციის ე.წ  „გაფილტრვა“, ჩემს მიერ ჩატარებული და მსგავსი ტიპის გაკვეთილი პირდაპირაა მორგებული ამ საჭიროებაზე.
მედიაწიგნიერების გაკვეთილები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინფორმაციის ანალიზის  უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?


გაკვეთილი ძირითადად გეგმის მიხედვით

წარიმართა, მცირე გადახვევებით, კერძოდ: ვიზუალური წყაროებზე

 მუშაობისას წყვილებმა ვერ მოასწრეს ორ-ორი წყაროს გარჩევა და

 თითო წყარო მივეცი დავალებად, შეჯამების ნაწილში სქემის

 შევსებაც  ყველა მოსწავლემ ვერ მოასწრო სრულად.

რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?


გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო ფილმისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის გარჩევის ნაწილში, მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ წარმოადგინეს ნაპოლეონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მათთვის აქამდე უცნობი დეტალები და კოდექსის წაკითხვის შემდეგ საინტერესოდ გაავლეს პარალელი  თანამადროვე
კანონმდებლობასთან. 

რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?



მედიაწიგნიერების სპეციფიკურობიდან გამომდინარე ვფიქრობ

საჭირო იყო მეტი აუდიო და ვიდეო რესურსების შეთავაზება

მოსწავლეებისათვის.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?




მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას, ვფიქრობ, გავამრავალფეროვნებ რესურსებს. კერძოდმოსწავლეებისთვის გავითვალისწინებ ახალი საკითხის ირგვლივ ფილმებისა და სხვა წყაროების გარჩევას. ეს აქტივობა დამეხმარება, მივხვდე, რამდენად სწორად სეუძლია მოსწავლეს ახალი
ინფორმაციია აღქმა , გაგება და გადმოცემა. .









На данном изображении может находиться: экранНа данном изображении может находиться: 4 человека, люди улыбаются, люди сидят и стол

На данном изображении может находиться: 3 человека, экран и в помещенииНа данном изображении может находиться: один или несколько человек и люди стоят

На данном изображении может находиться: 4 человека, люди сидят, люди стоят и в помещении

















1 комментарий: