სამოდელო გაკვეთილი - რაოდენობრივი წიგნიერება და სემიოტიკური კომპეტენცია



 საჩინოს N1 საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილი ისტორიაში (რაოდენობრივი წიგნიერება და         სემიოტიკური კომპეტენცია)
გაკვეთილის თემა:  მეორე მსოფლიო ომი
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა - 9
მასწავლებელი: ფიქრია კვირიკაძე
მიზანი :

 ისტ VIII.2  მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტის მიზეზები, განვითარება და შედეგები.
მისაღწევი შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:
·         მეორე მსოფლიო ომის მიზეზებზე, მსვლელობასა და შედეგებზე მსჯელობას
·          სხვადასხვა პერიოდის ომებში გამოყენებულ იარაღის შედარებას
·          მსოფლიო ომების სტატისტიკურ მონაცემების სხვადასხვა ხერხით წარმოდგენას და რაოდენობრივ შედარებას.
·        


N

 აქტივობა

გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმები

რესურსები

დრო
1.






2.










3.




























4.











5.











6.



7.



8.




9.



















მისალმება,თემის, გაკვეთილის ტიპისა და  შეფასების რუბრიკის გაცნობა, მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბება.

წინარე ცოდნის გააქტიურება
ა)სქემების შევსება
1.პირველ მსოფლიო ომში
მონაწილე ბლოკები
2.პირველი მსოფლიო ომის საბაბი და რეალური მიზეზი
3.ომის შედეგები, ვერსალის ზავი
ბ)ნამუშევრების წარმოდგენა


პირველი მსოფლიო ომის სტატისტიკა
ა) წყაროების ანალიზი
მონაწილე ქვეყნების ფართობისა და ადამიანური მსხვერპლის წარმოდგენა სხვადასხვა  დიაგრამის სახით.
 I ჯგუფი: სვეტოვანი დიაგრამით მონაწილე ქვეყნების ადამიანური მსხვერპლი.
II  ჯგუფი - ხაზოვანი დიაგრამით
მონაწილე ქვეყნების ფართობები.
III ჯგუფი - წრიული დიაგრამით  ომში მონაწილე ქართველები.
   რამდენიმე მონაცემთან დაკავშირებული
პროცენტული თანაფარდობის გამოთვლა, თითო ჯგუფს თითო მაგალითი.

ბ)ნამუშევრების წარმოდგენა


აქტიური ლექცია , გზადაგზა კითხვების დასმით,პრეზენტაციის თანხლებით. პირველ და მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული იარაღების შედარება,რუკების შედარება.
მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები, მონაწილე მხარეები და შედეგები


ვიზუალურ წყაროებზე მუშაობა:  კარიკატურები, პლაკატები, ცხრილები, ეკრანზე ჩვენებით.
ბოლოს კითხვა:შეადარეთ პირველი და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობა და მასშტაბები.



გადმოეცით ტექსტში მოცემული ინფორმაცია ილუსტრაციით

ნახატების პრეზენტაცია



საშინაო დავალების მიცემა:
 დაწერეთ მცირე თხზულება „ ქართველები მეორე მსოფლიო ომში“

შეჯამება -შეფასება
ა)მოსწავლეები ავსებენ  თვითშეფასების ცხრილს :ჩემი ცოდნის დონე  საკითხთან დაკავშირებით. (დანართი N 1)
ბ)მასწავლებელი აჯამებს  გაკვეთილს და აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით. (დანრთი N2)
განმავითარებელი  შეფასება გზადაგზა, ყოველი ძირითადი აქტივობის შემდეგ










საუბრისა და დემონსტრირების  მეთოდი.




გრაფიკული
ორგანიზატორები





პრეზენტაცია


ინფორმაციის წარმოდგენა, ანალიზი,
რაოდენობრივი შედარება,





















პრეზენტაცია


ინტერაქტიური
ლექცია











ვიზუალური წყაროს
ანალიზი, კითხვა-პასუხი







ინფორმაციის
დემონსტრირება


საუბარი, პრეზენტაცია



საუბრის მეთოდი



თვითშეფასება





გაკვეთილის მოკლე შეჯამება
საერთო საკლასო





ჯგუფური













ჯგუფური






















ჯგუფური



მთელი კლასი












მთელ  კლასთან








ჯგუფური



 ჯგუფური



მთელ კლასთან



ინდივიდუალური


ეკრანი











































ჯგუფის ნამუშევრები


პოვერ პოინტის პრეზენტაცია, სურათებისა და სქემების თანხლებით








კარიკატურები, პლაკატები, ცხრილები, მონიტორი.






ნამუშევრები













თვითშეფასების ცხრილი, სტიკერები, შეფასების რუბრიკა
2 წთ.






4 წთ







3 წთ










6 წთ.

















4 წთ




5 წთ













6 წთ







6 წთ



3 წთ



1 წთ







5 წთ











სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
                                     
სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მერვე კლასში, 2018-19 სასწავლო წლის თებერვლის
თვეში თემაზე „მეორე მსოფლიო ომი“.გაკვეთილის ტიპი: რაოდენობრივ წიგნიერებასა და ციფრულ კომპეტენციაზე ორიენტირებული.
მიზანი:
ა) ისტორია :მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა  მეორე მსოფლიო ომის მიზეზებზე განვითარებასა და შედეგებზე.
ბ)რაოდენობრივი წიგნიერება: მოსწავლემ შეძლოს რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამისახვა, რაოდენობატა შედარება, რიცხვებს შორის მიმართების დადგენა.

მიზანს მივაღწიე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების გამოყენებით: მოსწავლეებმა  წინარე ცოდნის გააქტიურებისას პირველი მსოფლიო ომის მიზეზები, მონაწილე მხარეები და შედეგები წარმოადგინეს სქემებითა და გრაფიკული მაორგანიზებლებით,ხოლო სტატისტიკური მონაცემები გამოსახეს სხვადასხვა  (სვეტოვანი, ხაზოვანი და წრიული) დიაგრამების სახით,დაადგინეს პროცენტული თანაფარდობები და  მიმართებები რაოდენობებს შორის.
 ახალ მასალაზე გადასვლისას ინტერაქტიური მეთოდებით იმსჯელეს მეორე მსოფლიო ომის მიზეზებზე,მიმდინარეობასა და შედეგებზე,შეადარეს ორი ომის იარაღები, რაოდენობრივი მახასიათებლები და მსოფლიოს პოლიტიკური რუკები.
 გააანალიზეს ომის პერიოდში შექმნილი პლაკატები და კარიკატურები.
ახალ ტექსტზე მუშაობის შემდეგ ტექსტში მოცემული სხვადასხვა ინფორმაცია ჯგუფებში წამოადგინეს ნახატების სახით და ბოლოს შეაფასეს მიღებული ცოდნა.
 ჩემი და ჩემი კოლეგების პრაქტიკაში აღნიშნული ტიპის გაკვეთილი გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად თითოეული ჩვენგანი შეეცდება გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიებისა და მიდგომების დახვეწას და გამრავალფეროვნებას, რაც გარკვეულწილად პედაგოგიური პრაქტიკის გამდიდრების წინაპირობაა.
აღნიშნული ტიპის გაკვეთილები სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და ხალისიანს ხდის, მოსწავლეების მაღალი მოტივაციით და ჩართულობით, არც ეს გაკვეთილი იყო გამონაკლისი, მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ნებისმიერ გამოწვევას გაართვეს თავი მოსწავლეებმა და ყველა დავალება საკმაოდ   კარგად შეასრულეს, მათ განუვითარდათ რაოდენობრივი წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, რაც რიცხვებს შორის მიმართებების დადგენასა   და   სხვადასხვა სახით მოცემული ინფორმაციის  გაანალიზებასა და სხვა სახით ინტერპრეტაციაში გამოიხატა.მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკის ცოდნა გამოეყენებინათ ისტორიის გაკვეთილზე.(ცოდნის ტრანსფერი)
 ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა, მოდიფიცირების გარეშე,თითქოს ყველა აქტივობა ერთნაირად წარმატებული იყო, თუმცა მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით იმუშავეს თემის ირგვლივ წარმოდგენილ პლაკატებსა და კარიკატურებზე,ისინი თამამად აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებას და მოყავდათ სათანადო არგუმენტები.
   მიუხედავად იმისა , რომ ჯგუფური მუშაობა არ იყო ახალი ფორმა და ამ ფორმით საკმაოდ ხშირად მუშაობენ მოსწავლეები , გაკვეთილის მსვლელობისას ამ კუთხით ადგილი ჰქონდა ხარვეზებს, გარკვეულ მომენტებში მოსწავლეები არ აცდიდნენ ერთმანეთს, ან ჯგუფის თითოეული წევრი არ იყო აქტიური, რაც გასათვალისწინებელია მსგავსი ტიპის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარებისას. მართალია გაკვეთილის ბოლოს მოვახდინეთ შეფასებაც და თვითშეფასებაც, მაგრამ თვითშეფასების შედეგების სრულად  გაანალიზება ვერ მოვასწარი,რაც მაფიქრებინებს,რომ ვსაჭიროებ დროის მართვის ტექნიკის დახვეწას.
 ვფიქრობ მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას   ზემოთაღნიშნული ხარვეზების გათვალისწინება,   მეტი ახალი მეთოდისა და რესურსის გამოყენება უფრო საინტერესოს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს.


                                                                     ფიქრია კვირიკაძე



































































На данном изображении может находиться: 1 человек, сидит






На данном изображении может находиться: 1 человек, сидитНа данном изображении может находиться: 3 человека, люди сидятНа данном изображении может находиться: 1 человек, стоит

На данном изображении может находиться: 3 человека, люди сидятНа данном изображении может находиться: 1 человек, стоит


На данном изображении может находиться: 1 человек, стоитНет описания фото.На данном изображении может находиться: 11 человек, в том числе Pikria Kvirikadze, люди улыбаются, люди стоят и люди сидят






















Комментариев нет:

Отправить комментарий