სხვადასხვა რესურსები

რესურსი ჯვაროსნული ომები
ვიქტორინა
მისამართი:
ინსტრუქცია
   რესურსის გამოყენებისთანავე მოსწავლე ეცნობა დავალების პირობას „ამოცანა“ სახით.მისი წაკითხვის შემდეგ იგი აწკაპებს “OK“-ს.
მოსწავლემ ოთხი სავარაუდო პასუხიდან ირჩევს სწორ ვარიანტს,სწორი პასუხი ჩნდება მწვანე  ფერით. არასწორ პასუხზე დაწკაპების შემთხვევაში თამაში იწყება თავიდან, ხოლო ექვსივე დონის ტესტის  სწორად ამოცნობის შემდეგ მოსაწვლე იღებს მაქსიმალურ ქულას.ეკრანზე ჩნდება შესაბამისი უკუკავშირი. საკითხების სრულად გასავლელად საჭიროა სავარჯიშოს რამდენჯერმე  შესრულება, რადგან რესურსი მოიცავს ერთ ჯერზე საჭირო რაოდენობაზე (ექვსი ტესტი-ექვსი დონე) მეტ შეკითხვას, ჯამში სულ თრვამეტი სხვადასხვა დონის შეკითხვაა. 











რეფლექსია

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება თანამედროვეობაში   ნებისმიერ სფეროს წარმატების წინაპირობაა, შესაბამისად არც სასწავლო პროცესია გამონაკლისი. ისტ-ის  გამოყენება სასწავლო პროცესში  ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას და ხელს უწყობს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას.  ისტ-ი
ის საშუალებაა ,რომელიც უზრუნველყოფს ე.ს.გ-ით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას და ამა თუ იმ საკითხის ხალისიანად შესწავლას მოსწავლეების მაღალი ჩართულობით.ყოველივე ამის გათვალისწინებით შევქმენი ელექტრონული რესურსი „ლეარნინგის“ გამოყენებით, რომლის გამოყენებითაც ხდება საკითხის „ჯვაროსნული ომები“ ცოდნის მობილიზაცია და შემოწმება  სახალისო აქტივობით.
    როგორ გამოვიყენე სასწავლო რესურსი საგაკვეთილო პროცესში:
გაკვეთილებზე თემის შესწავლის შემდეგ რესურსი გამოვიყენე ნასწავლი მასალის განმტკიცებისა და გამთლიანების მიზნით . რესურსის გამოყენების შემდეგ კითხვარის საშუალებით მივიღე უკუკავშირი, როგორ მოეწონათ,რას შეცვლიდნენ   და სხვა.                                                                                                                         ელექტრონული რესურსის გამოყენება დამეხმარა როგორც ცოდნის განმტკიცებაში, ასევე საკითხის  ანალიზშიც და მისი ე.ს.გ. სტან შესაბამისობის და შედეგის მიღწევის დონის შემოწმებაში:
  ისტ VIII.2  მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტის მიზეზები, განვითარება და შედეგები.
 შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე სწორად გასცემს პასუხს რესურსში მოცემულ კითხვებზე და  ნასწავლი მასალას ადეკვატურად იყენებს დავალების შესრულებისას,კერძოდ იცის ჯვარისნული ომების მიზეზები და შედეგები.           რესურსით ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში ხელი შეუწყო  ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას,როგორიცაა
      არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     ინფორმაციის  ანალიზი .
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების  საფუძვლიანი ცოდნა.
      ისტ-ის გამოყენება       


    რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის სხვადასხვა ფაზაზე (c ფაზა),როდესაც მასწავლებელი ახდენს მიღებული ცოდნის შემოწმებას და განმტკიცებას .მაგალითად შემაჯამებელი გაკვეთილითვის ან ნასწავლი საკითხის უკეთ განმტკიცებისთვის.  ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ  A ფაზაზე- წინარე ცოდნის გააქტიურებისა და „გამოწვევის“ მიზნით.  მაშასადამე ელექტრონული რესურსი ისევე როგორც ააქტიურებს წინარე ცოდნას, ასევე ეხმარება მოსწავლეს ცოდნის გამთლიანებაში, ორივე შემთხვევაში მოსწავლის მოტივაცია მაღალია და ის ინტერესით ეკიდება დავალებას.
მისი გამოყენება შეიძლება, როგორც მე-8, ასევე მე-11 კლასში, როგორც გაკვეთილზე ასევე საშინაო დავალებად.
 აქვე აღვნიშნავ, რომ  learningapps.org   მრავალჯერადი და მრავალფუნქციური პროგრამაა და
შესაბამისად მასში შექმნილი რესურსი მრავალჯერადი და ხელმისწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
 ვფიქრობ ამ პროგრამაში შექმნილი რესურსისა და საერთოდ ისტ-ის აქტიური გამოყენება
უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის ჩემი და ჩემი კოლეგების პრაქტიკას და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

                                                             ფ.კვირიკაძე

   
რესურსი „ნაპოლეონის ეპოქა“ - შესაბამისობა
მისამართი:

                                        ინსტრუქცია
   რესურსის გამოყენებისთანავე მოსწავლე ეცნობა დავალების პირობას „ამოცანა“ სახით.მისი წაკითხვის შემდეგ იგი აწკაპებს “OK“-ს.
მოსწავლემ ნაპოლეონის ეპოქის ვიზუალურ მასალას უნდა შეუსაბამოს შესაბამისი განმარტება.სწორად დაწყვილებული ფოტო და განმარტება ქრება ეკრანიდან, ყველა წყვილის სწორად ამოცნობის შემდეგ ეკრანიდან ქრება ყველა ფოტო და ჩნდება შესაბამისი უკუკავშირი.  

                                                    რეფლექსია

  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება აქტიურს და პოზიტიურს ხდის სასწავლო პროცესს,  ეს ის საშუალებაა ,რომელიც უზრუნველყოფს ე.ს.გ-ით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას და ამა თუ იმ საკითხის სრულყოფილ შესწავლას მოსწავლეების ხაალისიანი განწყობით და დიდი ინტერესით. მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით შევქმენი  რესურსი „ლეარნინგის“ გამოყენებით, რომლის გამოყენებითაც ხდება ნაპოლეონის ომების  ცოდნის მობილიზაცია და შემოწმება  სახალისო აქტივობით.
    როგორ გამოვიყენე სასწავლო რესურსი საგაკვეთილო პროცესში:
  თემის „ნაპოლეონის ომების“  შესწავლის შემდეგ რესურსი გამოვიყენე ნასწავლი მასალის განმტკიცებისა და ვიზუალურ წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. . რესურსის გამოყენების შემდეგ კითხვარის საშუალებით მივიღე უკუკავშირი, რომელი ნაწილი მოეწონათ, რომელი არა და სხვა.                                                                                                                         ელექტრონული რესურსის გამოყენება დამეხმარა როგორც ცოდნის განმტკიცებაში, ასევე ვიზუალური მასალების   ანალიზშიც და მისი ე.ს.გ. სთან შესაბამისობის და შედეგის მიღწევის დონის შემოწმებაში:
ა)ისტორია :მოსწავლემ შეძლოს  ნაპოლეონის ეპოქასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი
ბ)მედია წიგნიერება: მოსწავლემ შეძლოს სხვდასხვა სახის ვიზუალური საშუალებების აღქმა,გააზრება და ინერპრეტაცია.



 
 შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე შეძლებს:
·          ნაპოლეონის ეპოქის დახასიათებას, ფაქტებისა  და მოვლენების ანალიზს,  ვიზუალური საშუალებების დახმარებით.
კერძოდ მოსწავლე სწორად აწყვილებს ფოტოებს შესაბამის განმარტებასთან.   ნასწავლი მასალას ადეკვატურად იყენებს დავალების შესრულებისას იცის ნაპოლეონის ეპოქის ფაქტები და გამომდინარე აქედან ფოტოებსაც სწორად  ამოიცნობს.
           რესურსით ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში ხელი შეუწყო  ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას,როგორიცაა
      არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი .
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების  საფუძვლიანი ცოდნა.
      ისტ-ის გამოყენება        


    რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის სხვადასხვა ფაზაზე (c ფაზა),როდესაც მასწავლებელი ახდენს „ნაპოლეონის ეპოქის“ ცოდნის შემოწმებას და განმტკიცებას .მაგალითად შემაჯამებელი გაკვეთილითვის თემის შესწავლის შემდეგ  ან ნასწავლი საკითხის უკეთ განმტკიცებისთვის.  ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ  A ფაზაზე- წინარე ცოდნის გააქტიურებისა და „გამოწვევის“ მიზნით ახალ მასალაზე გადასვლისას.  ნებისმიერ ფაზაზე მსგავსი რესურსების გამოყენება ამაღლებს მოტივაციას და მოსწავლე დიდი ინტერესით ეკიდება დავალების შესრულებას.
რესურსის გამოყენება შეიძლება, როგორც მე-8, ასევე მე-11 კლასში, როგორც გაკვეთილზე ასევე საშინაო დავალებად, ან კიდევ შემაჯამებელ სამუშაოდ.
 რამდენად მრავალფუნქციური და მრავალჯერადია რესურსი? მოგეხსენებათ  რომ  learningapps.org   მრავალჯერადი და მრავალფუნქციური პროგრამაა და
შესაბამისად მასში შექმნილი რესურსი მრავალჯერადია და ხელმისწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის: როგორც მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის.
 ვფიქრობ ამ პროგრამაში შექმნილი რესურსისა და საერთოდ ისტ-ის აქტიური გამოყენება
 მრავალფეროვანს,  ხალისიანს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და არც ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა იქნება გამონაკლისი, მსგავსი და სხვა სახის რესურსების გამოყენება გაამდირებს  ჩემს პრაქტიკას და მოსწავლეებსი საგნისადმი ინტერესს გაზრდის და მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
  

                                                                                ფ.კვირიკაძე









კონფლიქტები და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზები
სულ 30ქულა
1.ჩასვით გამოტოვებული სიტყვებ
(თითო სწორი პასუხი თითო ქულა, სულ 6 ქულა)
მაჰათმა განდი
მაჰათმა განდი      1) ...          დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იდეოლოგი იყო, მისი  სამშობლო         2) ....             დაქვემდებარებაში იყო და ინდოეთს იყენებდნენ უცხო ქვეყნის სამრეწველო საქონლის გასაღების ბაზრად.
     განდიმ დაიწყო არაძალადობრივი მეთოდების - არათანამშროლობის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და        3).....                ....          გამოყენება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
    ის ებრძოდა კასტურ უთანასწორობასა და რასობრივ დისკრიმინაციასაც.მისმა არაძალადობრივმა გზებმა რეალური შედეგი გამოიღო,განდის ოცნება ახდა, მისი სამშობლო  4)....       წელს დამოუკიდებლად გამოცხადდა,მაგრამ ქვეყანაში ახალმა პრობლემამ იჩინა თავი: ატყდა საშინელი რელიგიური ბრძოლა, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა. დაპირისპირების შესაჩერებლად უკიდურეს ხერხს შიმშილობას მიმართა, მისმა ქცევამ საზოგადოებაზე იმოქმედა და დაპირისპირება შეწყდა, მაგრამ ექსტრემისტების ნაწილი მაინც აგრძელებდნენ კონფლიქტს  და ერთმა რელიგიურმა ფანატიკოსმა  5) ....   წელს განდი მოკლა. მიუხედავად ტრაგიკული აღსასრულისა, მისი დაბადების დღე      6)....        ....      მის ქვეყანაში ეროვნულ დღესასწაულია, ხოლო მსოფლიოში - არაძალადობრიობის საერთაშორისო დღე.

1.         გაასწორეთ შეცდომები
სულ რვა შეცდომა - 8 ქულა
                                                                                                   

აფრო-ამერიკელების ბრძოლა სამოქალაქო თანასწორობისათვის
1956 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „ადამიანის უფლებათა დეკლარაცია“, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანს განურჩევლად  რასისა, სქესისა, რელიგიისა აქვს პირადი უფლებები და თავისუფლებები, მაგრამ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ეს დეკლარაცია ფორმალურად მიიღეს და უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, მათ შორის რუსეთში და აშშ-ში. ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა მონობა, გრძელდებოდა ქონებრივი სეგრეგაცია. შავკანიანი და თეთრკანიანი მოსახლეობა სხვადასხვა სკოლაში სწავლობდა, სხვადასხვა მაღაზიაში დადიოდა...
სამხრეთის შტატებში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა შავკანიანი  მსახიობი მარტინ ლუთერ კინგი. ის ხელმძღვანელობდა მასობრივ გამოსვლებს და მოუწოდებდა შეიარაღებული გამოსვლებისკენ.
   კინგის გამოსვლებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 1964 წელს კინგსს მიენიჭა ლენონის პრემია მშვიდობოს დარგში, იმავე წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა ხელი მოაწერა „სამოქალაქო უფლებათა აქტს“,რომელიც კრძალავდა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.
  2008 წელს ამერიკელებმა პირველად აირჩიეს პრეზიდენტად აფრო-ამერიკელი - კელვინ კულიჯი.
   
3.შეუსაბამეთ ქვეყნები და მოვლენები
(ერთი სწორი შესაბამისობა ერთი ქულა ) სულ 5 ქულა.
1.პერესტროიკა                                               ა)სსრკ
2.პრაღის გაზაფხული                                    ბ)რუმინეთი
3.სოლიდარნოსცი                                           გ)ჩეხოსლოვაკია
4.ხავერდოვანი რევოლუცია                         დ)გერმანია
5.ბეტონის კედლის დანგრევა                       ე) პოლონეთი
                                                                             ვ)უნგრეთი
1-ა,2-გ,3-ე,4-გ,5-დ
4.დაასრულეთ წინადადებები:   6 ქულა
1.მარტინ ლუთერ კინგი მოუწოდებდა ადამიანებს არ შესულიყვნენ ისეთ მაღაზიებში, რომელთაც ეწერათ    .....               .
2.მაჰათმა განდიმ დაიწყი ისეთი არაძალადობრივი წინააღმდეგობის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა     ...   ,    ... ,   ....   .
3.ინდოეთი ემორჩილებოდა დიდ ბრიტანეთს, რომლის მონარქი იმ პერიოდში იყო  ...
...            .
4.1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში მოხდა კომუნისტური ხელისუფლების ჩანაცვლება დემოკრატიულით, რასაც ეწოდა  .....             .....  
5.1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი, ხოლო     1990 წელს  ....          ....    .
6. ერთადერთი ქვეყანა სადაც საჭირო გახდა კომუნისტური რეჟიმის ძალადობრივად დამხობა, აღმოჩნდა  ....   .

5. შეავსეთ ცხრილი.     5 ქულა
N
მიზეზი
შედეგი
1.
მაჰათმა განდის მოღვაწეობა

2.

რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვა
3.

გერმანიის გაერთიანება
4.
„ხავერდოვანი რევოლუციები“

5.
მუშათა ფართომასშტაბიანი გამოსვლები პოლონეთში 1988 წელს









სწორი პასუხები:
1.1.ინდოეთის  2.დიდი ბრიტანეთის 3.ეკონომიკური ბოიკოტის 4.1947 წელს 5.1948 წელს 6. 2 ოქტომბერი

2. შეცდომაა            სწორია
    1.1956                        1948
     2. რუსეთში              სსრკ-ში
     3.ქონებრივი             რასობრივი
     4.მსახიობი                მღვდელი
      5.შეიარაღებული     არაძალადობრივი
      6.ლენონის                 ნობელის
      7.ნიქსონმა                 ჯონსონმა
      8.კელვინ კულიჯი    ბარაკ ობამა

3.    1-ა,
        2-გ,
        3-ე,
        4-გ,
        5-დ

4. 1. მხოლოდ შვკანიანებისთვის
2.არათანამშრომლობა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა,ეკონომიკური ბოიკოტი.
3.დედოფალი ვიქტორია.
4.ხავერდოვანი რევოლუცია.
 5.გერმანია გაერთიანდა
6.რუმინეთი

5. 1.ინდოეთის დმოუკიდებლობა
2.მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლები
3.ბერლინის კედლის დანგრევა
4. კომუნისტური რეჟიმის დამხობა
5.კომუნისტური მთავრობა დათანხმდა ნახევრად თავისუფალ არჩევნებზე


















სასწავლო რესურსი კარლოს დიდის იმპერია
                                                         ინსტრუქცია
რესურსი წარმოადგენს   „ლეარნინგში“ შექმნილ სავარჯიშოს, სადაც მოსწავლემ ტექსტში გამოტოვებულ ადგილას უნდა ჩასვას სწორი პასუხი.პასუხების სავარაუდო ჩამონათვალი ჩნდება მაუსზე დაკლიკვით, სწორი პასუხი მწვანდება, არასწორი წითლდება. დავალების დამთავრების შემდეგ ჩნდება შესაბამისი უკუკავშირი.დავალების შესრულების ინსტრუქცია მოცემულია ველში „ამოცანა“.დაწყებისათვის მოხმარებელმა უნდა დააწკაპოს OK ღილაკზე.
რესურსის მისამართია:

რეფლექსია
მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებიან სავარჯიშოების შესრულებას ისტ-ის გამოყენებით.გარდა იმისა, რომ უვითარდებათ სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევები, მაღალ დონეს აღწევს მათი მოტივაცია.სასწავლო პროცესი უფრო ცოცხალი , ხალისიანი და შედეგზე ორიენტირებული ხდება.ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი , აქვე აღვნიშნავ, რომ საკითხი რომელსაც რესურსი ეხება  სიღრმისეულად მხოლოდ მე-7 კლასში ისწავლება და აუცილებელია მისი გამეორება სხვა კლასებში. ამიტომაც გადავწყვიტე შემექმნა ერთი სხვა ჩემს მიერ შექმნილი რესურსებისგან განსხვავებული ტიპის  ელექტრონული რესურსი   „ კარლოს დიდის იმპერია“ „ლეარნინგის“ გამოყენებით.აღნიშნული რესურსი გამოიყენება კარლოს დიდის ეპოქის ცოდნის შემოწმებისა და განმტკიცებისათვის.
    როგორ გამოვიყენე სასწავლო რესურსი საგაკვეთილო პროცესში:
გაკვეთილზე მე-7 კლასში თემის შესწავლის შემდეგ რესურსი გამოვიყენე ნასწავლი მასალის განმტკიცებისა და გამთლიანების მიზნით . მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს სავარჯიშო და მოთმინებით და დიდი ინტერესით იმუშავეს, ვიდრე ყველა მართკუთხედი არ გამწვანდა, რაც ყველა სწორი პასუხის ნიშანია.                                                                                                                         ელექტრონული რესურსის გამოყენება დამეხმარა პოზიტიური გარემოს შექმნაში, ცოდნის გამთლიანებაში და ასევე    ე.ს.გ-ით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში,როგორიცაა
  ისტ: VII.4  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
  მოცემულ შემთხვევაში მოსწავლეები მსჯელობენ და იღრმავებენ ცოდნას შუა საუკუნეების გამოჩენილმა მონარქზე კარლოს დიდზე,თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მან ფრანკთა ისტორიაში.
 შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე სწორად გასცემს პასუხს რესურსში მოცემულ საკითხებზე და  ნასწავლ მასალას ადეკვატურად იყენებს დავალების შესრულებისას,კერძოდ            რესურსით ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში ხელი შეუწყო  ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას,როგორიცაა
      არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     ინფორმაციის  ანალიზი .
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების  საფუძვლიანი ცოდნა.
      ისტ-ის გამოყენება       


    რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის სხვადასხვა ფაზაზე (c ფაზა),ახალი მასალის განმტკიცებისათვის. შესაძლებელია გამოვიყენოთ  A ფაზაზე- წინარე ცოდნის გააქტიურებისა და „გამოწვევის“ მიზნით.  მაშასადამე ელექტრონული რესურსი ისევე როგორც ააქტიურებს წინარე ცოდნას, ასევე ეხმარება მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში, ძველზე ახლის დაშენებაში, ორივე შემთხვევაში მოსწავლის მოტივაცია მაღალია , ინტერესით  ასრულებს დავალებას და ფაქტებსაც უკეთ იმახსოვრებს.
მისი გამოყენება შეიძლება, როგორც მე-7, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასში, ასევე  საშინაო დავალებად.
 აქვე აღვნიშნავ, რომ  learningapps.org   მრავალჯერადი და მრავალფუნქციური პროგრამაა და
შესაბამისად მასში შექმნილი რესურსი მრავალჯერადი და ხელმისწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მოსწავლე იქნება თუ მასწავლებელი.
  პროგრამა ინტერაქტიურია და მისი გამოყენება აქტიურს გახდის სასწავლო პროცესს,დააინტერესებს მოსწავლეს და ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც იქნება სასწავლო პროცესში მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საინტერესო საშუალება, თანმხლები მაღალი მოტივაციით.

                                                   ფ.კვირიკაძე

ძველი ჩინეთი და ინდოეთი
1.რომელი მდინარის აუზი არ მოუცავს ჩინურ ცივილიზაციას?
   ა) იანძის
   ბ)ნილოსის
   გ)ხუანხეს
   დ) ქსი ძიანის
2.როდის შეიქმნა პირველი სახელმწიფოები ინდოეთში?
   ა) ძვ.წ II ათასწ
   ბ)ძვ.წ  I ათასწ
   გ)ძვ.წ  III  ათასწ
   დ) ძვ.წ VI ათასწ
3.როგორი მმართველობა იყო ჩინეთში თავდაპირველად?
   ა)მართავდნენ ქურუმები
   ბ)იმართებოდა სახალხო კრებების მიერ
   გ)მართავდნენ ფილოსოფოსები
   დ)ჩინეთში იყო დინასტიური მმართველობა
4.პირველად  რომელი დინასტიის მმართველობაა დადასტურებული ჩინეთში?
   ა)შანის
   ბ)ჩინის
   გ)ჩჟოუს
   დ)ტანის
5.როდის და რომელი დინასტიის დროს შეიქმნა პირველი ჩინური დამწერლობა?
   ა)ჩჟოუს დინასტია  ძვ. წ XI ს.
   ბ)ტანის დინასტია  ძვ.წ  XIV ს.
   გ)ჩინის დინასტია  ძვ.წ  XV ს
   დ)შანის დინასტია  ძვ.წ XIII ს
6. ვინ იყო კონფუცი?
    ა)ჩინელი ვაჭარი
    ბ)ჩინელი ფილოსოფოსი
    გ)ინდუიზმის ფუძემდებელი
    დ)ჩინური და ინდური  დამწერლობის შემქმნელი
7. რომელია ჩინეთში პირველი ჩამოყალიბებული რელიგია?
    ა)დაოიზმი
    ბ)კონფუციზმი
    გ)ბრაჰმანიზმი
    დ)ინდუიზმი
8) ვინ და როდის გააერთიანა ჩინეთი?
    ა)ძვ.წ  200 წ იმპერატორმა ჰუანგდიმ
    ბ)ძვ.წ 221 წ ჩინის დინასტიამ
    გ)ძვ. წ  221 წელს ლაო-ძიმ
    დ) ძვ. წ 200 წელს კონფუცმა
9.რა ფუნქცია ჰქონდა  „ჩინეთის  დიდ კედელს?“
   ა) ქვეყანას იცავდა მომთაბარეებისაგან
   ბ) წარმოადგენდა საკულტო ნაგებობას
   გ)ამ კედლით შემოსაზღვრული იყო სავაჭრო ადგილი
   დ)კედელი იცავდა იმპერატორის სასახლეს
10) რომელი ფაქტი არ უკავშირდება ში ჰუანგდის მმართველობას?
       ა)ზომა-წონის ერთეულების შემოღება
       ბ)ჩინეთი დიდი კედლის მშენებლობა
       გ) ახალი გზებისა და არხების გაყვანა
       დ) სამივე პასუხი სწორია

11) რომელი მოვლენა უკავშირდება ჰანის დინასტიას?
      ა)საფუძველი ჩაეყარა აბრეშუმის დიდ გზას
      ბ) რომის პირველი ელჩობა ჩინეთის იმპერატორის კარზე
      გ) საჯარო სამსახურის სისტემის შექმნა
      დ)სამივე პასუხი სწორია
 12) როდიდან იღებს სათავეს ინდური ცივილიზაციები?
       ა)ძვ.წ   III  ათასწ.
       ბ)ძვ.წ    II ათასწ
        გ) ძვ.წ    I  ათასწ
        დ) ძვ.წ   IV ათასწ
 13) რამ გამოიწვია ინდური ცივილიზაციის დაკნინება ძვ.წ 1500 წლისათვის?
       ა)მიწის რესურსების ამოწურვამ
       ბ)ჩინეთის მიერ ინდოეთის დაპყრობამ
       გ)ბაბილონელების ლაშქრობებმა
       დ) შინააშლილობამ და დინასტიურმა ომებმა
14) რა სახით ვღებულობთ ცნობებს ძვ.წ 1500-500 წლების ინდოეთზე?
        ა)გუპტას დინასტიის წყაროებით
        ბ) ძველი ირანული წარწერებით
        გ)  რელიგიური თხზულებებით ვედებით
        დ) შუმერულ ლურსმული წარწერებით
 15)  რას ნიშნავს კასტური სისტემა?
        ა) ადამიანს დაბადებისთანავე განსაზღვრული ჰქონდა თავისი ადგილი  
             საზოგადოებაში
         ბ) ადამიანები იყოფოდნენ რელიგიის მიხედვით
         გ) კასტური სისტემა ნიშნავს ქონებრივ დაყოფას
         დ) ასეთი სისტემა არ არსებობდა
   16) რომელმა ქვეყანამ დაიპყრო ინდოეთი ძვ.წ მე-5 საუკუნეში?
         ა)მაკედონიამ
         ბ) ასურეთმა
         გ) აქემენიანთა ირანმა
         დ) ჩინეთმა
   17)  ვინ იყი პირველი ინდოელი ტოლერანტი მმართველი?
           ა)ჩანდრაგუპტა
           ბ)აშოკა
            გ)კალიდასა
           დ) კალინგა
     18)  რა კავშირი აქვს  ლომის ქანდაკებას ინდოეთის ისტორიასთან?
             ა)ლომი ინდოეთში ძლიერების სიმბოლო იყო
             ბ)ოთხი ლომი კვარცხლბეკზე შემდგარი არის ბუდიზმის სიმბოლო
             გ)ლომი იყო ინდოეთის წმინდა ცხოველი
             დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი
     19)  რომელი ცვლილება უკავშირდება გუპტას დინასტიის მმართველობას?
             ა)ინდოეთის მთავარ რელიგიად იქცა ბუდიზმი
            ბ)შეიქმნა ვედები  - „რელიგიური თხზულებები“
            გ)ინდოეთის მოსახლეობა დაიყო კასტებად
             დ)გაიხსნა აბრეშუმის დიდი გზა
     20)  ვინ იყო კალიდასა?
            ა) ჩინელი ფილოსოფოსი
            ბ)ინდოელი დრამატურგი
            გ)ბერძენი სარდალი
            დ)შუა აზიელი მწიგნობარი
       21)რატომ უწოდეს ინდოელებმა გამოგონებულ ციფრებს ევროპელებმა არაბული?
             ა)ევროპელებისთვის ისინი არაბებისგან გახდა ცნობილი
             ბ)ციფრები სინამდვილეში არაბებმა გამოიგონეს
             გ)ინდოელებმა პირველად არაბებს გააცნეს მათი გამოგონებები
             დ)ევროპელებს არ უნდოდათ ინდური გამოგონებების აღიარება
22)ვინ გამოიგონა ნული და მინუს ნიშანი
             ა)ფრანგებმა 
            ბ)ჩინელებმა
            გ)ინდოელებმა
            დ)არაბებმა
23)რომელი ქვეყნის თანამედროვე გერბს წარმოადგენს სამი ლომის ქანდაკება?
              ა)ინდოეთის
              ბ)ჩინეთის 
             გ)ესპანეთის
            დ)მონღოლეთის


24)ვინ იყო ბუდა?
               ა)ჩინური სამეფოს მმართველი
               ბ)ინდური რელიგიის ფუძემდებელი
               გ)ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი
               დ)ჩინური მითოლოგიის გმირი
 25)როგორ გაიცნო ევროპამ კონფუცის შემოქმედება?
              ა) იეზუიტების მეშვეობით
              ბ)რომაელებმა განავრცეს ევროპაში
              გ)ჩინეთის საიმპერატორო კარზე მოღვაწე მეცნიერებისგან
              დ)ევროპაში განავრცეს არაბებმა
26) დააკავშირეთ ისტორიული პიროვნებები შესაბამის მოვლენებთან.
                  1. კონფუცი                                           ა)ჩინეთის დიდ კედლისმშენებლობა
                  2.ბუდა                                                   ბ)ჩინური  რელიგიურ-ეთიკური სისტემის 
                                                                                     შექმნა
                   3.ში ჰუანგდი                                       გ)ინდური რელიგიის ფუძემდებელი
                   4.აშოკა                                                   დ)დაოზმის ჩამოყალიბება
                    5.ჩანდრაგუპტა                                    ე)შექმნას ბუდიზმის სიმბოლო
                                                                                    ვ)ინდოეთის რელიგიად ინდუიზმის                      
                                                                                        გამოცხადება

27) განალაგეთ მოვლენები დროის ღერძზე?
2.
 
4.
 
6.
 
 


                                                                                                            
1.
 
3.
 
7.
 
5.
 
     
                                                                                                                                     
·         დაოიზმი ჩინეთში,
·          ვედების ეპოქა,
·         კალიდასას მოღვაწეობა,
·         პირველი ცივილიზაციები ინდოეთში,
·         კონფუცი,
·         პირველი ცივილიზაციები ჩინეთში,
·         ჩინეთის დიდი კედელი
            
  




1 комментарий:

  1. უამარავი შრომა გაქვს ჩადებული მართლაც ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს)))) დასანანია რომ დაწყებითს არ ასწავლი

    ОтветитьУдалить