მეთოდები და სტრატეგიები
საგნის სწავლების მაღალი ხარისხის უდავო წინაპირობაა სასწავლო მეთოდებისა და სტრატეგიების მრავალფეროვნება .ამ გვერდს "მეთოდების ნუსხას" ვუწოდებ და შემოგთავაზებთ ისტორიის გაკვეთილებზე ჩემს მიერ გამოყენებულ მეთოდებს.
- ლექცია, მინი ლექცია -როგორც არ უნდა ვუწოდოთ ამ მეთოდს (ტრადიციული, მოძველებული...) გარკვეული დოზით აუცილებლად და საჭიროდ მიმაჩნია გაკვეთილზე, არა აქვს მნიშვნელობა, მოსწავლის მიერ იქნება გამოყენებული, თუ მასწავლებლის მიერ.
- მთავარი სათქმელის გამოყოფა-ამ მეთოდს ხშირად ვიყენებ ახალი მასალის ახსნისას, მოსწავლეები მუშაობენ ახალ მასალაზე და გამოყოფენ საკვანძო საკითხებს.
- პრეზენტაცია - ჯგუფური ნამუშევრის თუ საშინაო დავალების წარმოდგენისას ეს მეთოდი ყველაზე შესაბამისად მიმაჩნია. მოსწავლეებსი ვითარდება აუდიტორიის ფლობის, დროის ლიმიტის დაცვის და სხვა მნიშვნელოვანი უნარები
- კითხვა-პასუხი - აქტიური პროცესი, როცა ჩართულია მოსწავლეთა უმრავლესობა
- გრაფიკული ორგანიზატორები - მათ შორის მიზეზშედეგობრიობის პარადიგმა, ცნების რუკა,მოვლენის პარადიგმა- საუკეთესო მეთოდი ინფორმაციის სხვადასხვა სახით წარმოსადგენად.
- დისკუსია - აზრის თავისუფლად გამოთქმის, საწინააღმდეგო აზრის მიღების და გაზიარების, კონტრარგუმენტებით მსჯელობის საშუალება, რომლის გამოყენებისას იხვეწება მოსწავლის სხვადასხვა უნარები.
- გონებრივი იერიში- ნებისმიერი აზრისა და იდეის დაფიქსირების საშუალება
- ხუთი თითის პრინციპი- ვინ, სად, რა , როდის , რატომ?
- პრობლემის ანალიზი-საუკეთესო მეთოდი საკითხის სხვადასხვა კუთხით გასაშუქებლად
Комментариев нет:
Отправить комментарий