სტატია - ექსკურსია

http://mastsavlebeli.ge/?p=21772&fbclid=IwAR0HowiGAH4IYMumdvnnC5DcXOJmFvXG77zl_fT5N8jFZw0TlrvHlc00esA


            ექსკურსია-როგორც სასწავლო მეთოდი

ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება , მოსწავლის აუცილებელი ცოდნით აღჭურვა და მოსწავლეებში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივება,ამ მიზნის მიღწევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ზოგადსაგნმანათლებლო დაწესებულებას- სკოლას,რომელმაც მოსწავლეს უნდა განუვითაროს საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება-გამოვლენის, ინფორმაციის მოპოვების, დახარისხებისა,ინტერპრეტაციისა  და ტრანსფერის, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებითობის  უმნიშვნელოვანესი უნარები, რისთვისაც სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა სასწავლო ექსკურსია, რომელიც გარდა იმისა,რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად  ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით , სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით  უნარებს, ამავდროულად ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გათავისებისა და შესაძლებლობების რეალიზებისათვის.
  ექსკურსია , როგორც სასწავლო მეთოდი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის  პრინციპს:
·         სწავლა-სწავლება ხელს უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას.
(მოსწავლე ერთმანეთს უკავშირებს  სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას)
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს:
·         მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელსესაწყობად.(ექსკურსია სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელსესაწყობად.)
·         მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე.   (ექსკურსიის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე ,სხვადასხვა პიროვნებებთან ურთიერთობებით უვითარდებათ სოციალური უნარები.)შინაარსის მიხედვით ექსკურსიებს ყოფენ ორ ნაწილად, მიმოხილვითი და თემატური ექსკურსიები, თემატურ ექსკურსიებს მიეკუთვნება -ისტორიული, ეკოლოგიური, ლიტერატურული, არქიტექტურული, ხელოვნებათმცოდნეობითი,თავის მხრივ ისტორიული მოიცავს მხარეთმცოდნეობით, არქეოლოგიურ,ეთნოგრაფიულ, ისტორიულ-ბიოგრაფიულ და სხვა ექსკურსიებს. თითოეული თემა ნაცნობია და ექსკურსიაც, როგორც სასწავლო მეთოდი თითქოს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ უმნიშვნელო ახალ ნიუანსსაც კი შეუძლია შეცვალოს და გააუმჯობესოს ექსკურსიის შინაარსობრივი და თემატური დატვირთვა.
 მართლია ისტორია არ არის ერთადერთი სასწავლო დისციპლინა,რომლის სწავლასაც ხელს უწყობს ექსკურსია, მაგრამ ვფიქრობ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მეთოდი ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესში, სწორად დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო ღონისძიება- თემატური ექსკურსიის სახით, ამა თუ იმ საკითხის ფუნდამენტურ შესწავლას, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებას და მასში მრავალმხრივი უნარების განვითარებას გულისხმობს და პირდაპირ კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან: ისტორიის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს : ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას და მოსწავლეებში ისტორიის კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
 მინდა კოლეგებს მოკრძალებულად გავუზიარო ჩემი , როგორც ისტორიის მასწავლებლის გმოცდილება ამ კუთხით და შევთავაზო პრაქტიკაში ჩემს მიერ  განხორციელებული ექსკურსიების არასრულ ჩამონათვალი, რომელთა დაჯგუფებაც შემდეგნაირად გადავწყვიტე:
1.      ექსკურსია, რომელიც მოიცავს ორ ან მეტ თემას
2.       ექსკურსია, სადაც მოსწავლე ასრულებს გიდის როლს
3.      ექსკურსია- გადმოვიტანოთ მუზეუმი სასკოლო სივრცეში
4.      დავგეგმოთ გაკვეთილი ექსკურსიის მასალებით
1. შინაარსობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსიები, რომლებიც აერთიანებს ორ ან მეტ თემას ,ასეთი ექსკურსიები ხელს უწყობს როგორც ცოდნის გამდიდრებას, ასევე თანამშრომლობას სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის და ინტერდისციპლინურ კავშირებს.

N
მარშრუტი
თემა
 ობიექტი,რომლის ნახვაც  შევძელით
მიზანი
1
საჩინო-დმანისი-ბოლნისი-საჩინო

ისტორია-(არქეოლოგია,ისტორიული-ბიოგრაფია) ლიტერატურა,არქიტექტურა
დმანისის ნაქალაქარი,ბოლნისის
სიონი,დმანისის სიონი,სულხან-საბას სახლ-მუზეუმი.
მოსწავლეები შეისწავლიან დმანისის ნაქალაქარს, არქეოლოგიურ განათხარ მასალას, ბოლნისის სიონის წარწერას,სულხან-საბას  ბიოგრაფიას.
2.
საჩინო-თბილისი-საჩინო
ისტორია-ეთნოგრაფია,არქეოლოგია,მხარეთმცოდნეობა,ლიტერატურა,ხელოვნებათმცოდნეობა
თბილისის ეროვნული მუზეუმი,მთაწმინდის პანთეონი, დიდუბის პანთეონი
მუზეუმში განთავსებული მდიდარი მასალის დათვალიერება-შესწავლა,მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიების გაცნობა
3.
საჩინო-მესტია-საჩინო
ისტორია-მხარეთმცოდნეობა,ეთნოგრაფია.ხელოვნებათმცოდნეობა
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მხარის ისტორიისა და ეთნოგრაფიული საკითხების,ხელოვნების ნიმუშების შესწავლა.
4.
საჩინო-კახეთი
ისტორია,ლიტერატურა არქიტექტურა, ისტორიული ბიოგრაფია
დავით გარეჯი,გრემი, ალავერდი,ძველი და ახალი შუამთა,გურჯაანის ყველაწმინდა,ბოდბე,წინანდალი, ყვარელი
კახეთის ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და მათი არქიტექტურული სტილის შესწავლა.ისტორიული პიროვნებების , მწერლების ბიოგრაფიისა და მათი ისტორიული
და ლიტერატურული როლის შესწავლა.
5.
საჩინო-ვარძია
ისტორია, არქიტექტურა,ლიტერატურა, ხელოვნებათმცოდნეობა
კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია,ვანის ქვაბები,ხერთვისის
ციხე, რაბათი. აწყურის ციხე
ვარძიის ისტორიის, თამარის ფრესკის,ძეგლების არქიტექტურული სტილის შესწავლა
6.
საჩინო-უფლისციხე
ისტორია, არქიტექტურა,ლიტერატურა, ხუროთმოძღვრება
უფლისციხე, ყინწვისი,გორისციხე, ვარიანი,
კლდეში ნაკვეთი ქალაქის ხანის, არქიტექტურული სტილის,ხუროთმოძღვრების ძეგლის ყინწვისისა და თამარ მეფის ფრესკის შესწავლა.
7.
საჩინო-სქური-ჯვარი
ისტორია, ეკოლოგია
კურორტი სქური,სქურჰესი, ენგურჰესი.
სქურის, როგორც კურორტისა და მცირე ჰესის ადგილის შესწავლა. ენგურჰეცის კაშხალის დათვალიერება , ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი.

2. კიდევ უფრო მეტის მომცემი ხდება ეს ღონისძიება, როცა მოსწავლე ითავსებს გიდის როლს. ამ ფუნქციის შესასრულებლად მოსწავლეს უწევს მოსანახულებელი ობიექტის სხვადასხვა ასპექტში დამუშავება, ინფორმაციის  მოძიება, დახარისხება გადმოცემა, ითავისებს დავალებას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და თავს კომფორტულად გრძნობს გიდის როლში.ამ ტიპის ექსკურსია მოვაწყვეთ მეზობელ რაიონსი ჩხოროწყუში, რომლისთვისაც მოსწავლე  გიდი შევარჩიეთ შემთხვევითი შერცევის პრინციპით, მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ბერიშვილი დაუკავშირდა ჩხოროწყუს ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელს იგორ ფიჩხაიას ,მოიძია მასალები და გაგვაცნო მუზეუმი და ამ მხარეში მდებარე მღვიმეების კომპლექსი. https://fiqriakvirikadze2.blogspot.com/2019/03/blog-post_17.html
3.ხშირად პრობლემას წარმოადგენს ყველა მოსწავლის ჩართვა ექსკურსიაში, ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა, მოსწავლის  ან მოსწავლეთა ჯგუფის მიერ საექსკურსიო მასალის სასკოლო სივრცეში გადმოტანა სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით „გადმოვიტანოთ მუზეუმი სკოლაში“ ამ სახელწოდებით მომზადებულმა მე-9 კლასელთა პრეზენტაციამ პროექტ „კოლხური ოდაბადეს“ ფარგლებში ნათელი წარმოდგენა შეუქმნა აუდიტორიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულ მასალებზე. https://fiqriakvirikadze2.blogspot.com/2019/03/blog-post_74.html
. არანაკლებ საინტერესოა ექსკურსია- რომლის საფუძველზეც იგეგმება გაკვეთილი, მსვლელობისას ნანახი ისტორიული ობიექტების ირგვლივ ინფორმაციის, ან კიდევ ექსკურსიის მასალებით შექმნილი რესურსის გამოყენებით.
ისტორიულ-ბიოგრაფიულ თემას შეეხება სულხან-საბა ორბელიანი სახლ-მუზეუმში ვიზიტის შემდეგ დაგეგმილი და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი „ვახტანგ VI   და სულხან-საბა“ https://fiqriakvirikadze2.blogspot.com/p/blog-page_17.html
 ექსკურსია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი მოსწავლეების ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა მაღალი მოტივაციის შესანარჩუნებლად, ინფორმაციის აღქმის,ანალიზისა და სხვადასხვა სახით წარმოდგენისა და სოციალური და თანამშრომლობითი უნარების გასავითარებლად.

გამოყენებული ლიტერატურა
  კანონი ზოგადი განათლების შესახებ.
ეტალონი.ჯი- მაია თათეშვილი, რა გავლენას ახდენს სასკოლო ექსკურსიები
მოსწავლეებზე.http://www.etaloni.ge/geo/main/index/912
მასწავლებლის გზამკვლევი: ექსკურსიის მომზადება, ექსკურსიის ჩატარება.

Комментариев нет:

Отправить комментарий