სამოდელო გაკვეთილი (ტიპი - ინტეგრირებული)


საჩინოს N1 საჯარო სკოლა
ინტეგრირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: ვახტანგ მე-6 და სულხან საბა

ლინკი რესურსის   https://drive.google.com/open?id=1bnuK22z1k26dFsR8_NjXyinnTRW3mn8Q
საჩინოს N1 საჯარო სკოლა
გაკვეთილის თემა: განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ქართული კულტურა
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: მე-9
მოსწავლეთა რაოდენობა - 8
ინტეგრირებული საგნები: ისტორია, ხელოვნება
მიზანი : მოსწავლეებმა შეძლონ ფეოდალიზმის ხანის კულტურის დარგების ზოგადი დახასიათება და ფეოდალიზმის ხანისა და  IV-X საუკუნეების ხუროთმოძღვრების     შედარება, მსჯელობა ხუროთმოძღვრების განვითარების შესახებ,შეძლონ განასხვავონ სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
ე.ს.გ ისტ:  IX.7  მოსწავლეს შეუძლა  მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
ს.გ. IX.5  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
მისაღწევი შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებე
·          შუა საუკუნეების კულტურის დარგების ზოგად დახასიათებას
·         მსჯელობას სხვადასხვა ეპოქის ხუროთმოძღვრების განვითარების შესახებ.
·          ხელოვნების ნიმუშების ამოცნობას.
·          სხვადასხვა სტილისა და ეპოქის ნამუშევრების ერთმანეთისგან განსხვავებას.
მასწავლებელი: ფიქრია კვირიკაძე






N

 აქტივობა

გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმები

რესურსები

დრო
1.




2.







3.














4.




5.




6.




7.





8.














მისალმება,თემისა და მიზნის, შეფასების რუბრიკის გაცნობა.


წინარე ცოდნის გააქტიურება
ა)კითხვა-პასუხი თემაზე
 ქართული კულტურა IV-X საუკუნეებში
ბ)პრეზენტაცია იგივე თემაზე



ახალი მასალის შემოტანა.
ა)ტექსტზე მუშაობა . განვითარებული ფეოდალიზმის ხანის კულტურა.  (წყვილებს მიეცემათ სხვადასხვა  დარგი)
ბ)კულტურის დარგის   ხუროთმოძღვრების
შედარება მე-4- მე-10 საუკუნეების  
ხუროთმოძღვრებასთან.



ფოტოს ამოცნობა,  დარგის,
შესაბამება, რუკაზე შესაბამის  
ადგილას განლაგება.


მაკეტის აწყობა
(ორი სხვადასხვა სტილის ხუროთმოძღვრების ძეგლი)


საშინაო დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია „ფეოდალური ხანის კულტურა“

თვითშეფასება.
მოსწავლეები ასახელებენ ხუთ მნიშვნელოვან საკითხს
გაკვეთილიდან.


განმსაზღვრელი შეფასება . საკლასო აქტიურობის რუბრიკა.განმავითარებელი შეფასება ხდება გზა და
გზა, ყოველი აქტივობის ბოლოს
საუბრისა და დემონსტრირების  მეთოდი.


გონებრივი იერიში


ინფორმაციის წარმოდგენა,



ინფორმაციის დახარისხება -წარმოდგენა, ძირითადი სათქმელის გამოყოფა/


კითხვა-პასუხი







ვიზუალური წყაროს
ანალიზი





ინფორმაციის დახარისხება,
წარმოდგენა


„ხუთი თითის პრინციპი“




საუბარი









საერთო საკლასო



საერთო საკლასო








წყვილებში




მთელი კლასი







მთელი კლასი



ჯგუფური



ინდივიდუალური



საერთო საკლასო















ფლიფჩარტი,
რუბრიკა



პოვერ პოინტ-ის
პრეზენტაცია
ეკრანი. მეხსიერების ბარათი.




ტექსტი.





დიაგრამები:ვენის,T დიაგრამა











ეკრანი, დაფა, ცარცი
დანაწევრებული, ნახატი,ფლიფჩარტი





ფერად ქაღალდზე გამოჭრილი გაშლილი ხელი



შეფასების რუბრიკა
2წთ.





6 წთ










13 წთ.











7 წთ.



8 წთ




2 წთ



2 წთ





3 წთ.











                             სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2018 წლის  27 ნოემბერს ჩავატარე სამოდელო (ინტეგრირებული გაკვეთილი) ისტორიაში, მე-9 კლასში თემაზე „განვითარებული ფეოდალიზმის ხანის კულტურა“, ინტეგრირებული საგნები ისტორია-ხელოვნება. მოსწავლეთა რაოდენობა რვა, კლასში არ არის სსსმ მოსწავლე.(გაკვეთილის აღნიშნული ტიპი შევარჩიე თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ თემას ძალიან ბევრი საერთო აქვს ხელოვნებასთან. )
 მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ფეოდალიზმის ხანის კულტურის დარგების ზოგადი დახასიათება და ფეოდალიზმის ხანისა და  IV-X საუკუნეების ხუროთმოძღვრების     შედარება, მსჯელობა ხუროთმოძღვრების განვითარების შესახებ,შეძლონ განასხვავონ სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
  ხელოვნების მასწავლებელს შეუძლია ანალოგიური ტიპის გაკვეთილი ჩაატაროს, ხოლო დანარჩენ მასწავლებლებს შეეძლებათ მსგავსი აქტივობების გამოყენება ჩვეულებრივ ყოველდღიურ გაკვეთილებზე.
 საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით კლასს დავუსვი კითხვები შუა საუკუნეების საქართველოში განვითარებულ კულტურის დარგებზე და ხელოვნების ნიმუშებზე,რის შემდეგაც მოსწავლემ წარმოადგინა პრეზენტაცია შუა საუკუნეების კულტურულ შედევრებზე. კითხვა -პასუხში  თანაბრად იქნა გაშუქებული როგორც ისტორიის ასევე ხელოვნების საკითხები.
 ახალი მასალის გაცნობის მიზნით სახელმძღვანელოს ტექსტზე მოსწავლეები ვამუშავე წყვილებში და მთავარი სათქმელი წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაციის სახით.
  სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრების გამიჯნვას ემსახურებოდა აქტივობა „ამოიცანით ფოტო“, ფოტოებზე მოცემული იყო როგორც ხუროთმოძღვრების ძეგლები, ასევე ხელნაწერები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები და მოზაიკა. თითოეული ნიმუშის ამოცნობის შემდეგ მოსწავლეები ხელოვნების ნიმუშს ათავსებდნენ რუკაზე შესაბამის ადგილას.
   ხელოვნებასთან  ინტეგრირება მკაფიოდ გამოიკვეთა მაკეტის აწყობისას,ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი სხვადასხვა ტიპისა და ეპოქის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლის მაკეტის აწყობას. ერთმა ჯგუფმა ააწყო „გურჯაანის ყველაწმინდა“, ხოლო მეორემ  „ ნიკორწმინდა“, პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ამომწურავად დაახასიათეს ტაძრები, ყველაზე საინტერესოც ეს აქტივობა გამოვიდა, თუმცა არანაკლები ინტერესით მოახდინეს მოსწავლეებმა უკუკავშირი „ხუთი თითის პრინციპით“, მოსწავლეებმა გამოყვეს ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი გაკვეთილიდან, შეაფასეს საკუთარი თვი, და თანატოლები. შეფასება მოვახდინე მეც, მოსწავლეები შევაფასე საკლასო აქტიურობის რუბრიკის მიხედვით.განმავითარებელ შეფასებას ვახდენდი გზადაგზა.
 ვფიქრობ მიზანს მივაღწიე,გეგმის მოდიფიცირების გარეშე, მოსწავლეებმა შეძლეს:
·         შუა საუკუნეების კულტურის დარგების ზოგად დახასიათება.
·          სხვადასხვა ეპოქის ხუროთმოძღვრების განვითარების შესახებ მსჯელობა.
·          ხელოვნების ნიმუშების ამოცნობა და რუკაზე განლაგება
·          სხვადასხვა სტილისა და ეპოქის ნამუშევრების ერთმანეთისგან განსხვავება.
 უკმარისობის გრძნობა დამრჩა შეფასების ნაწილში, ვერ მოვასწარი თითოეული მოსწავლის სიღრმისეული შეფასება, აქვე აღვნიშნავ,რომ ჩემი აზრით გაკვეთილს კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა უფრო მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსებისა და თვალსაჩინოების  გამოყენება, გავითვლისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილების დაგეგმვისას.

На данном изображении может находиться: 8 человек, в том числе Nino Rigvava и Pikria Kvirikadze, люди улыбаются, люди сидят и в помещенииНа данном изображении может находиться: 1 человек, стоит


Нет описания фото.На данном изображении может находиться: 1 человек, сидит, ест и стол


На данном изображении может находиться: один или несколько человек, люди сидят и столНа данном изображении может находиться: 2 человека, люди стоят

Комментариев нет:

Отправить комментарий