ჩემს შესახებ

                   

                                                                              CV  

 სკოლის დამთავრების შემდეგ 1992 -1996 წლებში ვსწავლობდი თბილისის ბიზნესის ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგაც მომენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ამ პროფესიით ვიმუშავე ექვსი წელი. 

 1995-2000 წლებში დავამთავრე სულხან- საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფიზიკა-ინფორმატიკის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ამავე წელს მუშაობა დავიწყე  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლაში ისტორიისა და ფიზიკის მასწავლებლად. დღემდე ვმუშაობ ამ სკოლაში,2018 წელს მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
 უსაზღვროდ მიყვარს ბავშვები და  ჩემი საქმე. ვცდილობ მივიღო ნებისმიერი გამოწვევა ჩემი პროფესიის სრულყოფისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

"მასწავლებელი ცოცხლობს სანამ სწავლობს, როგორც კი შეწყვეტს სწავლას, მაშინვე კვდება მასწავლებელი!" 



                                   



























Комментариев нет:

Отправить комментарий