შეხვედრები კოლეგებთან

На данном изображении может находиться: 4 человека, в том числе Sofiko Gulua и Pikria Kvirikadze, люди сидят и в помещенииНа данном изображении может находиться: 4 человека, в том числе ხათუნა ნაყოფია, Sofiko Gulua и Pikria Kvirikadze, люди улыбаются, люди сидят и в помещении
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა
თემა: როგორ დავგეგმოთ სამოდელო გაკვეთილი?
ორგანიზატორი:ფიქრია კვირიკაძე          
შეხვედრის გეგმა
N
თარიღი
მიზანი
ძირითადი საკითხები
1
12.12.2018
v  სამოდელო გაკვეთილების ტიპებისა და შეფასების რუბრიკის დეტალური განხილვა. გაკვეთილის დაგეგმვის უნარ-ჩვევების სრულყოფა.
v  მოხდება თითოეული ტიპის სამოდელო გაკვეთილის (ინტეგრირებული,გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული,ინოვაციური,სწავლის სწავლა და სამოქალაქო კომპეტენცია.)  და რუბრიკის თითოეული კომპონენტის ანალიზი, მასწავლებლები იმსჯელებენ თითოეული მათგანის კლასსა და თემასთან შესაბამისი ტიპის სამოდელო გაკვეთილის შერჩევაზე. გეგმის შაბლონის განხილვა. (დანართი N1)

2
20.12.2018
v  შერჩეული ტიპის გაკვეთილების  დაგეგმვ ა
 უკუკავშირების გაცემა
v  მოხდება თითოეული მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის
გეგმისა და შეფასების რუბრიკების განხილვა და უკუკავშირების გაცემა, დაიგეგმება გაკვეთილების ჩატარების განრიგი. მოხდება გაკვეთილებზე დასწრება.
3
25.12.2018
v  ჩატარებული გაკვეთილების რეფლექსიების განხილვა და უკუკავშირი.
v  მოხდება თითოეული ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის გარჩევა და უკუკავშირების გაცემა. (რეფლექსიის სარეკომენდაციო კითხვარი დანართი N2.)










დანართი N1: სამოდელო გაკვეთილის  გეგმის შაბლონი:

კლასი/საფეხური:

მოსწავლეთა რაოდენობა[1]:

გაკვეთილის თემა:

გაკვეთილის მიზანი:


გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
მისაღწევი შედეგი:
#
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1











4







დანართი N2  კითხვარი რეფლექსიისათვის


·         რამ განაპირობა მსგავსი ტიპის გაკვეთილის დაგეგმვა?

·         რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?
·          მიაღწიეთ მიზანს?
·         სასწავლო პროცესის რა მხარეების შესწავლას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
·         რომელი აქტივობები წარიმართა ეგმის შესაბამისად და რომელი ვერა?
·         რომელი აქტივობები მიგაჩნია გაკვეთილის წარმატებულ მხარედ?
რას გაითვალისწინებთ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას?












კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა
საჩინოს N 1 საჯარო სკოლა
თემა: როგორ დავგეგმოთ კვლევა?
ორგანიზატორი: წამყვანი მასწავლებელი ფიქრია კვირიკაძე
შეხვედრის გეგმა
N     N     
       თარიღი    
         მიზანი
       ძირითადი საკითხები
1       1   
       23.01.2019

v  პედაგოგიურ პრაქტიკაში კვლევის მნიშვნელობაზე მსჯელობა. ლიტერატურის მიმოხილვა.კვლევის სტრუქტურის განხილვა.
      საკვლევი საკითხის        
      სწორად შერჩევის   
    მნიშვნელობის ანალიზი.


·         მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და დახელოვნებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პრაქტიკის კვლევა, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედების შემდეგ, თუმცა საკითხი არც მანამდე იყო ინტერესს მოკლებული. შეხვედრის მონაწილე მასწავლებლებთან განხილულ იქნება კვლევის სტრუქტურა, შემადგენელი კომპონენტები: მეთოდები, ინტერვენციები და ა.შ, მოხდება ხაზგასმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკითხის სწორი შერჩევა კვლევის სწორად წარმართვისათვის. მომავალი შეხვედრისთვის დაიგეგმება თითო მონაწილის მიერ სამ-სამი საკითხის წარმოდგენა, სადაც მათ ქონიათ პრობლემა საკუთარ პრაქტიკაში.
2
2      30.01.2019
                
v  მონაწილეების მიერ წარმოდგენილი საკვლევი საკითხებზე მსჯელობა და მათგან ერთი პრიორიტეტულის გამოყოფა.კვლევის შეფასების რუბრიკის დეტალური განხილვა.

v  განხილულ იქნება  წარმოდგენილი საკვლევი საკითხები, თითოეული მასწავლებლისთვის შეირჩევა ერთი და კვლევის შაბლონის მიხედვით შედგება მოკლე მონახაზი. გაიცემა უკუკავშირები.მოხდება შეფასების რუბრიკის თითოეული კრიტერიუმის განხილვა და ამის შემდეგ დაიგეგმება დამოუკიდებლად ერთი კონკრეტული კვლევის შეფასება და შეფასების ცხრილის წარმოდგენა მომდევნო შეხვედრისათვის. დანართი N1

3
 3    06.02.2019
   v  კვლევის შეფასების ცხრილების გარჩევა.მსჯელობა შეხვედრების დადებით მხარეებსა  და ნაკლოვანებებზე
·         მოხდება თითოეული მონაწილის მიერ წარმოდგენილი შეფასების ცხრილის განხილვა.გაიცემა უკუკავშირები. შეჯამდება შეხვედრებზე განხილული საკითხები,მოხდება შეხვედრების ეფექტურობისა და ხარვეზების ანალიზი,რა მისცა შეხვედრამ თითოეულ მონაწილეს,რისი გამოსწორება გავითვალისწინოთ სამომავლოდ და. ა.შ

 დანართი N1
კვლევის შეფასების ცხრილი
       კრიტერიუმი
ქულა
კომენტარი
     1.საკვლევი საკითხის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება


        2.კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთან


         3.საკვლევი კითხვების შესაბამისობა მიზანთან.


     4.ლიტერატურის წარმოჩენა, საკითხის განხილვის სისრულე


      5.მონაცემთა შეგროვების მეთოდები


      6.მონაცემთა ანალიზი


      7.ინტერვენცია, ჩარევა


      8.არგუმენტაცია და დასკვნის ლოგიკურობა


      9.ანგარიშის სტრუქტურა


      10. შედეგების გაზიარება



   



კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა
თემა: მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მახასიათებლები
ორგანიზატორი:ფიქრია კვირიკაძე
შეხვედრის გეგმა
N
თარიღი
მიზანი
ძირითადი საკითხები
1
11.12.2018
v  ტრენინგზე  „მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მახასიათებლები“ გავლილი საკითხების შეჯამება და მათგან მნიშვნელოვანი საკითხის გამოყოფა

v  კლასის საჭიროებების დადგენა გამოყოფილი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით.

v  სატრენინგო საკითხების ირგვლივ მსჯელობა
შემდეგი კითხვებით:

1.რომელი საკითხი იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის რატომ?
2.როგორ გამოიყენებთ საკითხს საკლასო ოთახში? რა შედეგს მიიღებთ?
v  საკითხების განხილვის შემდეგ დაიგეგმება კლასის საჭიროებების კვლევა,სხვადსხვა მონაწილე სხვადასხვა კლასში იკვლევს საჭიროებას კლასის პროფილის შქმნის მიზნით.
2
14.12.2018

v  მონაწილეების მიერ გამოკვლეული კლასის საჭიროების ანალიზი და სამოქმედო გეგმის შემუშავება

v  განხილულ იქნება სხვადასხვა კლასის საჭიროება სხვადასხვა საგანში,აზრთა ურთიერთგაზიარების შემდეგ შემუშავდება სამოქმედო გეგმა  (დანართის შესაბამისად)საკითხის შესაბამისი ისეთი აქტივობებით, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება პრობლემის დაძლევაში,დაიგეგმება ამ აქტივობებზე დაკვირვება. დღიურების წარმოება.
3
19.12.2018
v  სამოქმედო გეგმებით  გათვალისწინებული განხორციელებული აქტივობების ანალიზი. უკუკავშირების გაცემა.
v  მოხდება შეხვედრებზე შემუშავებული
პრაქტიკაში განხორციელებული აქტივობების და საერთოდ შეხვედრების პროდუქტიულობის საკითხის ანალიზი.გაირჩევა წარმოებული დღიურები. დაიგეგმება მომავალი შეხვედრა.









დანართი.

N
საჭიროება
მიზანი
აქტივობები
1




2




3





     
 



საჩინოს N1 საჯარო სკოლა
 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის მონაწილე  მასწავლებლის ფიქრია კვირიკაძის რეფლექსია
თემა: „ემპათია და მისი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში“
 ემპათია არის უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს.
 ემპათიის გრძნობა მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში, შესაბამისად აუცილებელია ამგრძნობის განვითარებისათვის ხელშეწყობა მოსწავლეებში.
   ამ საკითხს ეხებოდა წამყვანი მასწავლებლის ლიანა ზანთარაიას მიერ ორგანიზებულლი შეხვედრათა ციკლი, რომელიც ჩატარდა  1, 8 და 15 თებერვალს საჩინოს N1 საჯარო სკოლაში.
შეხვედრების მიზანი: სხვათა ემოციების გაზიარების უნარის განვითარება მოსწავლეებში,ემპათია სწავლა-სწავლების პროცესში.მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში განხორციელება და ანალიზი, ჩატარებული საქმიანობის შეჯამება,ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვა.
სამივე შეხვედრაზე განხორციელებულ იქნა ორგანიზატორის მიერ გეგმით განსაზღვრული აქტივობები: განვიხილეთ ლიტერატურა, შევარჩიეთ სიტუაციები და განვახორციელეთ პრაქტიკაში,გავუზიარეთ კოლეგებს  საკუთარი გამოცდილება.
შეხვედრების ფარგლებში ჩავატარე კლასის საათი ჩემს სადამრიგებლო მე-11 კლასში, რომლის ფარგლებშიც გავარჩიეთ თემურ ბაბლუანის  ფილმი „ უძინართა მზე“, სადაც საუკეთესო ხერხებით არის გადმოცემულია ემპათიის, თანაგანცდის  გრძნობა.
 მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს თანაგანცდის და სხვათა გერძნობების გაზიარების აუცილებლობაზე და წინა პლანზე დააყენეს ემპათია ცხოვრების ყველა სფეროში.
 კოლეგებთან მომდევნო  მესამე შეხვედრაზე განვიხილეთ ჩემი და დანარჩენი კოლეგების რეფლექსიები,ჩატარებული აქტივობების ირგვლივ. მივიღე და გავეცი უკუკავშირები,შევაჯამეთ ჩატარებული საქმიანობა, თითოეულმა მონაწილემ და მათ შორის მეც გამოვთქვით მზაობა მომავალშიც გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა.
 აღნიშნულმა შეხვედრებმა  შემძინა გარკვეული გამოცდილება ემპათიის საკითხის უკეთ შესწავლასა და გააზრებაში, კოლეგებთან შეხვედრა გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა, როგორც ზოგადად სასწავლო პროცესში, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

                                                                    ფ.კვირიკაძე  2019 წელი.





მონაწილეობა სამუშაო შეხვედრაში: გრაფიკული ორგანიზატორები.


                  საჩინოს N1 საჯარო სკოლა
 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის მონაწილე  მასწავლებლის ფიქრია კვირიკაძის რეფლექსია
თემა: „გრაფიკული ორგანიზატორები“
  მონაწილეობა მივიღე  19, 22 და 29 მარტს წამყვანი მასწავლებლის ლიანა ზანთარაიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში თემაზე „გრაფიკული ორგანიზატორები“.
 სწავლა-სწავლების პროცესში  გრაფიკული სქემების გამოყენება საკმაოდ გავრცელებული მეთოდია,  კოგნიტური სქემები წარმოსახვის ორივე ფორმას გულისხმობს -ენობრივს და არაენობრივს,გრაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეებს ინფორმაციის აღქმაში და დახარისხებულად წარმოდგენაში ეხმარება.მრავალფეროვანი კოგნიტური სქემების სწორი გამოყენება გაკვეთილს საინტერესოს, ხოლო მოსწავლეებს მოტივირებულს ხდის . ამ საკითხებში მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღებას ემსახურებოდა ზემოთ აღნიშნული შეხვედრა.
  პირველ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ კოგნიტური სქემების დანიშნულება და ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინების აუცილებლობა მათი გამოყენებისას. განვიხილეთ რამდენიმე კონკრეტული ორგანიზატორი და გადავწყვიტეთ ამ გრაფიკის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება.
   გაკვეთილზე გამოვიყენე კოლეგის მიერ შემოთავაზებული მიზეზ-შედეგობრიობის პარადიგმა და ეპიზოდის პარადიგმა.(დანართი 1,2) მე-9 კლასში, თემა „გეორგიევსკის ტრაქტატი“. ორივე სახის ორგანიზატორი საინტერესოდ  და ხალისით შეავსეს მოსწავლეებმა, აქტივობები დამეხმარა მოტივაციის ამაღლებაში და მიზნის მიღწევაში.დამესწრნენ კოლეგები,გამოვიყენე პირველ შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და  მოვისმინე უკუკავშირები.
  მესამე შეხვედრაზე მოხდა შეხვედრების შეჯამება,განვიხილეთ შესაძლო წინააღმდეგობები, დაიგეგმა მომავალი საქმიანობა.
    მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს მასწავლებელთა თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას.შეხვედრებზე მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
                                                                                  ფ.კვირიკაძე




 










                                                                                          






Комментариев нет:

Отправить комментарий