კვლევა

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  საჭიროების კვლევის ანგარიში  

  

  

საკვლევი თემა:  

ბულინგი და მისი პრევენციის გზები  

 სკოლაში  

  

  

  

წალენჯიხის მუნიციალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის  ისტორიის წამყვანი  

 მასწავლებელი  

  

  

  

ფიქრია კვირიკაძე  

  

  

2018-2019 სასწავლო წელი  

  

  

 

სარჩევი:  

1. შესავალი --------------------------------------------1  2. ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------2  3. კვლევა  

 3.1.პრობლემა და საკვლევი საკითხი--------------------------------------4   3.2 მეთოდოლოგია ----------------------------------------------------------6   3.3 კვლევის ვადები --------------------------------------------------------7   3.4. ანკეტირების შედეგები: -----------------------------------------------8   3.5 .მონაცეთა ანალიზი -----------------------------------------------------15  

 3.6. მიგნებები.----------------------------------------------------------------17  4. ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები  

 4.1 .შესაძლო ინტერვენციები: -----------------------------------------------17   4.2. განხორციელებული ცვლილებები ------------------------------------17   4.3.ინტერვენციის შედეგების შეფასება -----------------------------------20  5.რეკომენდაციები  

6. დასკვნები და კვლევის ნაკლოვანებები.  

 6.1 დასკვნები -----------------------------------------------------27   6.2. ნაკლოვანებები ----------------------------------------------28  7. შედეგების გაზიარების რეფლექსია---------------------29   ბიბლიოგრაფია -----------------------------------------------------30   დანართი -----------------------------------------------------------31 

 შესავალი  

ბულინგი -ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობა-სოციალური  მოვლენა-. რომელიც დამახასიათებელია ბავშვთა კოლექტივისათვის, თანამედროვე  საზოგადოების ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომლის აქტუალობაც დღითი დღე  იზრდება და არასასურველი შედეგების მოლოდინიც მატულობს. ძალადობის ეს ფორმა  ძირითადად სკოლებში გვხვდება და უარყოფითად აისახება ,როგორც სასწავლო  პროცესზე, ასევე მოზარდის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. ბულინგის  მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი მოზარდი გახდეს , ნებისმიერი ფორმით - ფიზიკური  იქნება,სიტყვიერი თუ ფსიქოლოგიური, ამიტომაც აუცილებელია ბულინგის  შემთხვევების კვლევა სკოლაში, რათა თავიდან იქნას აცილებული პრობლემის  გაღრმავება, რამაც შესაძლოა საბოლოოდ სავალალო შედეგამდეც მიგვიყვანოს.  

  

 

წინამდებარე კვლევის თემას წარმოადგენდა ბულინგის შესახებ მოსწავლეთა,  მასწავლებელთა და მშობელთა შეხედულებების შესწავლა, ბულინგის შემთხვევების გამოვლენა, პრევენციების შესაძლო გზების ძიება და მათი განხორციელება.  სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ რა  მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში ზოგადად, წინამდებარე ნაშრომი კი ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის  საჭიროების კვლევას ბულინგთან დაკავშირებით, ანგარიშში განხილულია ისეთი  საკითხები, როგორიცაა: 

ბულინგის პრობლემის იდენტიფიცირება,  

მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა შეხედულებების გარკვევა  პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი ღონისძიებები  

ამ ღონისძიებებით გამოწვეული ცვლილებები.  

  

  

 -1-  

 

კვლევის მეთოდად გამოყენებულ იქნა:  

რაოდენობრივი კვლევა  

ანკეტური ან 

ზეპირი გამოკითხვა. 

 თვისობრივი კვლევა  

დაკვირვება,  

ფოკუსჯგუფი 

ინტერვიუ 

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები 

ლიტერატურის მიმოხილვა 

 ბულინგი არატოლერანტული ისეთი ქცევების ერთობლიობაა, როგორიცაა  ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა მოზარდზე, არსებობს ბულინგის სამი ტიპი,  ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. 

დღეს მიღებულია როლანდის განმარტება (roland 1988) ბულინგი ეს არის ხანგრძლივი  ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე  ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.გვ.13[5]  ბულინგის მსხვერპლი მოზარდი ხშირად განსხვავდება თანატოლებისაგან, მას  შეიძლება ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება , მკვეთრად განსხვავებული თვისებები და  მანერები,მის მიმართ შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სახის ბულინგი,მათ შორის ბოლო დროს სკოლებში განსაკუთრებით შეიმჩნევა: 

კიბერბულინგი - სოციალურ ქსელში არასასურველი ინფორმაციის  გავრცელება. მოკლე დამაშანტაჟებელი შეტყობინებების გაგზავნა. 

ფიზიკური ბულინგი - დარტყმა, წიხლის კვრა ან რაიმე ზიანის მიყენება სიტყვიერი ბულინგი - უხეში მიმართვა , ჭორების გავრცელება, 

პირველ რიგში ყველამ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ბულინგი, როგორც  სოციალური მოვლენა ყველა სკოლაში არსებობს.მიდგომა „ჩვენს სკოლაში ბულინგი არ  არის ყველაზე მეტად უშლის ხელს პრობლემის მოგვარებას.“[4] 

 ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, „მნიშვნელოვანია  ბულინგის შემთხვევების სწორი იდენტიფიცირება,ხოლო იდენტიფიცირების შემდეგ კი  აუცილებელია სკოლების მხარდაჭერა“ [3] 

 ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება დაავადდეს ვერც განიკურნოს,მოეშალოს  ფსიქიკა და განუვითარდეს პათოლოგიური დარღვევები, საქმე უფრო ისიც  ართულებს,რომ ხშირ შემთხვევაში მოზარდს არ სურს ბულინგზე საუბარი. ბულინგის  დროს შეიძლება ფსიქოლოგიური ზიანი მიადგეს არა მარტო ბულინგის მსხვერპლ  მოსწავლეს, არამედ ფაქტის მომსწრესაც. 

 ვინ შეიძლება იძალადოს მოზარდზე? - მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა უფროსმა,  სხვა მოზარდმა ან კიდევ ვის მიმართოს მოზარდმა დახმარებისათვის, ან მიმართავს კი?!    

-2-

 ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებელია სკოლებში და საერთოდ  საზოგადოებაში ბულინგის პრევენციისათვის. 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი კვლევის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის 60 % თვლის , რომ აღზრდაში მკაცრი მეთოდების  გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივის, გამოკითხულთა 94% ესმის,  რომ ბავშვისთვის ისიც საზიანოა, როდესაც ოჯახში ძალადობის მომსწრეა, მაგრამ 70 %  თავშეკავებით ეკიდება ოჯახის საქმეებში ჩარევას,უფრო მეტიც ბავშვთა დაცვის  სფეროში მომუშავე პერსონალის (მასწავლებელი, მანდატური,სოციალური მუშაკი) 60 %  ფიქრობს,რომ ოჯახის შიდა საქმეები, მხოლოდ ოჯახის პირადი საქმეა და მასში სხვები  არ უნდა ერეოდნენ. გვ.4 [1]ასეთი მიდგომა კი საზიანოა მოზარდებისათვის, მოზარდზე  ძალადობაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ დანაშაულია ნებისმიერი ადამიანის  მხრიდან. 

 ხშირია შემთხვევა ,როცა ჭირს კონფლიქტისა და ბულინგის გამიჯნვა,არადა  კონფლიქტი არსებითად განსხვავდება ბულინგისაგან და სკოლაში მომუშავე პირი უნდა  ფლობეს ცოდნას ამ მიმართულებით და არა მარტო ამ საკითხთან დაკავშირებული  ცოდნაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად „რაც უფრო მაღალია პიროვნების  განათლების დონე, მით უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი მან ბავშვთა მიმართ  ძალადობა დასაშვებად მიიჩნიოს.“გვ.12 [1] 

 ბულინგის შემთხვევების დასადგენად და შემდგომ მის აღმოსაფხვრელად  აუცილებელია ფლობდე გარკვეულ ინფორმაციას მოსწავლეთა ინფორმირებულობის  შესახებ. კვლევის შედეგებმა აჩვენა , რომ ბავშვები საკმაოდ ინფორმირებულები არიან  ბულინგის შესახებ,[2] თუმცა სიტუაციის მიხედვით მაინც არიან გარკვეული  ძალადობის მომხრე. 

მეცნიერთა აზრით კი ბულინგის ინიციატორი ბავშვები მოზრდილობაშიც  აგრესიულები არიან და კრიმინალურ გზას ირჩევენ. 

2012 წელს გერმანიაში გამოიცა ერთ-ერთი სკოლის ყოფილი მოსწავლის დღიური,  აღმოჩნდა რომ ის წლების განმავლობაში იყო ფსიქოლოგიური და ფსიქიკური  ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ არც ოჯახი და არც სკოლაში ამის შესახებ არავინ  არაფერი იცოდა და სკოლის დამთავრებიდან თორმეტი წლის შემდეგ იმიტომ წერს  ყოველივეს ,რომ ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი შიშისათვის. ის წერს , რომ ერთხელ  სცადა მასწავლებლისთვის მოეყოლა პრობლემაზე, მაგრამ როცა მასწავლებელმა ის  მოძალადე ბავშვების წინ დააყენა - ყოველივე იუარა, რადგან იცოდა რა ელოდა სკოლის  გასასვლელთან.გვ.19.[5] 

მასწავლებლის და ნებისმიერი პირის სტრატეგია და ქმედება ამ დროს უნდა იყოს  კარგად გათვლილი და აწონ - დაწონილი, რათა ახალ კონფლიქტს არ ჩაეყაროს  საფუძველი.  

 სკოლამ უნდა აღიაროს აღნიშნული მოვლენის არსებობა, პიველ რიგში უნდა  დადგინდეს რამდენად მასშტაბურია პრობლემა,შემდგომ კი შემუშავებულ იქნას  ბულინგის პრევენციის გეგმა, პრევენციის განხორციელებაში ცენტრალური ფიგურა  უნდა იყოს მასწავლებელი, მოსწავლე მასწავლებელში უნდა ხედავდეს ადამიანს,  რომელიც ნებისმიერ ასპექტში დაიცავს მოზარდის ინტერესებს . 3

 მასწავლებელმაც და მშობლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის  თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას,ამას ხელს უწყობს ისეთი აქტივობები და  ღონისძიებები სადაც მოზარდი ირწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებს, ასეთი ბავშვი  იშვიათად ხდება ბულინგის მსხვერპლი. 

 თუ მოზარდი გაგვენდო, ბულინგის არსებობაში არამც და არამც არ უნდა  დავუპირისპიროთ მოსწავლეები ერთმანეთს, უნდა დავიხმაროთ ფსიქოლოგი,  კოლეგები და კომპლექსურად მივუდგეთ პრობლემას. 

ზოგჯერ მოძალადე ბავშვის დასჯაში და უფრო მეტიც - სკოლიდან გარიცხვაში ხედავენ  გამოსავალს, რაც რა თქმა უნდა არ არის გამართლებული და უფრო მეტიც არ  წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ან თავიდან აცილების საშუალებას.  ბულინგის შემთხვევების გამოვლინება და მის აღმოსაფხვრელად გონივრული  ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება სკოლაშიც და სკოლის გარეთაც  უსაფრთხო გარემოს შექმნის წინაპირობაა და შესაბამისად სარგებელს ღებულობს  მოსწავლეც, მასწავლებელიც და მშობელიც. 

 3. კვლევა  

 3.1.პრობლემა და საკვლევი საკითხი  

 სასკოლო ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით კონფლიქტებს მოსწავლეთა შორის, ზოგჯერ კონფლიქტი რეგულარულ ხასიათს იღებს და ბულინგში გადაიზრდება, ისე რომ არცაა თვალშისაცემი. დასვენებაზე მორიგეობისას ორი მოზარდის შელაპარაკების უნებლიე მოწმე გავხდი, როცა სიტუაციაში გარკვევას შევეცადე ,აღმოჩნდა,რომ ერთ-ერთის მიმართ თანატოლებისაგან უხეშ მიმართვას რეგულარული ხასიათი ჰქონდა და კითხვაზე თუ რატომ არ მიმართავდა დამრიგებელს, მშობელს ან ნებისმიერ პიროვნებას დახმარებისათვის მიპასუხა, რომ ამით უფრო გაირთულებდა საქმეს, რადგან „მაბეზღარას“, „შპიონს“ დაუძახებდნენ.გადავწყვიტე დეტალურად გამერკვია ამ კონფლიქტის მიზეზები,დავინტერესდი პრობლემით და იმითაც, რომ ბულინგი შეიძლებოდა ყოფილიყო სასკოლო პრობლემა და გადავწყვიტე მეწარმოებინა კვლევა აღნიშნულ საკითხზე. 

 ჩემი მოსაზრება გავაცანი სკოლის ხელმძღვანელობას, რათა მიმეღო კითხვაზე პასუხი ,თუ რამდენად აქტუალური და საჭირო იქნებოდა კვლევა ამ საკითხზე , მათ დამიდასტურეს კვლევის წარმოების მიზანშეწონილობა და გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის. 

ამ ინციდენტს დაემთხვა ტრენინგკურსი თემაზე „ კონფლიქტის არსის გაცნობიერება ძალადობისა და ბულინგის პრევენციისათვის“, ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ მეტი სტიმული მომცა კვლევის საწარმოებლად და დავიწყე კვლევის გეგმის შედგენა. 

 მთავარი საკვლევი კითხვა: რამდენად ხშირად აქვს ბულინგის შემთხვევებს ადგილი ჩვენს სკოლაში და რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი და ეფექტური მისი პრევენციისათვის? 

 ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში დამეხმარა, შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა: 

1.ცდილობენ თუ არა მასწავლებლები თუნდაც მცირე კონფლიქტის მიზეზების შესწავლას? 

2. იცნობენ თუ არა მასწავლებლები და მოსწავლეები ბულინგის არსს და გამომწვევ მიზეზებს? 

3. არსებობს ბულინგის შემდეგი სახეები: ფიზიკური, სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და კიბერ ბულინგი (სხვადასხვა ტექნოლოგიებით), რა სახის ბულინგი შეუმჩნევიათ სკოლაში? 

4.არის თუ არა ოჯახში მკაცრი მოქცევა მოზარდის სხვების მიმართ აგრესიის საფუძველი?  5. რა ღონისძიებები შეამცირებს ბულინგის შემთხვევებს სკოლაში? 

 მიზნად დავისახე სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით დამედგინა ბულინგის შემთხვევების მიზეზები და ადექვატური ღონისძიებების გატარების შემდეგ დამედო დასკვნა, აქვს თუ არა ადგილი ბულინგის შემთხვევებს ჩვენს სკოლაში და რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი და ეფექტური ბულინგის პრევენციისათვის. 

სავარაუდო ძირითადი მიზეზი:  

მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილი სიღრმისეულად არ იცნობს ბულინგის არსს,ვერ აცნობიერებენ სავალალო შედეგებს და ასევე,პრობლემას წარმოადგენს კონფლიქტისა და ბულინგის გამიჯნვა, მშობლების ნაწილი მკაცრ აღზრდას მიიჩნევს პრიორიტეტულად,ნაკლებია მიმართვიანობა. 

 -5-

3.2 მეთოდოლოგია  

სამიზნე ჯგუფი:  

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები,მასწავლებლები და მშობლები. კვლევაში გამოყენებული იქნა შერჩევის ორი ტიპი: 

სრული შერჩევა - საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებით. კითხვარი განკუთვნილია პედაგოგებისთვის,  მშობლებისა და მოსწავლეებისთვის.  

მიზნობრივი შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენეთ ფოკუს-ჯგუფის დროს, ფოკუს ჯგუფად შევარჩიე კლასის დამრიგებლები.  

მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით: 

ანკეტური გამოკითხვა (რაოდენობრივი კვლევა) – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე, ბულინგთან დაკავშირებით. 

ფოკუს ჯგუფი, ინტერვიუ, დაკვირვება,ფოკუსირებული დაკვირვება (თვისებრივი  კვლევა) – ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა კლასის დამრიგებლებთან, მათთან შეხვედრა დამეხმარა კითხვების ჩამოყალიბებაში. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბულინგის შემთხვევებს არა აქვს მასიური ხასიათი, პრობლემა მაინც არსებობს და სერიოზული სამუშაოა ამ მიმართულებით, რათა პრობლემა არ გაღრმავდეს, გარდა ამისა ფოკუსჯგუფთან ვმუშაობდი კლასის საათის ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ,  მათგან აღებული ინტერვიუთი ვარკვევდი რა ტენდენციები იკვეთებოდა მოსწავლეებში კლასის საათის მსვლელობისას კვლევის დასაწყისში და ინტერვენციების შემდეგ. 

 დამრიგებლებმა წარმოადგინეს დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნები, რომლის თანახმადაც მასწავლებელთა ნაწილი ვერ ხედავს ბულინგის საშიშროებას, რადგან მათი აზრით მცირე შელაპარაკება არ ნიშნავს მსხვერპლის ან მოძალადის როლში ყოფნას და აშკარა დაპირისპირებას და აგრესიას იშვითად ან საერთოდ არა აქვს ადგილი. 

 მოსწავლეები ცდილობენ თვითონ მოაგვარონ პრობლემა და ზედმეტად მიიჩნევენ უფროსის ჩარევას, რაც მათთან ინტერვიუთი გაირკვა. 

ზოგიერთი მოზარდი იზრდება რთულ პირობებში , რაც მის ქცევაზე აისახება ფოკუს ჯგუფთან მუშაობისას გამოიკვეთა სხვადსხვა სახის სირთულეებიც, მათ შორის:  

გაკვეთილებზე არა აქვს ადგილი ბულინგის შემთხვევებს 

მოზარდები ერიდებიან შემთხვევის სააშკარაოზე გამოტანას 

ბულინგი შეიძლება ხდებოდეს სკოლის გარეთ, ან თუნდაც ინტერნეტ სივრცეში,  რაც მითუმეტეს რთული შესამჩნევია 

-6-

ფოკუსირებული დაკვირვება .დამრიგებლებთან ერთად ვაკვირდებოდი მოსწავლეების ქცევას დასვენებებზე და გაკვეთილებზე.  

კვლევის ამოცანა 

კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ საკვლევ კითხვებს: 

1.რამდენად ხშირად აქვს ადგილი სხვადასხვა სახის ბულინგის შემთხვევებს და რა არის გამომწვევი მიზეზი. 

 2. ფლობენ თუ არა საკმარის ინფორმაციას მასწავლებლები და მოსწავლეები ბულინგის შესახებ? 

3.3 კვლევის ვადები  

აქტივობა

ოქტომბერი 

ნოემბერიი 

დეკემბერი 

იანვარი 

თებერვალი 

მარტი 

აპრილი 

პრობლემის იდენტიფიცირება 

X







კონსულტაციები სკოლის დირექციასთან 

X







კვლევის სავარაუდო გეგმის შედგენა 

X







ფოკუს ჯგუფთან კონსულტაციები, კითხვარის და  ანკეტების შედგენა/დამუშავება.


X






პირველადი მონაცემების შეგროვება 


X






პირველადი მონაცემების ანალიზი 


X






სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა 



X





ინტერვენციების განხორციელება 



X



მეორადი მონაცემების შეგროვება 






X


მეორადი შედეგების ანალიზი 







X

პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან, შედეგების  გაცნობა







X



 -7- 

 3.4. ანკეტირების შედეგები: 

შევადგინე ანკეტა მასწავლებლებისათვის,მოსწავლეებისათვის და მშობლებისთვის,  გულწრფელობის მაღალი ხარისხის მისაღებად დავიცავი ანონიმურობა,შევსებულ ანკეტებს ისინი ათავსებდნენ მათთვის განკუთვნილ ყუთებში. 

კითხვები მასწავლებლებს: გამოიკითხა 30 მასწავლებელი 

 1. ცდილობთ თუ არა თუნდაც მცირე კონფლიქტის მიზეზების შესწავლას, თუ კონფლიქტის შეწყვეტისთანავე წყვეტთ ამ თემაზე საუბარს? 

 2. თქვენი აზრით რა არის ბულინგი , და დაასახელეთ ბულინგის გამომწვევი მინიმუმ ორი მიზეზი. 

 3. როგორ ფიქრობთ აქვს თუ არა ადგილი ჩვენს სკოლაში ბულინგის შემთხვევებს და თუ გაქვთ ინფორმაცია დაასახელეთ ამ კონკრეტული შემთხვევის მიზეზი. 

1. ცდილობთ თუ არა თუნდაც მცირე კონფლიქტის მიზეზების შესწავლას, თუ კონფლიქტის შეწყვეტისთანავე წყვეტთ ამ თემაზე საუბარს? 

კითხვა 

რაოდე 

ნობა

%

1.უღრმავდება  

მიზეზს 

2.არ უღრმავდება მიზეზს 

3. ვერ ამჩნევს 

 კონფლიქტს

18 

3

60 

30 

10



  

 -8-

როგორ იქცევა მასწავლებელი კონფლიქტის  შემჩნევისას

70% 

60% 

50% 

40% 

30% 

20% 

10% 

0% 

უღრმავდება მიზეზს 

კონფლიქტის 

მოგვარებისთანავე წყვეტს ძიებას 

უმნიშნველო კონფლიქტს ვერ ამჩნევს 

2. თქვენი აზრით რა არის ბულინგი , დაასახელეთ ბულინგის გამომწვევი მინიმუმ ორი მიზეზი.  

კითხვა 

რაოდენობა 

%

1. ესმის ბულინგის არსი და ასახელებს მიზეზებს

19 

63,3

2.ნაწილობრივ 

იცნობს თემას, 

უჭირს მიზეზების დასახელება 

23,3

3. არ იცნობს ბულინგის არსს, ვერ ასახელებს მიზეზს

13,4



 -9- 

იცნობს ბულინგს 

ნაწილობრ 

არ იცნობს

  

  

3.როგორ ფიქრობთ აქვს თუ არა ადგილი ჩვენს სკოლაში ბულინგის შემთხვევებს და თუ გაქვთ ინფორმაცია დაასახელეთ ამ კონკრეტული შემთხვევის მიზეზი. 

კითხვა 

რაოდენობა 

%

აქვს ადგილი

18 

60

არა აქვს ადგილი

30

არ ვფლობ 

ინფორმაციას

10



-10- 

18 

16 

14 

12 

10 

აქვს ადგილი არა აქვს ადგილი 

Ряд 2არ ვფლობ 

ინფორმაციას 

30 გამოკითხული მასწავლებლიდან 60 % სიღრმისეულად სწავლობს კონფლიქტის მიზეზებს,  

30 % არ უღრმავდება, ხოლო 10 % საერთოდ ვერ ამჩნევს კონფლიქტს. 

იგივე გამოკითხულთა 63,3% - მა იცის ბულინგის არსი, ასახელებს ბულინგის მიზეზს,ლოგიკურად სწორედ ეს კატეგორია აწარმოებს კონფლიქტის მიზეზების შესწავლას და არკვევს ადგილი ხომ არა აქვს ბულინგს.,23,3% ნაწილობრივ აცნობიერებს ბულინგის არსს,თუმცა უჭირს რეალური მიზეზების დასახელება,ხოლო 13,4 %  საერთოდ არ იცნობს ბულინგის თემას და მის გამომწვევ მიზეზებს, მესამე კითხვაზე სკოლაში ბულინგის შემთხვევების არსებობის შესახებ 60 % მა დაადასტურა,30 %-მა უარყო ხოლო 10% არ ფლობს ინფორმაციას, ბუნებრივია ბულინგის შემთხვევების არსებობას ადასტურებენ ის ადამიანები ვინც იცნობს ბულინგის არსს და გამომწვევ მიზეზებს და განასხვავებენ კონფლიქტსა და ბულინგს. 

ამ ეტაპის შემდეგ განვახორციელე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ანკეტირება შემდეგი კითხვარით: 

1. თქვენი აზრით რა არის ბულინგი? 

ა) ძალადობა მოზარდზე ბ)უბრალოდ კონფლიქტი გ)არ მაქვს პასუხი -11- 

2. არსებობს ბულინგის შემდეგი სახეები: ფიზიკური, სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და კიბერ ბულინგი (სხვადასხვა ტექნოლოგიებით), რა სახის ბულინგი შეგიმჩნევიათ ჩვენს სკოლაში?  

ა)ფიზიკური ბ)სიტყვიერი გ)ფსიქოლოგიური დ)კიბერბულინგი ე)არცერთი 

3.ყოფილა თუ არა შემთხვევა , როცა ოჯახში მკაცრად გექცევიან, ხდებით აგრესიული სხვების მიმართ სკოლაში? 

ა)დიახ ბ)არა 

4. მოძალადის როლში ყოფნას არჩევთ თუ მსხვერპლის როლში? 

ა) მოძალადის ბ) მსხვერპლის 

5. ვთქვათ თქვენ აღმოჩნდით ბულინგის მსხვერპლი, ვის მიმართავდით? 

 ა)მასწავლებელს ბ) თანატოლს გ)მშობელს დ)ჩემით შევეცდები სიტუაციის მოგვარებას 

6.გქონიათ თუ არა შეხება ბულინგთან?(მონაწილეობა) თუ კი მოკლედ აღწერეთ სიტუაცია? 

7. თქვენი აზრით რა ღონისძიებები შეამცირებს ბულინგის შემთხვევებს სკოლაში? -12-

1. რა არის ბულინგი - სულ 50 მოსწავლე 

არ მაქვს პასუხი;  

16%- 8 მოსწ 

უბრალოდ 

კონფლიქტი;  

20%-10 მოსწ 

ძალადობა მოზარდზე; 64%-32 მოსწ 

2.როგორი სახის ბულინგი შეგხვედრიათ? 

16 

14 

12 

10 

30 % 

24% 

20 % 

16% 

10 % 

სიტყვიერი ფიზიკური არცერთი კიბერბულინგი ფსიქოლოგიური

-13- 

3. 

30 

20 

10 

  

4.  

ხდებით თუ არა აგრესიული ოჯახში მკაცრად მოპყრობის შემდეგ? დიახ- 20-40 %, არა 30-60% 

დიახარა 

Ряд 1 

მოძალადე თუ მსხვერპლი?0% 

მსხვერპლი 

30% 

მოძალადე 

70% 

  

0% 

-14- 

5.ვის მიმართავდით?  

მასწავლებელს 

მშობელს 

ვაგვარებ თვითონ 

თანატოლს 

Ряд 1 

7-14 % 

10-20 % 

14-28% 

18-36 % 

Ряд 1

0 5 10 15 20   

მოსწავლეთა ანკეტირების შედეგები ასე გამოიყურება: ბულინგის არსს აცნობიერებს 50- დან 32 ანუ 64 %, ბულინგის შემთხვევა უბრალოდ კონფლიქტი გონია 20 % ანუ 10  მოსწავლეს, პასუხი არა აქვს 16% ანუ 18 მოსწავლეს. 

10 % ანუ 5 მოსწავლე არის ფსიქოლოგიური ბულინგის მომსწრე,16 % ანუ 8 მოსწავლე კიბერულინგის,20 % ანუ 10 მოსწავლე არცერთი სახის ბულინგს არ იცნობს,24 %-ს ანუ 12 მოსწავლეს შეხება ქონდა ფიზიკურ,ხოლო 30% -ს ანუ 15 მოსწავლეს სიტყვიერ ბულინგთან. სავარაუდოდ არცერთი სახის ბულინგის მოსწრე მოსწავლეები იმ მოსწავლეთა სიმრავლეს მიეკუთვნებიან, ვინც ვერ აცნობიერებს ბულინგის არსს.40 %  აგრესიული ხდება ოჯახში მკაცრი მოპყრობის შემდეგ და 70% მოსწავლეებისა მოძალადედ ყოფნას არჩევს, ვიდრე მსხვერპლად და მოსწავლეების 64 % ცდილობს თვითონ მოაგვაროს კონფლიქტი, 34 % ცდილობს მშობლის ან მასწავლებლის ჩართვას,  ხოლო 2 % თავს იკავებს პასუხისაგან. 

3.5 .მონაცეთა ანალიზი 

 პირველადი მონაცემების რაოდენობრივმა კვლევამ აჩვენა,რომ 50 მოსწავლიდან 32  მოსწავლე ანუ 64 % აცნობიერებს ბულინგის არსს,20%-ს ანუ 10 მოსწავლეს ბულინგი წარმოუდგენია, როგორც უბრალოდ ერთჯერადი კონფლიქტი, ხოლო 16% -ს არა აქვს 

პასუხი; ყველაზე მეტს 15-ს შემჩნეული აქვს სიტყვიერი, 8-ს კიბერბულინგი, 12-ს ფიზიკური, 5-ს ფსიქოლოგიური, ხოლო  

 -15- 

 დანარჩენ 10-ს არცერთი სახის ბულინგი. (კვლევამ აჩვენა,რომ ფსიქოლოგიური სახის კონფლიქტის გარჩევა უფრო უჭირთ მოსწავლეებს.) 

ოჯახში მკაცრი მოპყრობის შედეგად აგრესიული ხდება 40 %, გამოკითხულთა 70 %  მოძალადედ ყოფნას არჩევს, რაც შეეხება მიმართვიანობას 36 % ბულინგის შემთხვევაში მიმართავს თანატოლს, 28 % თვითონვე არჩევს მოგვარებას, 20% მომართავს მშობელს,  

ხოლო 16% მასწავლებელს. ის ვინც, უფროსს არ მიმართავს, მიზეზად ახალ ბულინგს ასახელებს. 

ის ფაქტი, რომ უმრავლესობა თანატოლს მიმართავს დახმარებისათვს, ან თვითონ აგვარებს პრობლემას, ყურადსაღებია, რადგან ეს შეიძლება გახდეს მეტი პრობლემის საფუძველი. 

 საჭიროდ ჩავთვალე გამომეყენებინა თვისებრივი კვლევის მეთოდებიც, რადგან ამ მეთოდით მეტის გაგება შეიძლება პრობლემებზე, რომლის პირდაპირი გზით გაზომვა შეუძლებელია,გარდა ამისა თვისებრივი მეთოდების გამოყენებისას მონაწილეები უფრო თავისუფალი არიან. 

 თვისებრივმა კვლევამ კი აჩვენა,(ინტერვიუ მოსწავლეებთან) რომ უმრავლესობა არ აღიარებს, ბულინგში მონაწილეობას, მაგრამ ამბობს , რომ უთამაშია მედიატორის როლი, თუმცა მცირე ნაწილმა აღიარა, რომ ბულინგის მსხვერპლია. ბულინგის თავიდან ასაცილებლად მოსწავლეთა აზრით საჭიროა უფროსები უფრო ახლოს იყვნენ მათთან,  უფროსკლასელებმა უმცროს თანატოლებს უჩვენონ მაგალითი, უნდა ამაღლდეს მოსწავლეთა ცნობიერება, კარგად გაიგონ რა არის ბულინგი. ამ მოსაზრებებს ისინი აფიქსირებდნენ კლასის საათის მსვლელობისას და მე ვიკვლევდი ფოკუსჯგუფთან დამრიგებლებთან ინტერვიუს საშუალებით. 

 თვისებრივმა კვლევამ მშობლებში შემდეგი სურათი მოგვცა, უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს ბულინგის არსი, ნაწილი მედია საშუალებებით გებულობს რაობას, ნაწილი კი ვერ აცნობიერებს რომ ნებისმიერი მოზარდი დგას ამ საშიშროების წინაშე. ნაწილი მშობლებისა რეგულარულად ინტერესდება სკოლაში მათი შვილის მდგომარეობით,ნაწილი კი ამას ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზების გამო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყონ მშობლებს შორის არის კატეგორია რომელიც მკაცრ აღზრდას ანიჭებს უპირესობას რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წამგებიანია მოზარდისათვის,  რადგან როგორც რაოდენობრივმა კვლევამ გვიჩვენა მათ უმეტესობას ოჯახში მკაცრი წესები უბიძგებს აგრესიისაკენ. 

 16  

 

3.6. მიგნებები 

მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები : 

1. მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ნაწილი არ იცნობს ბულინგს სიღრმისეულად,ვერ ანსხვავებს კონფლიქტს ბულინგისაგან. 

2. არ ხდება თუნდაც უმნიშვნელო შემთხვევის მიზეზების დეტალური შესწავლა. 3. მოზარდთა უმრავლესობა ერიდება მიმართოს უფროსს. 

 4. ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები 4.1 .შესაძლო ინტერვენციები: 

1.საინფორმაციო ტიპის შეხვედრა მასწავლებლებთან,მშობლებთან,მოსწავლეებთან 

2. ტრენინგ გავლილი მასწავლებლების სამუშაო შეხვედრები დამრიგებლებთნ და სხვა მასწავლებლებთან, მშობლებთან: „რა არის ბულინგი“, როგორ გავმიჯნოთ ბულინგი და კონფლიქტი 

3. დისკუსია როგორ ვებრძოლოთ ბულინგს საბაზო და საშუალო საფეხურზე. 

4. ფილმებისა და ნაწარმოებების,ვიდეო რგოლების ჩვენება დ გარჩევა ასაკის გათვაალისწინებით 

5.როლური თამაშები დაწყებით საფეხურზე 

6.კლასის საათები ყველა კლასში, ბუკლეტების, პოსტერების დამზადება და გავრცელება 7. შეხვედრა სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან 

4.2 განხორციელებული ცვლილებები 

მონაცემების განხილვის ,რაოდენობრივი დ თვისებრივი კვლევის შედეგების,  ფოკუსჯგუფთან და კოლეგებთან, ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ შევარჩიე და დავგეგმე შემდეგი სახის ინტერვენციები: 

პირველი ინტერვენცია : საინფორმაციო ტიპის შეხვედრა 

მასწავლებლებთან,მშობლებთან,მოსწავლეებთან. 

-17-

მიზანი: ინფორმაციის გაცნობა, (თითოეული რგოლისათვის ცალ-ცალკე)  ბულინგის არსის, სახეების და ამ კუთხით ჩვენს სკოლაში პირველადი მონაცემებით არსებული მდგომარეობის განხილვა.როგორ გავმიჯნოთ კონფლიქტი და ბულინგი. 

შეხვედრები საინტერესო და პროდუქტიული იყო,ყველა შეხვედრაზე გამოთქმულ იქნა მზადყოფნა ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად.  მშობლებმა აღიარეს მათი არასაკმარისი ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში, რაც გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენს საერთო სურათზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მეტად დაინტერესდებოდნენ მათი შვილების სასკოლო ცხოვრებით და გაეცნობოდნენ შესაბამის ლიტერატურასაც.მასწავლებლებმა მიზნად დაისახეს დაკვირვება მოსწავლეებზე, ხოლო თვით მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა მეტი ურთიერთპატივისცემა. გაიცა რეკომენდაციები შესაბამისი ლიტერატურის გასაცნობად. 

მეორე ინტერვენცია :ტრენინგ გავლილი მასწავლებლების შეხვედრები დამრიგებლებთან, სხვა მასწავლებლებთან და მშობლებთან. 

მიზანი : ტრენინგზე მიღებული გამოცდილების გაზიარება. 

გაცემულ იქნა ტრენინგზე მირებული რჩევები პედაგოგებსა და მშობლებზე: გააგებინეთ ბავშვს, რომ თქვენ რეაგირებთ მის უარყოფით ქცევაზე. ასწავლეთ ბავშვს პრობლემის გადაჭრის არაძალადობრივი გზები. იყავით მაგალითი ბავშვებისთვის. 

შექმენით სიტუაციები, რომელიც ბავშვთა აგრესიის მსგავსი იქნება მაქსიმალურად ეცადეთ გააგებინოთ ბავსვს, რომ უნდა მიმარტოს უფროსს. 

ჩართეთ ბავშვები სპორტულ და სხვა კლასგარეშე ღონისძიებებში, ეს შეამცირებს ბავშვის აგრესიულობას. 

სამივე რგოლი მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის, დაიგეგმა კლასგარეშე, სპორტული და მხატვრულ ლიტერატურული ღონისძიებები , სადაც მოსწავლეები თავიანთ ენერგიას დახარჯავენ პოზიტიური კუთხით. 

მესამე ინტერვენცია. დისკუსია როგორ ვებრძოლოთ ბულინგს,როგორ გავმიჯნოთ ბულინგი კონფლიქტისაგან.( საბაზო და საშუალო საფეხურზე.) მიზანი: კონფლიქტის არსის გაცნობა,კონფლიქტისა და ბულინგის განმასხვავებელი ნიშნების გარჩევა.ბულინგის თავიდან აცილების საშუალებების განხილვა. 18

მოსწავლეებთან ერთად წარიმართა მსჯელობა კონფლიქტის ტიპებზე,კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების გზებზე, პასუხი გაეცა სადისკუსიო კითხვას: არსებობს თუ არა კონფლიქტის ბულინგში გადაზრდის საშიშროება? გამოიკვეთა კონფლიქტის მოგვარების გზები. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბულინგის თავიდან აცილების გზებზე,  მათგან ერთ -ერთი და უმთავრესი: ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ბულინგი დაუშვებელია.  ერთ-ერთი გზა მოსწავლეების აზრით ეს არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გულახდილი დამოკიდებულება,თუმცა სრულად ვერ შეთანხმდნენ იმ საკითხში, რომ უფროსკლასელებს ზოგჯერ შეუძლიათ შენიშნონ უმცროსები და ეს შენიშნვა მათ უპრობლემოდ უნდა მიიღონ. 

მეოთხე ინტერვენცია:ფილმებისა და ნაწარმოებების და ვიდეო რგოლების გარჩევა ასაკის გათვაალისწინებით. 

მიზანი: ფილმში მოცემული ინფორმაციის ინტერპრეტირება და ანალიზი,  პარალელის გავლება ყოველდღიურობასთან. 

1. ერთ-ერთი ფილმი იყო ქართული „ჰელადოს“, რომლის მთავარი გმირის იანგულის ქმედებები ბულინგის ტიპიური მაგალითი იყო. 

2. ასევე შთამბეჭდავი იყო პროექტის „ერთად ვქმნით ძალადობისგან თავისუფალ  სკოლას“ ფარგლებში შექმნილი ვიდეო „ ებრძოლე ბულინგს“.  

3.ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოების დაფინანსებით შექმნილი  დოკუმენტური ფილმები: „რომი“  

დავგეგმე ფილმების გარჩევა მომავალშიც.  

ფილმების ჩვენება მოხდა დამრიგებლების მიერ საშუალო და საბაზო საფეხურზე და თითოეული ფილმის შემდეგ ხდებოდა სადისკუსიო კითხვების ,თქვენ როგორ მოიქცეოდით? თქვენ რომ მსხვერპლის ადგილას იყოთ? სად არის გამოსავალიდა სხვა... 

მეხუთე ინტერვენცია.როლური თამაშები დაწყებით საფეხურზე 

მიზანი:გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფამდე ბულინგის არსის დაყვანა მათთვის მარტივად აღსაქმელი საშუალებებით. 

პატარებისთვის ყველაზე მარტივ გზად როლური თამაშები მივიჩნიე, თითოეულმა დამრიგებელმა განიხილა თითო კლასში ნაწარმოებები ბულინგისა და კონფლიქტის თემაზე და ჩაატარა კლასის საათი როლური თამაშებით. 

19

მეექვსე ინტერვენცია.კლასის საათები ყველა კლასში, ბუკლეტების, პოსტერების დამზადება და გავრცელება 

მიზანი: მოსწავლეები გადმოსცემენ საკუთარ ნააზრევს , ჩატარებული ღონისძიებებიდან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას და გაავრცელებენ სკოლაში,  თემში და მეზობელ სკოლებში. 

4.3 ინტერვენციების შედეგების შეფასება 

ამ ინტერვენციების შემდეგ შეგროვებული მეორადი მონაცემები კი ასე გამოიყურება: შეკითხვა მასწავლებლებს: 

1.შეიცვალა თუ არა თქვეენი დამოკიდებულება საკითხის მიმართ სკოლაში  განხორციელებული ღონისძიებების შედეგად? 

დიახ : ვფლობ სრულ ინფორმაციას ბულინგზე, ვარჩევ ბულინგს და კონფლიქტს - 80 %.  მივიღე გარკვეული გამოცდილება ,თუმცა ჯერ კიდევ მიჭირს კონფლიქტისა და ბულინგის გარჩევა-20 % 

კითხვა 

1.შეიცვალა თუ არა თქვეენი დამოკიდებულება საკითხის მიმართ სკოლაში 

განხორციელებული 

ღონისძიებების შედეგად?

პასუხი 

დიახ:ვფლობ სრულ 

ინფორმაციას ბულინგზე,  ვარჩევ 

ბულინგს და  კონფლიქტს

მივიღე 

გარკვეული 

გამოცდილება ,თუმცა ჯერ 

კიდევ  

მიჭირს 

კონფლიქტისა და ბულინგის გარჩევა.

რაოდენობა,  

პროცენტი

24 მასწ-80% 

6 მასწ-20%



-20-

2.შემცირდა თუ არა ბულინგის შემთხვევები ჩვენს სკოლაში?  

ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა მასწავლებლების იმავე რაოდენობამ, რომელიც 

აღნიშნავდა, რომ სკოლაში არის ბულინგის შემთხვევები, დანარჩენი კი ვინც თვლიდა,რომ არ არსებობს , ან არ ფლობდა ინფორმაციას მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე იწყებს აქტიურ კონტროლს ბულინგის შემთხვევებზე.  

 დიახ: 60% 

 ვიწყებ დაკვირვებას 40% 

შემცირდა თუ არა ბულინგის 

შემთხვევები?  

დიახ 

ვიწყებ დაკვირვებას

3. გაიზარდა თუ არა მოზარდების მიმართვიანობა მასწავლებლებისადმი?   21  

30 გამოკითხულიდან მასწავლებელთა უმრავლესობამ 70 % უპასუხა, რომ საგრძნობლად გაიზარდა. 

 20 % -მა უპასუხა რომ შედარებით დაწყებით კლასებში, ხოლო 10 % ის აზრით არ არსებობს მიმართვის აუცილებლობა. 

80% 

70% 

60% 

50% 

40% 

30% 

20% 

10% 

0% 

საგრძნობლად 

დაწყებით კლასებში 

არ არის აუცილებლობა 

Ряд 1 Столбец2 Столбец1

შეკითხვა მშობლებს: 

1. მიიჩნევთ თუ არა აუცილებლად დასმული პრობლემის ირგვლივ მასწავლებლებთან  აქტიურ თანამშრომლობას?  

20 გამოკითხული მშობლიდან უმრავლესობა აუცილებლად თვლის მასწავლებლებთან კავშირს,თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომელთა აზრითაც ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტენ შვილებთან ერთად. 

22 

საჭიროა თუ არა მასწავლებელთან 

აქტიური თანამშრომლობა მოცემულ 

პრობლემასთან დაკავშირებით

20 % 

აუცილებელია 

მოვაგვარებ თვითონ 

80 %

  

2.შეიძინეთ თუ არა რაიმე გამოცდილება ჩატარებული ღონისძიებების  შედეგად?გაერკვიეთ თუ არა ბულინგის არსში?  

ოციდან მხოლოდ ერთმა ვერ გააცნობიერა ბულინგის არსი. 

16 

14 

12 

10 


75 % 

 20 % 

დიახ 

 5 %

ნაწილობრივარა 

23 

3.შეეცდებით თუ არა იყოთ უფრო ლოიალური თქვენს შვილებთან, რათა მოიპოვოთ  მათი ნდობა?  

თვისებრივმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობელთა უმრავლესობა ჩვენი ინტერვენციების შემდეგ საჭიროდ თვლის იყონ ლოიალური შვილების მიმართ და მათი ნდობის მოსაპოვებლად იმეგობრონ მათთან,  

შეკითხვა მოსწავლეებს:  

1.მიიღეთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია ბულინგის შესახებ და თუ გამოიყენებთ  ყოველდღიურობაში.  

50 გამოკითხულიდან თითქმის ყველამ მიიღო საკმარისი ინფორმაცია, თუმცა მიღებული ცოდნის გამოყენების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაოვბაა, 35 ანუ 70 %  გამოიყენებს,26% -13 მოსწავლე გააჩნია რა სიტუაციაში,აღმოჩნდება,ხოლო 2 მოსწავლე 4 % თავს იკავებს პასუხისგან.  

35 

30 

25 

20 

15 

10 

გამოვიყენებ 

გააჩნია სიტუაციას თავს ვიკავებ 

Ряд 1 Столбец1

-24- 

2. დაგარწმუნათ თუ არა ინტერვენციებმა ბულინგის შემთხვევაში მიმართოთ უფროსებს  დიახ-80 %, არა-20 % 

3.რომელმა ღონისძიებამ მოგცათ მეტი სარგებელი? 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უპირატესობას როლურ თამაშს ანიჭებენ,საშუალო და საბაზო საფეხურისა კი დისკუსიებსა და ფილმებს, პროცენტულად ყველაზე მეტი ფიქრობს, რომ სასარგებლო და პროდუქტიული იყო საინფორმაციო შეხვედრა.თუმცა საკმაოდ სარგებლიანად მიიჩნევენ ბუკლეტების დამზადებასაც. 

ინტერვენცია 

რაოდენობა 

პროცენტი

საინფორმაციო 

შეხვედრა

16 

26 ,3 %

დისკუსია 

13 ,3%

ფილმი, ნაწარმოები 

13 ,3%

ბუკლეტები 

13,3 %

როლური თამაში 

10 

20 %



-25-

16

14 

12 

10 

 მეორადი მონაცემების საფუძველზე დადასტურდა სურათის გაუმჯობესება,  

მასწავლებლების მიერ საკითხისადმი მიდგომა შეიცვალა,გაეცნენ ინფორმაციას და ლიტერატურას ბულინგისა და კონფლიქტის გასამიჯნად,სკოლაში შემცირდა ბულინგის შემთხვევები,მასწავლებლებისადმი მიმართვიანობა გაიზარდა,მშობლები კიდევ ერთხელ მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია სკოლასთან აქტიური თანამშრომლობა და ფიქრობენ მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ შვილებთან ურთიერთობაში. მოსწავლეების მეტი ნაწილი დარწმუნდა,რომ აუცილებელია მიმართონ უფროსებს დ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დააფიქსირეს საკუთარი აზრი და აიმაღლეს ცოდნა თემასთან დაკავშირებით. 

 -26- 

  

  

  

  

თავი მე-5  

რეკომენდაციები,  

კვლევის დასრულების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე შემდეგი რეკომენდაციების გაცემა: მოზარდებში ბულინგის შემთხვევის შემჩნევისთანავე მასწავლებლებმა ,  დამრიგებლებმა, დირექციამ გაატაროს შემთხვევის ადექვატური ღონისძიებები დამრიგებლებმა საჭირო სიხშირით ჩაატარონ კლასის საათი ბულინგზე, აჩვენონ  და გაარჩიონ ფილმები.გააცნონ ლიტერატურა 

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა უცილებელია გამიჯნონ ბულინგი და კონფლიქტი ერთმანეთისგან, გამოცდილების მიღების მიზნით მასწავლებლებმა გაიარონ ტრენინგები. 

სკოლის ნებისმიერი თანამშრომელიი შეეცადოს აქტიურ თანამშრომლობას მშობლებთან. 

სავარაუდოდ ეფექტური იქნება მოსწავლეთა შეხვედრა სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან. 

თავი მე-6  

დასკვნები და კვლევის ნაკლოვანებები  

6.1 დასკვნები  

სკოლის საჭიროების კვლევის მიზანი იყო: დეტალურად შემესწავლა ბულინგის პრობლემა სკოლაში, კერძოდ აქვს თუ არა ადგილი ბულინგის შემთხვევებს და დამეგეგმა სათანადო ღონისძიებები ბულინგის შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად,  უკეთეს შემთხვევაში მთლიანად აღმოსაფხვრელად,გამერკვია რა ფაქტორები იწვევდა მოზარდებში ამ პრობლემას და რა სტრატეგიები იქნებოდა ეფექტური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. 

 კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ინტერვენციები და შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი. მათ აღნიშნეს 

კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციების შედეგები და გაითვალისწინეს რეკომენდაციები. მათი უმრავლესობა მზად არის თანამშრომლობისათვის,გამოთქვამენ მზაობას საჭიროებისამებრ გამოიყენონ სხვადასხვა სტრატეგიები და მიიღონ სათანადო ზომები. აღნიშნული ქმედებები უზრუნველყოფს სკოლაში მოსწავლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას რაც უმთავრესი და აუცილებელია სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. 

 წინა წლებში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, შეიძლება ითქვას,რომ სკოლის,  მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიდგომა ბულინგისადმი შეცვლილია,დიდ როლს ასრულებს მედია, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლაში და სკოლის 27

გარეთ ღონისძიებებში მოსწავლეთა მონაწილეობა. ჩატარებული კვლევა, საშუალებას მომცემს სწორად მივუდგეთ საკითხს მომავალში,გამოიკვეთა საკითხები, რომელშიც ნაკლებად არიან გაცნობიერებული კვლევაში მონაწილე მხარეები?. მაგალითად როგორ გავმიჯნოთ კონფლიქტი ბულინგისაგან 

საჭიროებისამებრ გამოიყენონ სხვადასხვა სტრატეგიები და მიიღონ სათანადო ზომები.  აღნიშნული ქმედებები უზრუნველყოფს სკოლაში მოსწავლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას რაც უმთავრესი და აუცილებელია სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. 

თანამშრომლობა 

მოსწავლე,მასწავლებელი, მშობელი

არა ბულინგს 

უსაფრთხო გარემო სკოლაში 

სრულფასოვანი პიროვნება 

  

  

!!! !!!! 

6.2 კვლევის ნაკლოვანებები  

 კვლევის ჯგუფი- მიუხედავად გამოკითხულთა ანონიმურობისა მოსწავლეთა,  მასწავლებელთა,ნაწილის პასუხების გულწრფელობა სათუოა- საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.(თანამშრომლობის პერიოდში გამოჩნდა საკითხზე მათი ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი) 

მონაცემთა შეგროვება - კვლევის პროცესში, ფოკუს ჯგუფის გამოყენება შეიძლებოდა მშობლებთანაც, სადაც ისინი უკეთ გამოავლენდნენ თავიანთ დამოკიდებულებას პრობლემისადმი. 

ინტერვენცია: ეფექტური იქნებოდა ფსიქოლოგის მოწვევა სკოლაში,თუმცა როგორც კვლევის მიმდინარეობისას გაირკვა მოზარდთა ფსიქოლოგის მომსახურება ჩვენს რაიონში დეფიციტია,  შესაბამისად გადავწყვიტე სოციალურ მუშაკთან ერთად მასთან შეხვედრა გადამედო სამომავლოდ,როგორც წონადი და მასშტაბური ინტერვენცია. 

  

28 

 კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია 

 პედაგოგიურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ურთიერთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, მით უფრო საჭიროა ეს აქტივობა, როცა საქმე სკოლის საჭიროების კვლევას ეხება.კოლეგებს თავიდანვე გავუზიარე იდეა და კვლევის არსი,  საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინტერესი თავიდანვე დიდი იყო,თითოეულმა მათგანმა გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.   კვლევის შედეგებს ვაზიარებდი გზადაგზა.თითოეულ შუალედურ სამუშაო შეხვედრაზე იმართებოდა დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. კვლევის დამთავრების შემდეგ კოლეგებს მოკლე პრეზენტაციის სახით წარვუდგინე პირველადი მონაცემები, ინტერვენციები და შედეგები, ვინაიდან საკითხის აქტუალობის მტკიცება არ დამჭირვებია. შევეცადე პრეზენტაცია ვიზუალურადაც საინტერესო ყოფილიყო.გრაფიკების სახით მოცემული ინფორმაციით უფრო ადვილად აღსაქმელი გახდა გამოკითხვის შედეგები. 

 პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მივიღე საინტერესო უკუკავშირები:დამრიგებლებმა საკითხის აუცილებლობისა და დროული ინტერვენციების გარდა აღნიშნეს,რომ კვლევის წარმოების პროცესში მათ დახვეწეს კლასის საათის ფორმატი და მომავალშიც იმუშავებენ ამ მიმართულებით, დანარჩენმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ინტერვენციები გათვლილი იყო საჭიროებებზე, მათ მიიღეს ახალი და საინტერესო ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით რასაც მომავალ საქმიანობაში გამოიყენებენ. კოლეგებმა შემომთავაზეს იდეა, პერიოდულად რიგ რიგობით შეიმუშაონ პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები.  განსაკუთრებულად საჭიროდ ჩათვალეს ფსიქოლოგის მოწვევა და მისი კონსულტაციები. 

 ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ მისი აზრით შედეგის მომცემი იქნებოდა თვითონ მოსწავლეებს შეექმნათ ვიდეოკოლაჟები, ფილმები და გაევრცელებინათ სოციალურ ქსელში. ეს იყო საინტერესო და სასარგებლო რჩევა, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა კვლევის მიმდინარეობისას, მაგრამ იდეას,როგორც აუცილებლად განსახორციელებელს ვგეგმავ სამომავლოდ. 

 თითოეულმა კოლეგამ გამოთქვა სურვილი მომავალში თანამშრომლობისათვის,  რადგან ბულინგის აღმოფხვრა აუცილებელი და საჭიროა სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, ხოლო უსაფრთხო გარემო კი აუცილებლობას წარმოადგენს სწავლა სწავლების მაღალი ხარისხის მისაღწევად. 

 შეხვედრის ბოლოს მათ შეავსეს უკუკავშირის ფორმა, რითაც შესაძლებლობა მომეცა გამეთვალისწინებინა რეკომენდაციები. 

-29- 

 

  

 7.ბიბლიოგრაფია  

1. https://www.unicef.org/georgia/media/2066/file -გაეროს ბავშვთა ფონდი 2013.  

2. http://ninogabuldani.blogspot.com/p/blog-page_8.html -ნინო გაბულდანი. 2017 

3.http://liberali.ge/articles/view/26761/salome.ge - „როგორ ვებრძოლოთ ბულინგს“.ზურაბ ვარდიაშვილი, 28.12.2016 

4. http://mastsavlebeli.ge/?p=16597 - „სკოლა ძალადობის პირისპირ“, შორენა ტყეშელაშვილი.11.01.2018 

5. სატრენინგო საკითხავი მასალა „ კონფლიქტის არსის გაცნობიერება ძალადობისა და ბულინგის პრევენციისათვის“. 

  

  

  

  

  

  

  

  

  

  

-30-  

  

 

  

8.დანართი  

  

N1 მასწავლებლის ანკეტა:  

 1. ცდილობთ თუ არა თუნდაც მცირე კონფლიქტის მიზეზების შესწავლას, თუ კონფლიქტის შეწყვეტისთანავე წყვეტთ ამ თემაზე საუბარს? 

  

 2. თქვენი აზრით რა არის ბულინგი , და დაასახელეთ ბულინგის გამომწვევი მინიმუმ ორი მიზეზი. 

  

 3. როგორ ფიქრობთ აქვს თუ არა ადგილი ჩვენს სკოლაში ბულინგის შემთხვევებს და თუ გაქვთ ინფორმაცია დაასახელეთ ამ კონკრეტული შემთხვევის მიზეზი. 

  

  

  

-31-  

 

 N2. კითხვარი მოსწავლეთათვის  

1. თქვენი აზრით რა არის ბულინგი? 

ა) ძალადობა მოზარდზე ბ)უბრალოდ კონფლიქტი გ)არ მაქვს პასუხი 

2. არსებობს ბულინგის შემდეგი სახეები: ფიზიკური, სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და კიბერ ბულინგი (სხვადასხვა ტექნოლოგიებით), რა სახის ბულინგი შეგიმჩნევიათ ჩვენს სკოლაში? 

ა)ფიზიკური ბ)სიტყვიერი გ)ფსიქოლოგიური დ)კიბერბულინგი ე)არცერთი 

3.ყოფილა თუ არა შემთხვევა , როცა ოჯახში მკაცრად გექცევიან, ხდებით აგრესიული სხვების მიმართ სკოლაში? 

ა)დიახ ბ)არა 

4. მოძალადის როლში ყოფნას არჩევთ თუ მსხვერპლის როლში? 

ა) მოძალადის ბ) მსხვერპლის 

5. ვთქვათ თქვენ აღმოჩნდით ბულინგის მსხვერპლი, ვის მიმართავდით?  ა)მასწავლებელს ბ) თანატოლს გ)მშობელს დ)ჩემით შევეცდები სიტუაციის მოგვარებას რატომ? 

6.გქონიათ თუ არა შეხება ბულინგთან?(მონაწილეობა) თუ კი მოკლედ აღწერეთ სიტუაცია? 7. თქვენი აზრით რა ღონისძიებები შეამცირებს ბულინგის შემთხვევებს სკოლაში? 

-32-

N3 

სამუშაო შეხვედრის ორგანიზების გეგმის შაბლონი 

„ კონფლიქტის არსის გაცნობიერება ძალადობისა და ბულინგის პრევენციისათვის“. 

N

თარიღი

მიზანი 

ძირითადი საკითხები

1




2




3






N4 

სამუშაო შეხვედრის ორგანიზების გეგმის შაბლონი 

კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის 

N

თარიღი

მიზანი 

ძირითადი საკითხები

1




2




3






33

N5. კოლეგების უკუკავშირი 

1. ჩემთვის საინტერესო იყო-------------------------------- 

 2.ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა---------------------------------- 

 3. რომელი ინტერვენცია მომეწონა , რატომ?---------------------------------------------  4.არ მომეწონა ------------------------------------------------------------------- 

 5. ვეცდები გამოვიყენო ----------------------------------------------------------------  

  


Комментариев нет:

Отправить комментарий