სამოდელო გაკვეთილი (ტიპი -ინტეგრირებული ისტორია-გეოგრაფია)


საჩინოს N1 საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილი- ტიპი-ინტეგრირებული
გაკვეთილის თემა: ახალი სამიმოსვლო გზებისა და კონტინენტების აღმოჩენა
სწავლების საფეხური: საშუალო
კლასი: მე-11
მოსწავლეთა რაოდენობა - 8
ინტეგრირებული საგნები: ისტორია, გეოგრაფია
მიზანი : მოსწავლეებმა შეძლონ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის დახასიათება, აღმოჩენების მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობა.გლობალური პრობლემების ნუსხიდან გეოგრაფიულ აღმოჩენებთან დაკავშირებული  და საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურის გამოყოფა და მათი ტრანსფორმაციის სივრცესა და დროში განსაზღვრა.
ე.ს.გ ისტ: XI.1    მოსწავლეს შეუძლია  მსოფლიო ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობაზე მსჯელობა
გეო. XI.1  მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროითი ასპექტების დახასიათება.
მისაღწევი შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:
 დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ირგვლივ მსჯელობას, გლობალური პრობლემების ნუსხიდან , დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებთან დაკავშირებული და საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური პრობლემის გამოყოფას და მისი დროსა და სივრცეში  ტრანსფორმაციის განსაზღვრას.
მასწავლებელი: ფიქრია კვირიკაძე











N

 აქტივობა

გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმები

რესურსები

დრო
1.




2.





3.





4.










5.









6.










7.







8.














მისალმება,თემისა და მიზნის, შეფასების რუბრიკის გაცნობა.


ასოციაციური რუკა
„კონსტანტინოპოლის დაცემა“, მიზეზები და შედეგები


მინი ლექცია თვალსაჩინოებების თანხლებით



ახალი მასალის შემოტანა.
ტექსტზე მუშაობა : დანაწევრებული ტექსტიდან თითოეული მოსწავლე მუშაობს საკვანძო საკითხებზე და წარმოადგენს
მოკლე ინფორმაციას


კითხვა-პასუხი  ახალი მასალის ირგვლივ. ვიზუალური წყაროების,(რუკები),აუდიო ჩანაწერების (მასწავლებლის მიერ ჩაწერილი სავარჯიშო-გამოიცანით მოგზაური, ქვეყანა, დაასახელეთ მიზეზი და.აშ)გამოყენებით.

გლობალური პრობლემების სქემა.რა არის გლობალიზაცია და რომელ გლობალურ მოვლენების განვითარებას შეუწყო ხელი გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა. მათგან რომელია ყველაზე აქტუალური საქართველოსთვის.

ეკოლოგიური,რესურსული, მსოფლიო ოკეანის ათვისების,ენერგეტიკული პრობლემების  მახასიათებლები, გლობალური პრობლემების მიზეზები და შედეგები

შეჯამება , შეფასება, თვითშეფასება
განმსაზღვრელი შეფასებით ფასდება მსჯელობა, დისკუსია, აქტიურობა.
განმავითარებელი შეფასება ხდება ყოველი აქტივობის შემდეგ.
მოსწავლეთა თვითშეფასება ხდება გასასვლელი ბილეთით,
 შემდგი კითხვებით:
რა ვისწავლე, რომელი აქტივობა მომეწონა,რა საკითხის ირგვლივ მჭირდება დახმარება?

საუბრისა და დემონსტრირების  მეთოდი.


გონებრივი იერიში





ვერბალური ახსნა,ინფორმაციის დემონსტრირება





ძირითადი სათქმელის გამოყოფა,მსჯელობა








ინტერაქტივი









მსჯელობა, დასკვნის გამოტანა







დისკუსია







საუბრის მეთოდი

„გასასვლელი ბილეთი“
საერთო საკლასო



საერთო საკლასო




მთელი კლასი





ინდივიდუალური









მთელი კლასი









საერთო საკლასო







საერთო საკლასო









ინდივიდუალური
ფლიფჩარტი,
რუბრიკა



სქემა





კომპიუტერი,ეკრანი






ტექსტი










Powerpoint-ში მომზადებული პრეზენტაცია








კომპიუტერი, ეკრანი,სქემა







სქემები, რუკები, კომპიუტერი, ეკრანი








რუბრიკა,ბარათები
2 წთ.




3  წთ





3 წთ








12 წთ








5 წთ









5 წთ.









10 წთ









5 წთ


განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი,ქულა
1-4
5-7
8-10
აქტიურობა

პასიურია, თავს იკავებს აქტივობებში ჩართვისაგან
აქტიურობს, თუმცა ზოგჯერ თავს იკავებს
აქტიურია ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს.ერთვება ყველა აქტივობაში
მსჯელობა , დასკვნის გამოტანა

უჭირს მსჯელობა, შესაბამისად ვერ გამოაქვს დასკვნები
მსჯელობს, ზოგჯერ არგუმენტებს აკლია დამაჯერებლობა
მსჯელობს ნებისმიერ საკითხზე,გამოაქვს არგუმენტირებული დასკვნები
დისკუსია

 თავს იკავებს დისკუსიაში მონაწილეობისაგან.
მონაწილეობს დისკუსიაში,იცავს დისკუსიის წესებს.
ზედმიწევნით კარგად ფლობს დისკუსიის ტექნიკას, იცავს წესებს.
ტექსტზე მუშაობა

ტექსტზე მუშაობისას საჭიროებს დახმარებას
მუშაობს ტექსტზე, გამოყოფს მთავარ სათქმელს.
დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე, კარდად გამოყოფს საკვანძო საკითხებს.
На данном изображении может находиться: 1 человек, стоит и экранНа данном изображении может находиться: Pikria Kvirikadze, стоит, экран и в помещении
На данном изображении может находиться: 2 человека, в том числе Tedo Kvirkvia, люди сидят, стол и в помещенииНа данном изображении может находиться: 3 человека, люди сидят, стол и в помещении
На данном изображении может находиться: 3 человека, в том числе Jilda Morgoshia, люди стоят и в помещении




 სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
საჩინოს N1 საჯარო სკოლა
ინტეგრირებული გაკვეთილი:
ისტორია - გეოგრაფია
მე-11 კლასი
თემა:ახალი სამიმოსვლო გზებისა და კონტინენტების აღმოჩენა



რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?


სამიმოსვლო გზებისა და კონტინენტების აღმოჩენა პირდაპირ კავშირშია ისეთ აქტუალურ თემასთან, როგორიცაა გლობალური პრობლემები, გლობალური პრობლემების გეოგრაფიას სიღრმისეულად სწავლობს მე-11 კლასი, ამიტომაც გადავწყვიტე ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და გეოგრაფიაში მოცემულ თემაზე.
რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა და მოსწავლეებმა?
მსგავსი ტიპის გაკვეთილი შესაძლოა ჩაატაროს ნებისმიერმა კოლეგამ , ინტეგრირებული საგნებისა და თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.მოსწავლეებმა განიმტკიცეს ცოდნა და სხვადასხვა უნარები(დისკუსიის,მსჯელობის,ტექსტზე მუშაობის), ხოლო კოლეგებმა მიიღეს გარკვეული გამოცდილება საგნების ინტეგრირებისათვის.
იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

მიზანს მივაღწიე, მოსწავლეებმა დაახასიათეს აღმოჩენების ეპოქა,იმსჯელეს მიზეზებსა და შედეგებზე,გამოყვეს აღმოჩენებთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები და დაახასიათეს მათი ტრანსფორმაცია დროსა და სივრცეში.


რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
ნებისმიერი გაკვეთილი აუცილებლად შეიცავს ახალ დეტალს, რომელიც ამდიდრებს ჩემი და კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკას.კოლეგების უკუკავშირით გამოჩნდა, რომ ჩემს მიერ გამოყენებულ ან მსგავს რესურსებს და აქტივობებს გამოიყენებენ მათ პრაქტიკაში.
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეები განვითარდება, რომელი პრობლემები დაიძლევა?


ინტეგრირებული გაკვეთილი ხელს უწყობს სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის დაკავშირებას,ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსწავლეებმა ლოგიკური მსჯელობით დააკავშირეს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები.დისკუსიის შედეგად განუვითარდათ დისკუსიის უნარ-ჩვევები.
სავარჯიშოების შესრულებით თეორიულად ნასწავლი მასალა გამოიყენეს დამოუკიდებლად მუშაობის დროს.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?


გაკვეთილი ძირითადად გეგმის მიხედვით
წარიმართა, მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე,განხორციელდა ყველა დაგეგმილი აქტივობა,
ვერ მოვასწარი გასასვლელი ბილეთების ადგილზე განხილვა





რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?


საინტერესო იყო მოსწავლეების მიერ აღმოჩენებიდან გლობალურ პრობლემებზე გადასვლა, მსჯელობა და არგუმენტირებული დასკვნების გსმოტანა, დისკუსია, ამ აქტივობებში ყველაზე მეტად იყვნენ ჩართული მოსწავლეები .
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?



გაკვეთილზე შეიძლებოდა გამომეყენებინა კიდევ სხვადასხვა სახის ელექტრონული თუ არაელექტრი-ონული რესურსი. შეფასება უნდა იყოს უფრო სიღრმისეული და დეტალური.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
მსგავსი ტიპი გაკვეთილების დაგეგმვისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა შესაძლებლობებს წინარე ცოდნას და გამოვიყენებ რესურსების უფრო ფართო არჩევანს. გამოვიყენებ აგრეთვე შეფასების სხვადასხვა  მეთოდებს.
                                                                                                  ფ.კვირიკაძე






Комментариев нет:

Отправить комментарий